1. Norman Foster (დაბ. 1935 წ. 1 ივნისი)
Foster არის ბრიტანეთის გამორჩეული საოფისე შენობების უდიდესი მშენებელი. მაგისტრის ხარისხის მოპოვების შემდეგ Yale School of Architecture-ში Foster-მა შექმნა საკუტარი კომპანია- Fosterand Partners.

ფირმისთვის გზის გამკვალავი იყო The Willis Building Ipswich-ში, რომელიც დაპროექტდა ღია გეგმის საოფისე სართულებით, სახურავის ბაღებით, 25 მეტრიანი აუზითა და სპორტდარბაზით. ეს ყველაფერი იმ დროის ნამდვილი აღმოჩენა იყო (1974წ.) მისი მუშაობის განმავლობაში Foster-მა არქიტექტურაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა.

მისი ოთხდეკადიანი კარიერის განმავლობაში მან 190 ჯილდოზე მეტი მოიპოვა და 50 ეროვნული თუ ნაციონალური კონკურსი მოიგო. მის ბოლოდროინდელ აქტივობაში მთავარი ნაწილი ემყარება გარემოზე დაცვაზე ორიენტირებულ ტექნოლოგიებს, რომლებიც მიმართულია შენობის მიერ გამოყოფილი მავნე ნივთიერებების რაოდენობის შემცირებისადმი.Foster-ის ნამუშევრები ვერ შეფასდება სხვა სიტყვებით, გარდა განსაკუთრებულისა და ნამდვილად შესანიშნავისა.

მისი სტრუქტურები ახალ სტანდარტებს აწესებენ შენობის, გარემოსა და ადამიანების ურთიერთობაში. უამრავი შენობაა Foster-ის მიერ შექმნილი, მათ შორისაა:the Millennium Bridge ლონდონში, 30 St Mary Axe ან the Gherkin ლონდონში, Hearst Tower ნიუ იორკში, Wembley Stadium ლონდონში და Torre Caja მადრიდში.

30 St Mary Axe – The Gherkin

Hearst Tower

Torre Caja

2.  Zaha Hadid (დაბ. 1950 წ. 31 ოქტომბერი)
Zaha Hadid დაიბადა ერაყში და პირველი ქალი იყო, ვინც მოიგო Pritzker Architecture Prize (მას ხშირად არქიტექტურის ნობელის პრიზსაც უწოდებენ.) მან სწავლა დაასრულა ლონდონში, სადაც მუშაობა დაიწყო მისი ყოფილი მასწავლებლების არქიტექტურულ ფირმაში. 1980-იან წლებში მან ლონდონში გახსნა საკუთარი ფირმა – Zaha Hadid Architects.

მრავალი საერთაშორისო კონკურსის მოგების მიუხედავად მას ხშირად არ უმართლებდა და მისი ბევრი პროექტი არ აშენებულა. Forbes-ის 2010 წლის მონაცემების მიხედვით Hadid მსოფლიოს 42-ე ყველაზე გავლენიანი ქალია.

მისი ნამუშევრები თამამი, უჩვეულო და არტისტულია. მის სტრუქტურებს ხშირად ახასიათებენ, როგორც დეკონსტრუქციულს. MAXXI- 21-ე საუკუნის ხელოვნების ეროვნული მუზეუმი მიიჩნევა მის ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად, მაგრამ შემდგომი შენობების არანაკლებ ღირებულია:  the Bridge Pavilion სარაგოსაში, Bergisel Ski Jump in ინსბრუკში, Phaeno Science Center და the Opera House გუანჯოუში.

3. Rem Koolhaas (დაბ. 1944 წ. 17 ნოემბერი)
Koolhaas, ალბათ, ყველაზე გავლენიანი არქიტექტორი და ურბანული დამგეგმარებელია, რომელიც ნიდერლანდებს ოდესმე ჰყოლია. მან არქიტექტურა ისწავლა ლონდონში CornellUniversity-ში და 1975 წელს დააარსა The Office forMetropolitanArchitectureროტერდამში, სადაც პირველი მთავარი პროექტი იყო Netherlands Dance Theatre ჰააგაში 1987 წელს.

ის ცნობილი გახდა მისი პირველი შენობის დამსრულებამდე წერის სპეციფიური ნიჭის გამო. Koolhaas-ის პირველი წიგნი იყო “Delirious New York,” რომელიც მან აშშ-ში მოგზაურობის დროს დაწერა. მან ფართო აღიარება მოიპოვა მისი პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამოც. სპეციალისტების თქმით, Koolhaas-ის ნამუშევრებში იგრძნობა შესანიშნავი კავშირი თანამედროვე და დეკონსტრუქციულ სტილებს შორის, მაგრამ სხვები ფიქრობენ, რომ მისი სტრუქტურები ჰუმანისტური, ადამიანური სტილის ნაწილია.

Koolhaas-ის ყველაზე მნიშვნელოვანი შენობებია: the Central Library სიეტლში, Casa da Mùsica პორტოში, Museum of Art Seoul National University-ში და China Central Television Headquarters პეკინში.

China Central Television Headquarters

Seattle Central Library

Casa da Mùsica

წყარო:  http://www.colorcoat-online.com/blog/index.php/2011/01/12-architects-that-changed-the-world/

კომენტარი