1. Le Corbusier ( 1887 წ. 6 ოქტომბერი – 1965 წ. 27 აგვისტო)
Charles-Édouard Janneret, ცნობილი ფსევდონიმით Le Corbusier (ფრანგ. ყორნის მსგავსი) იყო არა მხოლოდ არქიტექტორი და საერთაშორისო სტილის პიონერი, არამედ დიზაინერი, ურბანისტი, მწერალი და მხატვარი. ის იყო პირველი მის სფეროში, ვინც კონცენტრირდა დიდ, გადაჭედილ ქალაქებში ცხოვრების ხარისხზე. Le Corbusier-მ დაიწყი მისი ხუთდეკადიანი კარიერა ვილების დაპროექტებით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. მან შექმნა Villa Savoye პარიზთან ახლოს. ესაა კონტრუქცია, რომელიც თანამედროვე არქიტექტურის ნიშანსვეტია. ეს იყო Le Corbusier-ს იდეა „საცხოვრებელი მანქანისა,“ შესანიშნავი პროექტისა, რომელიც იმდენადვე ლამაზია, რამდენადაც ფუნქციური.

Le Corbusier ფიქრობდა, რომ მისი უბრალო და უორნამენტო შენობები  დაეხმარებოდა მომავალში უფრო სუფთა და ნათელი ქალაქების მშენებლობას. ამ იდეამ მიგვიყვანა ორ განვითარებამდე: The German Bauhaus სტილამდე, რომელიც კონცენტრირებულია შენობების დაპროექტების სოციალურ ასპექტზე და ამერიკის საერთაშორისო სტილამდე, რომელიც კაპიტალიზმის სიმბოლოა. ეს გაბატონებული სტილია საოფისე შენობებსა და მაღალი კლასის ხალხს შორის. Le Corbusier-ს ძირითადი შენობები მოიცავს: Unité d’Habitation მარსელში, The National Museum of Western Art ტოკიოში, Chapelle Notre Dame du Haut რონშანში და The Centre Le Corbusier ციურიხში.

The Centre Le Corbusier

Unité d’Habitation

Chapelle Notre Dame du Haut

2. Santiago Calatrava (დაბ. 1951 წ. 28 ივლისი)
Calatrava დაიბადა ვალენსიაში და ერთ-ერთია ბოლო საუკუნის ესპანეთის უდიდეს არქიტექტორებს, მოქანდაკეებსა და სტრუქტურულ ინჟინრებს შორის. ადრეული მსოფლიო აღიარების გამო მისი ოფისები მალე გაიხსნა ვალენსიაში, ციურიხში, პარიზსა და ნიუ იორკში.

მან კარიერა დაიწყო მრავალი სამოქალაქო საინჟინრო პროექტით, როგორებიცაა ხიდები და მატარებლის სადგურები. ხიდი Puente del Alamillo სევილიაში მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშვარია სამოქალაქო ინჟინრის ამპლუაში. ეს ხიდი მალევე გახდა ქალაქის სავიზიტო ბარათი. The Montjuic Communications Tower ბარსელონაში და the Allen Lambert Galleria იყო მისი, როგორც არქიტექტორის პირველი ნამუშევრები. 54 სართულიანი მოხვეული კოშკი მალმოში, შვედეთში ასევე Calatrava-ს შექმნილია და სიმაღლით ევროპაში მეორე საცხოვრებელი შენობაა.

Calatrava-ს ორ დეკადაზე ნაკლები გამოცდილება აქვს საოცარი შენობების შექმნაში, მაგრამ მას იმდენად შთამბეჭდავი პორტფოლიო აქვს, რომ რეკორდულ შესაძლებლობებს უხსნის გზას მომავალში. მან დააპროექტა მომავლის სადგური World Trade Center Transportation Hub-ში და უამრავ სხვა პროექტსაც გეგმავს.

Puente del Alamillo

Ciutat de les Arts i les Ciències

Turning Torso

Casa Batlló

3. Walter Burley Griffin (1876 წ. 24 ნოემბერი – 1937 წ. 11 თებერვალი)

Walter BurleyGriffin ამერიკელი არქიტექტორია, რომლის ნამუშევრები განსაკუთრებით გამოირჩევა ლანდშაფტის არქიტექტურის მიმართულებით.

WalterBurleyGriffin-მა  დააპროექტა კანბერა, ავსტრალიის დედაქალაქი. მან განავითარა L-ის ფორმის იატაკის გეგმა და უკედლებო გადახურული ავტოსადგომებიც. ამასთანავე, იგი რკინაბეტონის პირველი მომხმარებელი იყო.

1911 წელს ავსტრალიის მთავრობა საერთაშორისო კონკურსს ატარებდა ქვეყნის ახალი დედაქალაქის დაპროექტებაში. Griffin  მონაწილეობდა შეჯიბრში და მისმა გეგმამ გაიმარჯვა. 1914 წელს პირველი მსოფლიო ომი დაიწყო, ამიტომაც ახალი დედაქალაქის ბიუჯეტი შედარებით შემცირდა. Griffin შეეჩეხა პრობლემას, რომ ქალაქის მშენებლობაში პროგრესი უფრო ნელა იგრძნობოდა, ვიდრე ის მოელოდა.

1920 წელს შექმნილი ფედერალური კომიტეტის გამო, რომელიც მის სამეთვალყურეოდ შეიქმნა, Griffin-მა ხელი აიღო არა მხოლოდ პროექტზე, არამედ კანბერაში ნებისმიერ სამომავლო აქტივობაზე. ავსტრალიის დედაქალაქში მისეული გეგმის მიხედვით შენობები აღარ აშენებულა. შემდეგ მან ოფისი გახსნა მელბურნსა და სიდნეიში. კანბერას დატოვების შემდეგ ერთ-ერთი პირველი ძირითადი პროექტი იყო Capitol Theatre მელბურნში.

ამერიკაში მისი მოღვაწეობა მხოლოდ საოჯახო სახლების მშენებლობით შემოიფარგლებოდა ილინოისსა და აიოვაში.

Canberra city plan

Capitol Theatre

Newman College

სტატიის პირველი ნაწილი: http://inndesign.ge/blog/12-arqiteqtori-romelmac-msoflio-shecvala/ 

სტატიის მეორე ნაწილი:  http://inndesign.ge/blog/12-arqiteqtori-nacili-2/

წყარო:  http://www.colorcoat-online.com/blog/index.php/2011/01/12-architects-that-changed-the-world/

კომენტარი