არქიტექტურა, დიზაინი, მშენებლობა, რემონტი

სამშენებლო კომპანია “ანაგი” წარმოადგენს 25 წლიანი გამოცდილების მქონე მრავალპროფილიან სამშენებლო ორგანიზაციას, რომელიც თავის კლიენტებს სთავაზობს სამშენებლო მომსახურების სრულ პაკეტს – საპროექტო საქმიანობიდან დაწყებული, ობიექტის სრულ ექსპლუატაციაში გაშვებამდე. კომპანია დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიკაციური ინჟინრებით, რომელთა ძირითადი ნაწილის მუშაობის სტაჟი მშენებლობაში აღემატება 10 წელს. მთლიანად კომპანიაში დასაქმებულია 1500-ზე მეტი ადამიანი. 2011 წლიდან კომპანიაში დაინერგა ხარისხის მენეჯმენტის სისტემა ISO – 9001.

2014 წლის მდგომარეობით „ანაგს“ დასრულებული აქვს 90-ზე მეტი სამშენებლო პროექტი. მიმდინარე პროექტებიდან აღსანიშნავია სასტუმტო “Hilton”ის მშენებლობა ბათუმში, სასტუმრო „Rixos“ის თბილისში, გუდიაშვილის ქუჩაზე და სავაჭრო გასარობი კომპლექსი „East Point“-ი თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე.

სამშენებლო კომპანია “ანაგი”
ქ.თბილისი . ვაჟა-ფშაველას გამზ №3/5
ტელ:: 237 62 00
ელ. ფოსტა: info@anagi.ge
ვებ გვერდი: www.anagi.ge