10 საუკეთესო შენობა რომელიც ამტკიცებს, თუ როგორ შეიძლება ქალაქების არქიტექტურული ტრანსფორმაცია.

1. La Grande Arche de la Défense, Johann Otto von Sprecklsen (1989), პარიზი

1960-იანი წლების შუაში პარიზის დამგეგმავებმა დაარღვიეს ქალაქის არქიტექტურული ტრადიცია, რათა  მის  საქმიან ნაწილში მდებარე ახალი ეკონომიკური ცენტრი შეექმნათ.  ამას შედეგად მოჰყვა Tour Montparnasse -მონოთლითური ცათამბჯენი, რომელიც სწრაფად დაადანაშაულეს  ქალაქის თვალწარმტაცი ხედის დაუშნოებაში. ასე რომ, შენობის ბოძები უკვე მაღალი იყო, როდესაც ორი დეკადის შემდეგ პრეზიდენტმა ფრანსუა მიტერანმა (François Mitterand) კონურსი გამოაცხადა ახალი ეკონომიკური ცენტრის ქალაქის ნაკლებად განვითარებულ ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში გადასატანად.

Johann Otto von Spreckelsen-ის გამარჯვებული კონცეფცია გაიხსნა 1989 წელს, არქიტექტორის გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ. იგი ღირსშესანიშნაობას აერთებს ელისეის მინდვრებთან, ლუვრიდან ტრიუმფალურ თაღამდე. La grande Arche-ის  თეთრი ფანჯრის მსგავსმა ყუთმა მალე დაიწყო ქალაქის ენერგიის მიზიდვა თავისი უზარმაზარი უბნისკენ ისე, როგორც საკენკი იზიდავს ჩიტებს. აქ გაიხსნა სასტუმროები და კორპორაციული კოშკები. დღეს La Défense არის სწრაფად მზარდი ფინანსური ცენტრი: Morphosis’s sinousPhare-ის კოშკი სწორედ ახლა შენდება La Défense-ის გვერდით.

2. Curch of the Light, Tadao Ando-გან. ოსაკა, იაპონია (1989)

რკინაბეტონის არქიტექტუტულ პოეზიად გადაქცევის უბადლო გამოხატულება, ჯილდოს მფლობელი საკულტო შენობა.

1989 წელს ეს – სახლზე არცთუ ისე დიდი შენობა  მშვიდ გარეუბანში ოსაკასგან 25 კილომეტრის დაშორებით მდებარეობდა. Church of the light მთლიანად გაკეთებულია Ando-ს არჩეული მასალებით. მისი ყველაზე შთამბეჭდავი ნაწილია აღმოსავლეთი საკურთხეველი, სადაც ორი თავისუფალი სივრცე (ღრიჭო) ბეტონის ოთხ ფილიან კედლებს შორის ქმნის ჯვარს და უზრუნველყოფს სინათლის შეღწევას ინტერიერში. ეს დიდ კონტრასტს ქმნის მძიმე ბეტონსა და უწონო სინათლეს შორის. თავად Ando ამ ეფექტს არსებობის ორგვარ ბუნებას უკავშირებდა. დაბალტექნოლოგიური და ორნამენტებისგან დაცლილი ეკლესია ღვთაებრიობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თანამედროვე გამოხატულებაა.

