ავეჯის სახლი “ბელჰაუსი”

ავეჯის სახლი “ბელჰაუსი” საქართველოს ბაზარზე 2012 წლიდან არსებობს და მომხმარებლისთვის გემოვნებიანი და კომფორტული გარემოს შექმნაზე ზრუნავს. კომპანია ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან ყველა სახის ინტერიერის და ექსტერიერის ავეჯის და აქსესუარების იმპორტირებას ახდენს.

TAC / თაჩი

ნატურალური ქსოვილის საძინებლის ტექსტილი, ქალისა და მამაკაცის ხალათები, პირსახოცები, ნატურალური ქსოვილის ბუმბულის საბნები და ბევრი სხვა

ევროპული სკამების სალონი “TON”

2005 წლიდან - ევროპული სკამების სალონი "ტონ"-ი ჩეხური კომპანია TON.a.s - ის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში. "TON"-ი გთავაზობთ გრეხილ ავეჯს. ასევე ავეჯს ბინის,ეზოს ,ოფისის ,სასტუმროების და კაფე-ბარებისთვის . კოლექციაში წარმოდგენილია 1000-მდე სახეობის სკამი,როგორც მასიური ხის, ასევე რბილი დასაჯდომით. მაგიდები- სასადილო(მასიური და გასაშლელი),საკონფერენციო ,ჟურნალის და სხვა. ხორციელდება ინდივიდუალური შეკვეთები, რაც საშუალებას გაძლევთ თქვენთვის სასურველი მოდელისათვის თავად შეარჩიოთ ხის ფერი და გადასაკრავი მასალა ( ნაჭერი,ტყავი,დერმატინი).

შპს “ლედ ელეკტრიკ”

"ლედ ელეკტრიკ" წარმოადგენს კომპანიას, რომელიც კორპორატიულ და საცალო მომხმარებელს განათებებისა და ელექტრონული მოწყობილობების სრულ ასორტიმენტს სთავაზობს. "ლედ ელეკტრიკ-ის" პროდუქცია მოიცავს ნათურებს, შიდა და გარე განათებებს, ავტომატურ ამომრთველებს, შტეფსელებს, კაბელებს და სხვა ელექტრონულ კომპონონტებს. ამჟამად კომპანია პროდუქციით ამარაგებს 80-მდე მაღაზიას და სამშენებლო კომპანიას. "ლედ ელეკტრიკი" Horoz elektrik-ისა და Teb elektrik-ის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში. ასევე წარმოადგენს ისეთ მსხვილ კომპანიებს, როგორებიცაა: Legrand, Mutlusan electric, GÜNSAN electric.

შპს “სმართ ვეი”

ჩვენი კომპანია, შპს "სმართ ვეი", განათების ტექნოლოგიაში მოწინავე გერმანელი სპეციალისტების, BEGA Gantenbrink Leuchten KG-სა და ERCO GmbH-ს ექსკლუზიური სავაჭრო პარტნიორია საქართველოში. ჩვენს ახლო პარტნიორებს შორის არიან აგრეთვე შემდეგი ცნობილი მწარმოებლები: THORN LICHT Gmbh (Zumtobel Group, ავსტრია) და Philips Lighting (პოლონეთი). რას ვაკეთებთ: ჩვენ წარმოვადგენთ ჩვენი უცხოელი პარტნიორების საინფორმაციო დასაყრდენს ჩვენს რეგიონში პროექტების მოძიებისა და კონტროლის კუთხით. ასევე, ვართ პროფესიონალი შუამავლები მწარმოებლებსა და დამკვეთებს შორის საქონლის შერჩევისა თუ შეკვეთის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე.

შპს „ელეკო“

შპს “ELECO”-ს საქმიანობას წარმოადგენს ელექტროტექნიკური პროდუქციის დისტრიბუცია და ელექტროსამონტაჟო სამუშაოების შესრულება საქართველოს ბაზარზე. კომპანია 2004 წლიდან წარმატებით თანამშრომლობს საქართველოში მოღვაწე სხვადასხვა სამშენებლო და ელექტროსამონტაჟო კომპანიებთან.

ლაბორატორია ჩემი სახლი

„ლაბორატორია ჩემი სახლი“ 2014 წელს გაიხსნა. ეს არის სივრცე, სადაც შესაძლებელია ნებისმიერი ინდივიდუალური თუ ინდუსტრიული დიზაინის პროექტის განხორციელება. მაღაზია მომხმარებელს სთავაზობს სტილისტურად მრავალფეროვან ავეჯსა და აქსესუარებს.

ავეჯის მაღაზია – ჩემი სახლი

„ჩემი სახლი“ „საერთაშორისო კორპორაცია აი სი არ“-მა 2002 წელს გახსნა და დღესდღეობით ერთ-ერთი ლიდერია ბაზარზე. მაღაზიის საგამოფენო სივრცე შეადგენს 10,000მ²-ს. აქ წარმოდგენილი ავეჯის ფართო არჩევანი კომპანიას შესაძლებლობას აძლევს ფასისა და ხარისხის საუკეთესო კომბინაცია შესთავაზოს მომხმარებელს.

შპს „ინ სტაილი“

კომპანია „ინ სტაილი“ 2014 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე. მუშაობის სფერო: არქიტექტურა, პროექტირება, მშენებლობის სანებართვო დოკუმენტაციის დამუშავება, კულტურის ძეგლების მიშენება/რეკონსტრუქციის სანებართვო დოკუმენტაციის დამუშავება, ინტერიერის დიზაინი, ექსტერიერის დიზაინი, ლანდშაფტის დიზაინი, ავეჯის დიზაინი და წარმოება, აზომვითი სამუშაოები.

შპს “ჯეო ბილდი”

სამშენებლო კომპანია "ჯეო ბილდი" დაარსდა 2012 წელს. კომპანია ასრულებს სამშენებლო-სარემონტო და საპროექტო-საზედამხედველო სამუშაოებს. ძირითადი საქმიანობა: 1. ხის კარ–ფანჯრის დამზადება 2. ხის შიდა და გარე კიბეების მოწყობა 3. ღია და შემინული აივნის მოწყობა 4. MDF-ის კარებების და ავეჯის დამზადება