ინოვაცია არქიტექტურაში

newlight
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა, არქიტექტურული ფორუმის და ახალი ნათების ერთობლივი ორგანიზებით, 15-19 აპრილს, ღონისძიება ”ინოვაცია არქიტექტურაში” გაიმართება.
ექსპო ჯორჯია, პავილიონი N:3
15 აპრილი 19:00 ლექცია-სემინარები, დასწრება თავისუფალია.
16,17 აპრილი მარათონი (ინსტალაციების დამზადების პროცესი)
18,19 აპრილი 15:00 ლექცია-სემინარები, დასწრება თავისუფალია.
აღნიშნული ტიპის ღონისძიება საქართველოში პირველად ჩატარდება და მისი მიზანი არქიტექტორების მაქსიმალური ჩართულობაა ინოვაციური ეკოსისტემის ჩამოყალიბების პროცესში; აგრეთვე, კრეატიული და ინოვაციური იდეებისა და აზრების განვითარება/მხარდაჭერა და რეალური პროტოტიპების შექმნაა.

პროექტის ფარგლებში არქიტექტორების, დიზაინერებისა და ინჟინრებისაგან დაკომპლექტებული გუნდები ერთმანეთს ორგანულ არქიტექტურასა და განათების თემაზე შექმნილი ინსტალაციებით შეეჯიბრებიან. აგრეთვე, მათ მიეცემათ საშუალება ინსტალაციების შექმნის პროცესში გამოიყენონ ინოვაციების სააგენტოს მიერ შექმნილ სამრეწველო ლაბორატორიაში განთავსებული უახლესი ტექნოლოგიები, როგორებიცაა Laser Cutter და CNC.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება არქიტექტორების, დეველოპერული კომპანიების, ფოტოგრაფების, თეორეტიკოსების, დიზაინერების და ხელოვნების სხავდასხვა დარგში მოღვაწე სპეციალისტების ლექცია-სემინარები და პრეზენტაციები ორგანულ არქიტექტურასთან დაკავშირებით.
არქიტექტურულ მარათონს დაესწრება ცნობილი უცხოელი არქიტექტორი, რომელიც საჯარო ლექციასა და ტრენინგს გამართავს.
ღონისძიების დასასრულს მოხდება საუკეთესო ნამუშევრებისა და გუნდების დაჯილდოება.
მარათონში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდით მოცემულ ბმულზე

https://docs.google.com/forms/d/1Q2uomPTzzmWA0TxuneM_PyJclbMnD7SQcnkM7aTV3n8/viewform

არქიტექტურა და დიზაინი ეს ის სფეროა, რომლის განვითარებასაც კომპანია “ახალი ნათება“ მუდამ მხარში ედგა. 1999 წელს დაარსებიდან კომპანია მუდამ სიახლის, ინოვაციის ძიებაშია. სწორედ ინოვაციური მიდგომის, თანამედროვე ხედვისა და მაღალხარისხიანი პროდუქციის ფართო სპექტრის შეთავაზებით გაითქვა კომპანიამ სახელი.
“ახალი ნათება” უკვე 15 წელიწადია ერთგულად ემსახურება ქართველ მომხმარებელს, ითვლის 130-ზე მეტ თანამშრომელს და გააჩნია 15 მაღაზია სალონი, ამათგან 8 თბილისში, ხოლო უკვე 5 რეგიონებში.
ახალ ნათებაში წარმოდგენილია მსოფლიოში ყველაზე ცნობილი განათების გიგანტების პროდუქცია, როგორებიცაა: Philips, Artemide, Deltalight,Osram, Kolarz, Prolicht, LineaLight,Flos, Fumagalli, Opple.
ახალი ნათების მაღაზიებში წარმოდგენილი პროდუქცია იწარმოება: გერმანიში, ბელგიაში, პოლონეთში, თურქეთში, ავსტრიაში, საბერძნეთში, საფრანგეთში, იტალიაში და ჩინეთში.
წარმოდგენილი 9000-ზე მეტი დასახელების პროდუქცია მოიცავს როგორც ნათურებს (საყოფაცხოვრებო და სპეც ნათურები) ასევე სანათ საშუალებებს. სანათები როგორც ინტერიერისათვის, ასევე ექსტერიერისათვის და ლანდშაფტებისათვის.
აღსანიშნავია , „ახალი ნათების“ 2013 წელს განხორციელებული ინვესტიცია–„ფორუმი ახალი ნათებისგან“.
„ფორუმი” პრემიუმკლასის, საიმიჯო შოურუმია,რომელიც სრულიად გამოირჩევა სხვა მაღაზია–სალონებისგან. ეს არის ერთ–ერთი უნიკალური პროექტი მთელს ქვეყანაში, როგორც არქიტექტურული, ისე ტექნოლოგიური თვალსაზრისით. ფორუმში წარმოდგენილია მსოფლიოში ცნობილი ბრენდების განათება, ავეჯი, აქსესუარები.
მომხმარებელს საშუალება ეძლევა ადგილზე შეიძონოს ან შეუკვეთოს ინდივიდუალურ მოთხოვნებზე მორგებული პროდუქცია, მიიღოს
ინსპირაცია კონცეფტუალურად მოწყობილი კუთხეებიდან და სასიამოვნო დრო გაატაროს ფორუმ კაფეში.
მაღალი ხარისხის, გამორჩეული ვიზუალისა და მაქსიმალური კომფორტის ძიებით კომპანიამ წარმოადგინა ავეჯის მწარმოებელი ისეთი მსოფლიო ბრენდები, როგორებიცაა: Hülsta, Now! By Hülsta, KOINOR, Freistil by ROLF BENZ, Gautier, VONDOM, Life, Désirée.
Forum by New Light–ში დასაქმებულია 30–მდე კვალიფიციური კადრი. წარმოდგენილი სანათების, ავეჯისა და აქსესუარების რაოდენობა 900 დასახელებას აღემატება.

კომენტარი