3. Jewish Museum (ებრაული მუზეუმი) Daniel Libeskind-გან, ბერლინი (2001)
თავდაპირველად ებრაული მუზეუმი აშენდა 1933 წელს და 1938 წელს ნაცისტების მიერ დაიხურა. ხუთი დეკადის შემდეგ 1988 წელს ინსტიტუციის ხელახლა გასახსნელად ბერლინის მთავრობამ გამოაცხადა კონკურსი. შენობას თავდაპირველი ბაროკოს სტილი უნდა შენარჩუნებოდა. ერთი წლის შემდეგ აირჩა პოლონეთში დაბდებული არქიტექტორის Daniel Libeskind-ის კონცეფცია: რადიკალურმა ზიგზაგისებურმა შენობამ ზედმეტსახელიც მოიპოვა: „blitz.” (ელვა)
მუზეუმი Libeskind-თვის მიცემული პირველი პირადი შეკვეთა იყო. მისი მშობლები ჰოლოკოსტს გადარჩენილი ადამიანები არიან. სარდაფში სტუმრები ხვდებიან სამ ნაჯახს, რაც გერმანიაში ებრაელების გზას განასახიერებს ჰოლოკოსტის ჩათვლით. ეს გამოხატულია 24 მეტრანი ცარიელი კოშკით. ეს სიცარიელე განასახიერებს „ფერფლამდე შემცირებულ ადამიანობას.“ იგი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ებრაული მუზეუმია ევროპაში და ბერლინის ასევე ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მონახულებად ადგილთაგანია. ეს შენობა გერმანიის უსწორმასწორო წარსულის ვიზუალური შემხსენებელია. Libeskind-ის ქმნილების შემდეგ სხვა სადისკუსიო მონუმენტებიც შესაძლოა გამოჩნდეს Peter Eisenman-ის მემორიალის ჩათვლით, რომელიც ეძღვნება „ევროპაში დახოცილ ებრაელებს.“
4. Vertical Gymnasium (ვერტიკალური სპორტდარბაზი) Urban-Think Tank-გან. კარაკასი, ვენესუელა. (2004)

2004 წელს Urban-Think Tank-მა (არქიტექტორებთან: Matías-თან და Mateo Pintó-თან ერთად) წარმატებით შეასრულა მნიშვნელოვანი საზოგადო განვითარების პროექტები. ოთხი სართულის სიმაღლის ვერტიკალური სპორტდარბაზი, რომელიც კარაკასის ესპანურენოვან უბანშია,  მსოფლიოში  ერთ-ერთ ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე დებარეობს. ზუსტად როგორც ჟღერს, ისეა: სპორტდარბაზი მრავალდონიანი ასაწყობი შენობაა ისევე, როგორც ბეისბოლის კორტი. ასევე აქ ადგილია ფიტნესისთვის, დახურული შენობის ფეხბურთისთვის, ძალოსნობისთვის და სირბილისთვის. ვერტიკალურად შენებისა და სიმსუბუქის გამო ჭანჭიკებით დამაგრებული კონსტრუქცია შეიძლება ჩაიდგას ნებისმიერ გარემოში. „შენ შეგიძლია ის Wal-Mart-ის თავზე დადგა თუ მოინდომებ,“ ამბობს Alfredo Brillembourg, ფირმის ერთ-ერთი დამაარსებელი. რაც ის გაიხსნა, ამ ტერიტორიაზე კრიმინალი 30%-ით შემცირდა და მალევე მეორე სპორტდარბაზიც აშენდა. მაშინ, როცა ერთ მილიარდ ადამიანზე მეტი ცხოვრობს ჯურღმულებსა და სიღარიბეში, მეტი ვერტიკალური სპორტდარბაზის საჭიროება ნათელია.

5. 30 St Mary Axe, The Gherkin Norman Foster + Partners-გან (2004)

ამ ისტორიული უბნისთვის, სადაც IRA ბომბმა მიწასთან გაასწორა Baltic Exchange 1993 წელს, Sir Norman Foster-მა განსახილველად წამოაყენა თემა, თუ რა იქნებოდა ევროპის ყველაზე მაღალი შენობა. ამ ათასწლეულის შენობის გეგმები 1996 წელს გახდა ცნობილი, მაგრამ Heathrow-ს წინააღმდეგობის გამო უარყვეს. როდესაც მიწის ნაკვეთი მიყიდეს შვეიცარელს, Foster-მა გააუმჯობესა მისი კოშკი და 41 სართულიანი Gherkin დაიდგა. ის მალევე გახდა ლონდონის ნიშანი, რომელმაც მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო მისი თანამედროვე დიზაინისა და ენერგიის დამზოგველი მეთოდების გამო. იგი მოიცავს ინოვაციური ბუნებრივი ვენტილაციის სისტემას, რომელშიც ჰაერის შახტი სართულებშია ჩაშენებული. ორმაგი მინის მოქმედი ფანჯრები და პასიური მზის გამათბობელი სისტემა ტანდემში მუშაობს, რათა მაქსიმალურად გაიზარდოს ენერგიის დაზოგვა.

