შპს “ლედ ელეკტრიკ”

"ლედ ელეკტრიკ" წარმოადგენს კომპანიას, რომელიც კორპორატიულ და საცალო მომხმარებელს განათებებისა და ელექტრონული მოწყობილობების სრულ ასორტიმენტს სთავაზობს. "ლედ ელეკტრიკ-ის" პროდუქცია მოიცავს ნათურებს, შიდა და გარე განათებებს, ავტომატურ ამომრთველებს, შტეფსელებს, კაბელებს და სხვა ელექტრონულ კომპონონტებს. ამჟამად კომპანია პროდუქციით ამარაგებს 80-მდე მაღაზიას და სამშენებლო კომპანიას. "ლედ ელეკტრიკი" Horoz elektrik-ისა და Teb elektrik-ის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში. ასევე წარმოადგენს ისეთ მსხვილ კომპანიებს, როგორებიცაა: Legrand, Mutlusan electric, GÜNSAN electric.

შპს “სმართ ვეი”

ჩვენი კომპანია, შპს "სმართ ვეი", განათების ტექნოლოგიაში მოწინავე გერმანელი სპეციალისტების, BEGA Gantenbrink Leuchten KG-სა და ERCO GmbH-ს ექსკლუზიური სავაჭრო პარტნიორია საქართველოში. ჩვენს ახლო პარტნიორებს შორის არიან აგრეთვე შემდეგი ცნობილი მწარმოებლები: THORN LICHT Gmbh (Zumtobel Group, ავსტრია) და Philips Lighting (პოლონეთი). რას ვაკეთებთ: ჩვენ წარმოვადგენთ ჩვენი უცხოელი პარტნიორების საინფორმაციო დასაყრდენს ჩვენს რეგიონში პროექტების მოძიებისა და კონტროლის კუთხით. ასევე, ვართ პროფესიონალი შუამავლები მწარმოებლებსა და დამკვეთებს შორის საქონლის შერჩევისა თუ შეკვეთის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე.

შპს „ელეკო“

შპს “ELECO”-ს საქმიანობას წარმოადგენს ელექტროტექნიკური პროდუქციის დისტრიბუცია და ელექტროსამონტაჟო სამუშაოების შესრულება საქართველოს ბაზარზე. კომპანია 2004 წლიდან წარმატებით თანამშრომლობს საქართველოში მოღვაწე სხვადასხვა სამშენებლო და ელექტროსამონტაჟო კომპანიებთან.

შპს “ინდექს ჯგუფი”

INDEX - დაფუძნებულია ქართველი და ევროპელი პარტნიორების მიერ, რომლებიც დიდი ხანია წარმატებით მოღვაწეობენ ევროპის ბაზარზე. კომპანიის პორტფოლიოში შედის ევროპის ქვეყნების 300 -ზე მეტი სასტუმროს, საოფისე, ბიზნეს და სავაჭრო ცენტრების, საცხოვრებელი და კომერციული ფართების სრული ან ნაწილობრივი კომპლექტაცია.

პროლაითი

კომპანია "პროლაითი" ქართულ ბაზარზე 2010 წლის თებერვლიდან მუშაობს. დღესდღეობით კომპანია რამდნეიმე ევროპული ბრენდის ოფიციალური წამომადგენელი და დისტრიბუტირია, ესენია: Martini Light – იტალია, LedsC4 – ესპანეთი, SLV GmBH – გერმანია. ასევე ჩვენთან შესაძლებელია შემდეგი ბრენდების შესყიდვა: Flos, Artesania Joalpa, Fabbian, Sylcom, Riperlamp, Moooi, Axo Light, Av Mazzega, Vibia, Vistosi და სხვა. კომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს, სანათი საშუალებების იმპორტი და რეალიზაცია, ასევე, პროექტირება და განათების დიზაინი.

შ.პ.ს. “New Port”

ჩვენი კომპანია 5 წელია რაც არსებობს საქართველოს ბაზარზე, ჩვენ ვყიდით რუსული ბრენდის EKF-ს პროდუკციას და ბალტიისპირეთის კერძოდ რიგის პროდუქციას EVROPLAST-ს. ზემოთ ჩამოთვლილი ბრენდების ოფიციალური დისტრიბუტორები ვართ საქართველოში.

Power Light

კომპანია Power Light გახლავთ Golnoor Lighting Group www.golnoor.com/En/ (ირანი) და Eton Group www.hketon.com (ჩინეთი) პარტნიორი საქართველოში.

ახალი ნათება

განათებისა სფეროში და ერთ–ერთი პრესტიჟული ბრენდი არა მხოლოდ თბილისში არამედ მთელს საქართველოში და ამიერკავკასიაშიც, რადგან ახალი ნათება უზრუნველყოფს სანათი საშუალებებით სასომხეთისა და აზერბაიჯანის რიგ პროექტებსაც.

ფორუმი ახალი ნათებისგან

ფორუმი განასხვავებს ევროპულ ბრენდებსა და „დამზადებულია ევროპაში“ იარლიყს. ფორუმში წარმოდგენილი თითოეული ბრენდის პროდუქცია იწარმოება გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთსა და ჰოლანდიაში.

შ.პ.ს. “არმარი ინჟინერინგი”

კომპანია "არმარი ინჟინერინგი" კომფორტულ და ცივილურ სამუშაო გარემოს და პირობებს სთავაზობს ყველა კლიენტს მიუხედავად დაკვეთის მოცულობისა,ასევე ითვალისწინებენ მათ მოთხოვნებს და შეუფერხებლად ასრულებენ ყველა დაკვეთას.კომპანია სისტემატიურად ეცნობა ტექნოლოგიურ ინოვაციებს,მსოფლიოში აპრობირებულ სისტემებს დაუყოვნებლივ ნერგავს თავის სამუშაო გარემოში.