1. Frank Gehry (დაბ. 1929 წ. 28 თებერვალი)
Frank Gehry-ს მიღებული აქვს მისი დროის ერთ ერთი ყველაზე საოცნებო ჯილდო – „ჩვენი დროის ყველაზე მნიშვნელოვანი არქიტექტორი“-ს წოდება Vanity Fair-გან.

Frank Gehry-ს აქვს გასაოცარი პორტფოლიო, მისი ნამუშევრები თანამედროვე არქიტექტურის შედევრებადაა მიჩნეული.

Gehry-ის შენობები მსოფლიოს ყველაზე მიმზიდველი ტურისტული ცენტრებია. ის იყო ჩვენი დროის ერთადერთი წამყვანი არქიტექტორი, ვინც ცნობილი გახდა საკუთარი რეზიდენციით Santa Monica-ში, კალიფორნიაში.

Frank Gehry დეკონსტრუქტივიზმის ნამდვილი ადვოკატია. მის სტილს ასევე ჰქვია DeCon-ის არქიტექტურა და იგი პოსტმოდერნული არქიტექტურის განვითარებაა, რომელიც ხასიათდება ზედაპირის მანიპულაციით გამოწვეული ფრაგმენტულობით. სხვა სტილებისგან განსხვავებით, DeCon-ის მთავარი ღირსებაა, რომ მასში ფორმები არ მიყვება ფუნქციას. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი სპეციალისტი აკრიტიკებს ამ ტიპის მშენებლობას, მაინც ყოველთვის ყველასთვის თვალწარმტაცია ასეთი შენობები.

Gehry-მ შექმნა ათეულობით შენობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რამდენიმე მისი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი:  The Walt Disney Concert Hall ლოს ანჯელესში, The Guggenheim Museum ბილბაოში, Der Neue Zollhof დიუსელდორფში და the Marqués de Riscal Vineyard Hotel ელსიეგოში.

The Guggenheim Museum Bilbao

Der Neue Zollhof

Marqués de Riscal Vineyard Hotel

2. Leoh Ming Pei (დაბ. 1917 წ. 26 აპრილი)
Leoh Ming Pei დაიბადა ჩინეთში და 17 წლის ასაკში ამერიკაში ჩავიდა არქიტექტურის შესასწავლად. 76 წლის შემდეგ მას დამსახურებულად ჰქვია თანამედროვე არქიტექტურის ოსტატი. იგი საკმაოდ ცნობილია მისი აბსტრაქტულ-გეომეტრიული ფორმებით და ჩინური ტრადიციული სტილის გაერთიანებით მის ნამუშევრებში.

Leoh Ming Pei -მ კარიერა დაიწყო 1950 წელს ჩვეულებრივი კორპორატიული შენობის პროექტის შექმნით ატლანტაში, ჯორჯიის შტატში. საკუთარი კომპანიის დაარსების შემდეგ 1955 წელს იგი ფოკუსირდა ქალაქურ პროექტებზე, როგორიცაა Kips Bay Towers მანჰეტენზე, ასევე New York City  ან Society Hill Towers. მან დაიწყო რეალურად განსხვავებული პროექტები Mesa Laboratory-ში, რომელიც მდებარეობს Boulder-ში, კოლორადოში. ახალი ლაბორატორია საოცრად მოერგო ადგილობრივ ლანდშაფტს და წლების შემდეგ გახდა შედევრი, რომელმაც ჯილდოც მიიღო მისი ესთეტიკის, ფუნქციურობის და დროში გამძლეობის გამო.

მისი მომდევნო პროექტები მოიცავდა რამდენიმე ამერიკულ უნივერსიტეტს, აეროპორტის ტერმინალებს, საჯარო ბიბლიოთეკებს და მერიებსაც  კი. მან მალევე დაიწყო მთელი მსოფლიოს მასშტაბით სამთავრობო შენობების, საერთაშორისო ბანკებისა და პრესტიჟული კულტურული ინსიტუციების შენობების დაპროექტება.

Pei-ს ყველაზე პოპულარული ნამუშევრებია: The John F. Kennedy Presidential Library and Museum ბოსტონში, The National Gallery of Art in ვაშინგტონში, Le Grand Louvre (პირამიდა) პარიზში, The Bank of China Tower ჰონგ-კონგში დაthe Museum of Islamic Art დოჰაში.

Le Grand Louvre

The Bank of China Tower

Museum of Islamic Art

3. Alvar Aalto (1988 წ. 3 თებერვალი – 1976 წ. 11 მაისი).
Alvar Aalto იყო ფინეთის ეკონომიკური ბუმისა და ინდუსტრიალიზაციის თანამედროვე, ამიტომაც მისი კლიენტები ძირითადად სკანდინავიელები იყვნენ. სულ მცირე 4 არქიტექტურული სტილი შეიმჩნეოდა მის ნამუშევრებში წლების განმავლობაში, ამიტომაცაა რომ Aalto დღესაც რჩება მსოფლიოს უნივერსალურ არქიტექტორად.

1920-იან წლებში Aalto იყო Nordic Classicism-ის სტილის დიდებული მცოდნე და იგი საკუთარ თავს გამოხატავდა საოჯახო სახლების შენებით. ფუნქციონალიზმი მეორე სტილშია, რომელიც მან სცადა და ამ პერიოდში ააშენა Viipuri-ის ბიბლიოთეკა, რომელსაც ახლა Vyborg ქვია და რუსეთში მდებარეობს. მისი სტრუქტურა ცნობილია ტალღოვანი ჭერით მთავარ დარბაზში, ექსტრერიერი კი ტიპური მოდერნისტული სტრუქტურაა.

მისი შუახნის დროინდელი კარიერა ექსპერიმენტებით ხასიათდება. ესაა წითელი აგურის შენობების ხანა, რომელიც დაიწყო Baker House of the MIT-ით და აპოგეას მიაღწია Helsinki’s University of Technology-ის დიზაინით. მონუმენტალიზმი, სამწუხაროდ, მისი კარიერის ბოლო საფეხურია. მისი ორი დიდებული პროექტია:  Finlandia Hall ჰელსინკში და the Aalto Theater Opera House ესენში, რომლებიც მისი სიკვდილის შემდეგ დასრულდა.

University of Technology

Finlandia Hall

Aalto Theater Opera House

Alvar Aalto -ს დიზაინით შექმნილი ცნობილი სკამები

alvar-aalto-lounge-chairs-02 U_61_362033244771_3831697_fullsize

 

სტატიის პირველი ნაწილი: http://inndesign.ge/blog/12-arqiteqtori-romelmac-msoflio-shecvala/ 

სტატიის მესამე ნაწილი:  http://inndesign.ge/blog/12-arqiteqtori-romelmac-msoflio-shecvala-natsili-3/

წყარო:  http://www.colorcoat-online.com/blog/index.php/2011/01/12-architects-that-changed-the-world/

კომენტარი