Gherkin-მა 2004 წელს მიიღო Stirling Prize, London Region Award და Emporis Skyscraper Award. მან განსაზღვრა ახალი ლონდონი და ბიზნეს უბნის არქიტექტურა გამოაცოცხლა, რომელიც ახლა შევსებულია სხვადასხვა ღირებული ღირსშესანიშნავი შენობით: Cheesegrater-ით დაწყებული Walkie Talkie-ით დამთავრებული. რაც შეეხება Gherkin-ს, უკანასკნელ დეკადაში იგი ორჯერ გაიყიდა. გასულ წელს ბრაზილიურმა Safra Group-მა იგი 700 მილიონ ფუნტად შეიძინა.

6. Sharp Centre for Design/OCAD University Will Alsop-გან, ტორონტო (2004)
ტორონტოს წამყვანი ხელოვნებისა და დიზაინის სკოლის, Ontario College-სა და Design University-ის გარე გაფართოებულმა ნაწილმა ტორონტოც საგრძნობლად შეცვალა. იგი ცნობილია მინისა და ფოლადის ცათმბჯენების ამოუწურავი მარაგით, უფრო ნაცრისფერი ტონებით, ვიდრე მხიარული ცენტრებით და ამ ყველაფრის ფონზე ქალაქს არასდროს უნახავს ასეთი ხალისიანი შენობა. ბრიტანელმა არქიტექტორმა Will Aslop-მა (ადგილობრივ ფირმასთან „Robbie/Young + Wright Architects“-თან თანამშრომლობით) დადგა ორი სართულის სიმაღლის მქონე დაგრძელებული მართკუთხედი შავ-თეთრი შენობა ფერად ფეხებზე. 26 მეტრზე აწეული ფორმა „ტივტივებს“ დაბალი შენობების თავზე. ამგვარად, იგი ხაზს უსვამს თავის არსებობას მშვიდ სამეზობლოში და შესამჩნევი ხდება ცენტრის ბევრი ლოკაციიდან. Alsop-ის შენობა „ყვირის,“ რათა გაიგონონ, დაინახონ და შეუყვარდეთ. ის, ნამდვილად, ყველასთვის საყვარელი ნაგებობაა.
7. Oslo Opera House (ოსლოს ოპერის სახლი) Snøhetta-გან (2007)

ლანდშფტის გასავრცობად გაკეთებული ნორვეგიული ეროვნული ოპერისა და ბალეტის აისბერგის მსგავსი სახლი „ამოდის“ ცენტრალურ ოსლოში Oslofjord-დან, ესაა წყლის გზა, რომელიც ბალტიის ზღვაში იჭრება. ის იყო ყველაზე დიდი კულტურული შენობა, რაც ნორვეგიაში აშენდა მე-14 საუკუნის შემდეგ და მან პოლიტიკური დატვირთვაც შეიძინა. ხანგრძლივი დებატების შემდგომ ქვეყნის საკონმდებლო ორგანომ ჩაატარა დიზაინის კონკურსი 1999 წელს და 350 პროექტიდან ადგილობრივი ფირმა Snøhetta გამოცხადდა გამარჯვებულად. ვადას გადაცილებული, თუმცა ბიუჯეტში ჩამჯდარი  38 500 კვადრატულ მეტრიანი კუთხოვანი შენობა დაფარულია თეთრი Carrara მარმარილოთი და გრანიტით. ფირმის მეპატონის მთავარი მიზანი იყო, რომ შენობა ყოფილიყო ფართო მოედანზე, სადაც კონცერტის მაყურებლებსაც და უბრალო გამვლელებსაც შეეძლებოდათ  დამრეც სახურავზე ასვლა და ქალაქისა და წყლის პანორამული ხედებით ტკბობა. Snøhettaს დიდმა იდეამ, არქიტექტურამ, როგორც საჯარო სივრცის გაგრძელებამ, შეცვალა ოსლო. ფირმის ასეთი ხელწერა, მისი სხვა „საჯარო-მეგობრული“ შენობები შეგვიძლია მთელი მსოფლიოს გარშემო ვიხილოთ, მათ შორისაა  11 სექტემბრის ეროვნული მემორიალური მუზეუმი ნიუ-იორკში.

