შპს “ბი დიზაინი”

ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ ნებისმიერი სირთულის, ზომისა და ფერის საოფისე და საოჯახო ავეჯის დამზადება, ამასთანავე არ ვართ შეზღუდულები ნაწარმის ზომებისა და ფორმების მკაცრი ჩარჩოებით, რადგან ჩვენი კომპანიის მოქმედების ძირითად მიმართულებას წარმოადგენს: ავეჯის წარმოება ინდივიდუალური შეკვეთით. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მხოლოდ შეკვეთით შექმნილი ავეჯი მოგცემთ საკუთარი ხედვის რეალიზების საშუალებას თქვენს სახლსა და ოფისში, მოგეცემათ შესაძლებლობა დააპროექტოთ ინტერიერის ყველა წვრილმანი, ჩვენ კი დაგეხმარებით, შედეგად მიიღოთ გამორჩეული ექსკლუზიური ავეჯი.

დიზაინ სითი ჯორჯია

მულტიბრენდული კომპანია "DESIGN CITY" დასავლური ბრენდების ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოსა და მთელს ამიერკავკასიაში. ევროპული და ამერიკული ბრენდების ფართო სპექტრით წარმოდგენილია: იატაკის, შპალერების, შემრევების, ქსოვილების, სანტექნიკისა თუ მშენებლობისთვის საჭირო მასალები.

შპს “ინდექს ჯგუფი”

INDEX - დაფუძნებულია ქართველი და ევროპელი პარტნიორების მიერ, რომლებიც დიდი ხანია წარმატებით მოღვაწეობენ ევროპის ბაზარზე. კომპანიის პორტფოლიოში შედის ევროპის ქვეყნების 300 -ზე მეტი სასტუმროს, საოფისე, ბიზნეს და სავაჭრო ცენტრების, საცხოვრებელი და კომერციული ფართების სრული ან ნაწილობრივი კომპლექტაცია.

შპს “ელიტდიზაინი”

ავეჯის კომპანია ”ელიტდიზაინი” 2001 წელს დაარსდა. კომპანიის სწრაფვამ, უმოკლეს დროში მიეღწია მაქსიმალური შესაძლებლობებისთვის, მალე შედეგი გამოიღო და დღეს, უკვე გამოცდილი პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდის და თანამედროვე ტექნიკის წყალობით, ”ელიტდიზაინი” ავეჯის წარმოების სფეროში ერთ-ერთი ცნობილი ბრენდია. კომპანიის მიზანი - თქვენი სურვილების მაქსიმალური რეალიზებაა. ჩვენი გუნდი მზადაა ნებისმიერი სირთულის დიზაინის ავეჯი, მყუდრო და კომფორტული გარემო შეგიქმნათ.

შპს „DELON”

“DELON” გაძლევთ შესაძლებლობას გადაუხვიოთ ტრადიციულ შაბლონს და თქვენი სახლის ინტერიერი გახადოთ განსაკუთრებული, უნიკალური და კომფორტული. ახალი ტექნოლოგიების და თანამედროვე მასალის ხარჯზე ჩვენ დაგიმზადებთ ავეჯს რომელიც თქვენ შეგიქმნით კომფორტს და სიმყუდროვეს.

შპს “გალერეა გა”

"Gallery GA/გალერეა გა" შ.პ.ს. ან-ჯის ახალი ხაზია (შ.პ.ს.11 წელზე მეტია მოღვაწეობს საქართველოში). კომპანიის სარეალიზაციო პროდუქტი გახლავთ იტალიური და ესპანური ავეჯი.

შპს „ვუდ დიზაინი“

ავეჯის მწარმოებელმა კომპანია „ვუდ დიზაინ“ (Wood Design) უკვე 15 წელია რაც აქტიურად მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე. თავის წარმოებაში კომპანია იყენებს უახლეს ტექნოლოგიებსა და თანამედროვე ევროპულ მასალას. კომპანია მუშაობს, როგორც ხის შემცვლელი მასალისა და ხის ანათალიანი პროდუქტის გამოყენებით, ასევე პროდუქციის წარმოებაში იყენებს ნატურალურ, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას (მაგ. ნახევრად ძვირფასი ნატურალური ქვა: კვარცი, გრანიტი). დღესდღეობით კომპანია ემსახურება, როგორც კერძო პირებს ასევე მსხვილ ორგანიზაციებსა და კომპანიებს.

შპს “LifeStyle“

კომპანია “LifeStyle“-ი დაარსდა 2011 წლის ოქტომბერში. ჩვენმა სიყვარულმა კარგი დიზაინისა და გემოვნებიანი ავეჯის მიმართ, განაპირობა ის, რომ ჩვენ ვთავაზობთ ადამიანებს სახლის მოწყობის, დეკორისა და ინტერიერის პროექტირების ახალ ხედვას. ჩვენი მიზანია, არა მარტო ავეჯის, განათებისა და წამყვანი ბრენდების სამზარეულოების გაყიდვა, არამედ თქვენი სახლის მოწყობის ახალი კონცეფციის შემუშავება და ახალი ცხოვრების სტილის შეთავაზება.

შპს “ჯი-სერვისი”

კომპანია 15 წლიანი გამოცდილებით საერთაშორისო ჯილდო-ხარისხის ოქროს ვასრკვლავის მფლობელი. ჩვენი კომპანიის ეს ის კომპონენტებია,რომელიც შესამჩნევ სხვაობას ქმნის ჩვენ კომპანიასა და ადგილობრივ ბაზარზე არსებულ სხვა მწარმოებლებს შორის .

შპს “ავეჯის კუთხე”

კომპანია 2013 წლის სექტემბერში დაფუძნდა და მისი მოღვაწეობის სფერო არის კარებებისა და ავეჯის წარმოება.