შპს „DELON”

“DELON” გაძლევთ შესაძლებლობას გადაუხვიოთ ტრადიციულ შაბლონს და თქვენი სახლის ინტერიერი გახადოთ განსაკუთრებული, უნიკალური და კომფორტული. ახალი ტექნოლოგიების და თანამედროვე მასალის ხარჯზე ჩვენ დაგიმზადებთ ავეჯს რომელიც თქვენ შეგიქმნით კომფორტს და სიმყუდროვეს.

შპს “გალერეა გა”

"Gallery GA/გალერეა გა" შ.პ.ს. ან-ჯის ახალი ხაზია (შ.პ.ს.11 წელზე მეტია მოღვაწეობს საქართველოში). კომპანიის სარეალიზაციო პროდუქტი გახლავთ იტალიური და ესპანური ავეჯი.

შპს „ვუდ დიზაინი“

ავეჯის მწარმოებელმა კომპანია „ვუდ დიზაინ“ (Wood Design) უკვე 15 წელია რაც აქტიურად მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე. თავის წარმოებაში კომპანია იყენებს უახლეს ტექნოლოგიებსა და თანამედროვე ევროპულ მასალას. კომპანია მუშაობს, როგორც ხის შემცვლელი მასალისა და ხის ანათალიანი პროდუქტის გამოყენებით, ასევე პროდუქციის წარმოებაში იყენებს ნატურალურ, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას (მაგ. ნახევრად ძვირფასი ნატურალური ქვა: კვარცი, გრანიტი). დღესდღეობით კომპანია ემსახურება, როგორც კერძო პირებს ასევე მსხვილ ორგანიზაციებსა და კომპანიებს.

შპს “LifeStyle“

კომპანია “LifeStyle“-ი დაარსდა 2011 წლის ოქტომბერში. ჩვენმა სიყვარულმა კარგი დიზაინისა და გემოვნებიანი ავეჯის მიმართ, განაპირობა ის, რომ ჩვენ ვთავაზობთ ადამიანებს სახლის მოწყობის, დეკორისა და ინტერიერის პროექტირების ახალ ხედვას. ჩვენი მიზანია, არა მარტო ავეჯის, განათებისა და წამყვანი ბრენდების სამზარეულოების გაყიდვა, არამედ თქვენი სახლის მოწყობის ახალი კონცეფციის შემუშავება და ახალი ცხოვრების სტილის შეთავაზება.

შპს “ჯი-სერვისი”

კომპანია 15 წლიანი გამოცდილებით საერთაშორისო ჯილდო-ხარისხის ოქროს ვასრკვლავის მფლობელი. ჩვენი კომპანიის ეს ის კომპონენტებია,რომელიც შესამჩნევ სხვაობას ქმნის ჩვენ კომპანიასა და ადგილობრივ ბაზარზე არსებულ სხვა მწარმოებლებს შორის .

შპს “ავეჯის კუთხე”

კომპანია 2013 წლის სექტემბერში დაფუძნდა და მისი მოღვაწეობის სფერო არის კარებებისა და ავეჯის წარმოება.

კომანია “CosyCorner”

კომანია “CosyCorner” ქართულ ბაზარზე მოღვაწეობს 2013 წლის დასაწყისიდან. ჩვენი პრიორიტეტი თავიდანვე იყო მაღალი ხარისხის პროდუქტის წარმოება და ამ ხარისხის შენარჩუნება, რის საშუალებასაც გვაძლევს როგორც მასალის, ასევე ნაკეთობის მაღალი ხარისხი. კომპანია აწარმოებს მხოლოდ დაწნულ ავეჯს.

შპს ,,იფანი“

შპს ,,იფანი“ ჩამოყალიბდა 21 წლიანი გამოცდილების მქონე სამრეწველო და საპროექტო კომპანიების გაერთიანების შედეგად. არსებობის მანძილზე ქართულმა კომპანიამ საკუთარი ძალებით, პროდუქციის ფართო და მაღალხარისხოვანი ასორტიმენტით შეძლო დაემკვიდრებინა ადგილი ქართულ ბაზარზე; დღესაც იგი განაგრძობს უახლოესი ტექნოლოგიების ათვისებასა და განვითარებას.

შპს ,,ოპ-არტი”

კომპანია “ოპ-არტი” შეიქმნა 2007 წელს. მისი ძირითადი საქმიანობაა ბინებისა და ოფისებისთვის ნებისმიერი ფორმის, დიზაინის ავეჯის და კარების დამზადება. უმაღლესი ხარისხი, მოხერხებულობა და ფუნქციონალურობა-ასეთი დევიზით იქმნება ავეჯი “ოპ-არტში”.

შ.პ.ს. “სტილოფის.ჯი”

ჩვენი კომპანია მოღვაწეობს 2000 წლიდან, ჩვენ ვემსახურებით ყველა კლიენტს ინდივიდუალურად, ვაკეთებთ ინტერიერის დიზაინს, ვამზადებთ და ვამონტაჟებთ ავეჯს თქვენი გემოვნების გათვალისწინებით. დაბალი ფასებით, მრავალფეროვანი სახეობის და ხარისხიანი მასალების გამოყენებით, შევქმნით ულტრა თანამედროვე დიზაინის და კლასიკური სტილის ავეჯს.