8. Bird’s Nest Stadium (ჩიტის ბუდისებრი სტადიონი) Herzog & de Meuron-გან Ai Weiwei-თან ერთად, ბეიჯინგი (2008).
შვეიცარული ფირმის Herzog & de Meuron-სა და გამომწვევად აქტივისტი ჩინელი ხელოვანის Ai Weiwei-ს ერთობლივი პროექტი გახდა 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე შთამაგონებელი შენობა, რომელშიც ჩინური ტრადიცია ერწყმის გეომეტრიის პრინციპებსა და დრამატულ კონსტრუქციას. ბეიჯინგის 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის შექმნილი და აშენებული სტადიონი გახდა ჩინეთის ეკონომიკური ზრდისა და მშენებლობის ბუმის საწყისი. სტადიონის მრგვალი ფორმა გამოხატავს სამოთხეს, რთული მეტალის ჩონჩხი კი, რომელიც სეისმური სტაბილურობისთვისაა შექმნილი, ასახავს ელვარე სამეთუნეო სახელოსნოს. ინტერიერი იტევს 90 000-ზე მეტ ადამიანს. შენობის თითოეული ადგილიდან ნათელი, უნაკლო ხედი იშლება. მიუხედავად იმისა, რომ ეს სტადიონი მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე ბუნებრივად სუფთა და უსაფრთხო სტადიონად მსოფლიოში, ბევრი ადგილობრივისთვის იგი მიუღებელი აღმოჩნდა და მრავალი მათგანის იძულებით გადასახლება გახდა საჭირო, რათა ამ ადგილას ეს ნაგებობა აშენებულიყო.
9. Aqua Tower (წყლის კოშკი) Studio Gang-გან, ჩიკაგო (2009)

ორგანული ლივლივა ფორმა არატიპურია მაღალი შენობისთვის. ამ 82 სართულიან ცათამბჯენზე გაკეთებულია აივნების ტალღისებური სისტემა, რომელიც არაპროგნოზირებადი ვარიაციითაა  გაკეთებული და ზოგიერთ ადგილას 3.7 მეტრზეა გამოწეული. რეგიონში საკმაოდ გავრცელებული განივზოლიანი კირქვით შთაგონებულმა Studio Gang-ის წამყვანმა არქიტექტორმა  Jeanne Gang-მა არა მარტო საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და მრავალი ჯილდო მიიღო პროექტისთვის, არამედ იგი აგრეთვე გახდა ცათამბჯენის პირველი ქალი დიზაინერი და ქალაქში ცნობილი თავისი ხელწერით. ბუნებისგან შთაგონებული ფორმა არაა მხოლოდ ვიზუალური. აივნები უზრუნველყოფს ფუნქციურ მზის დაჩრდილვასა და ეკოლოგიური ზომების ნაწილს, რომელიც ასევე მოიცავს მწვანე სახურავს (ჩიკაგოში ყველაზე დიდს), ენერგიის დამზოგველ განათებასა და წვიმის წყლის მომგროვებელ სისტემას.

10. CCTV Headquarters OMA-გან, ბეიჯინგი (2012)
1990-იანი წლების განმავლობაში ბეიჯინგის მოსახლეობა გაიზარდა 2.5 მილიონით, ურბანიზაციის დონემ კი, რომელიც ისედაც საკმაოდ მაღალი იყო, ყველანაირ ზღვარს გადააჭარბა და განვითარების ბუმში აიყვანა. თუმცა ეს არ მომხდარა მანამ, სანამ ქალაქმა არ ნახა პირველი ვარსკვლავური არქიტექტურა – Rem Koolhaas-ის China Central Television-ის (CCTV) სათაო ოფისი, რომელიც, როგორც ფირმამ განაცხადა, იყო „ცათამბჯენების გადაქანცული ტიპოლოგიის ალტერნატივა.“ დეკადის ხანგრძლივობის სამშენებლო სამუშაოების შემდეგ 51 სართულიანი შენობის ქაღალდის მოღუნული სამაგრის ფორმა უკვე ცნობილი და დამახასიათებელი ნიშანი იყო, სანამ შენობა დასრულდებოდა. ბეიჯინგის სხვა მასიური არაშაბლონური პროექტები Zaha Hadid-ის Galaxy Soho-ს ჩათვლით უნდა უმადლოდნენ „big pants”-ს („დიდი შარვალს“)(როგორც ის ადგილობრივად ცნობილია) ახალი უჩვეულო არქიტექტურული ფორმებისადმი მადის აღძვრისთვის.
წყარო: http://www.azuremagazine.com/article/10-buildings-redefined-cities-ando-koolhaas-jeanne-gang/

კომენტარი