ეპოქები ბადებენ ხელოვან ადამიანებს, რომლებიც ცვლიან უკვე არსებულ  შედევრებს და გვაძლევს ახალ ემოციებს. არქიტექტურაში კი ასეთი დიდებული, შემოქმედებით ადამიანები ცხოვრების სტილს, მიმართულებას და ხედვას ცვლიან, მომავალს განსაზღვრავენ!!

ზოგიერთი არქიტექტურული შედევრი, იმხელა ემოციურ ზემოქმედებას ახდენს მოსახლეობაზე, რომ  ხალხის მიერ ქალაქებისა და ქვეყნების აღქმას.

ეს არქიტექტორები იყვნენ და არიან ოსტატები, რომლებმაც მომავალი გარდაქმნეს.

წარმოგიდგენთ 12 დიდებულ ხელოვანს,  მათ ინოვიაციურ სულთან და სამყაროს შეცვლის სურვილთან ერთად.

1. Oscar Niemeyer (დაბ.1907 წ. 15 დეკემბერი)

Oscar Ribeiro de Almeida Niemeyer Soares Filho პიონერია რკინაბეტონის ესთეტიკური მიზნით გამოყენებაში. მან დაიწყო პირველი მთავრობის მიერ დაფინანსებული ცათამბჯენის მშენებლობა მსოფლიოში, ეს იყო ბრაზილიის მთავრობისთვის. შენობა დასრულდა 1943 წელს და დეკადების შემდეგ იგი აღიარეს ბრაზილიური მოდერნიზმის პირველ ნიმუშად.

იგი იყო საერთაშორისო გუნდის წევრი, რომელმაც შექმნა გაეროს სათაო ოფისის შენობა ნიუ იორკში და მისი კონცეპტუალური გეგმა იყო ძირითადი ინსპირაცია მშენებლებისთვის. ბრაზილიური კომუნისტური პარტიის წევრობის გამო ამერიკაში მისი მუშაობის შანსები შეიზღუდა და 1985 წლამდე იდევნებოდა. ამ პერიოდისთვის  მან შექმნა მთავარი ადმინისტრაციული შენობა ბრაზილიაში, ქვეყნის დედაქალაქში.

ევროპაში ყოფნის დროს ოსკარ ნიემაერმადააპროექტა ფრანგული კომუნისტული პარტიის სათაო ოფისი, Mondadori-ს საგამომცემლო სახლის ოფისი მილანთან ახლოს და არაერთი სხვა შენობა.

მშობლიურ ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ Niemeyer-მა განაგრძო შთამბეჭდავი სტრუქტურების შექმნა ბრაზილიაში. მისი ქმნილებებია: Niterói Contemporary Art Museum, the Catedral Militar Igreja de N. S. da Paz, the Memorial dos Povos Indigenas და მრავალი სხვა. ახლა, 103 წლის ასაკშიც კი იგი აგრძელებდა მუშაობას საკუთარ ოფისში რიო დე ჟანეიროში. გარდაიცვალა 2012 წელს.

Museu de Arte Contemporânea de Niterói

Museu Oscar Niemeyer

2. Antoni Gaudi (1852 წ. 25 ივნისი – 1926 წ. 10 ივნისი)
Antoni Plàcid Guillem Gaudí i Cornet იყო კატალონიელი არქიტექორი, რომელიც მუშაობდა Art Nouveu-ს პერიოდში და შექმნა რამდენიმე საკულტო ნამუშევარი.

ვინაიდან მისი ნამუშევრები მოდერნიზმის საზღვრებს სცილდებოდა, გაუდი ძალიან ცნობილი გახდა. გაუდის ხელწერა განსაკუთრებით იგრძნობა ბარსელონაში, მაგრამ მისი ადრეული ნამუშევრები მთელს ესპანეთშია მიმოფანტული.

როგორც ერთგულმა კათოლოკემ, მან დააპროექტა სტრუქტურა, რომელიც გახდა მსოფლიოს ყველაზე მრავალრიცხოვანი მრევლის მქონე ეკლესია – Sagrada Familia.  მას აქვს 18 კოშკი: 12 მოციქულებისთვის, 4 მახარებლებისთვის, ერთი წმინდა მარიამისთვის და ერთიც – იესო ქრისტესთვის. Sagrada Familia-ს მშენებლობა დაიწყო 1882 წელს და მოსალოდნელი იყო, რომ 2026 წელს დამთავრდებოდა.

გაუდის შედევრი სამი სტილის კომბინაციაა: ესპანური გვიანი გოთიკა, ბაროკო და Art Nouveau (ახალი ხელოვნება, თანამედროვე სტილი). შენობის გეგმა ნამდვილად უნიკალურია და შესამჩნევი სირთულით ხასიათდება: არის ორი ნავი, 3 პორტალი-მთავარი შესასვლელი და სამი ფასადი. მთლიანი სტრუქტირა 90 მეტრის სიგრძის, 60 მეტრის სიგანის და 170 მეტრის სიმაღლის იქნება, როდესაც ბოლო კოშკი დასრულდება.

Park Güel არის გაუდის ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარი და ბარსელონას კიდევ ერთი საფირმო ნიშანი. იგი მიიჩნევა საზოგადოებრივ პარკად და შესვლა უფასოა. პარკში არის ტერასა და ზღვის გველის ფორმის ფრძელი სკამი. აქაა საავტომობილო გზები, რომლებიც ჩიტის ბუდეებითაა სავსე, აქვეა სასეირნო ხეივანი და მრავალი სხვა. გაუდის სხვა ბრწყინვალე ნამუშევრებია: Casa Cavalet, Casa Vicens, Casa Batlló და Casa Millà.

La Sagrada Familia

Casa Millà

Casa Batlló

3. Louis Sullivan (1856 წ. 3 სექტემბერი – 1924 წ. 14 აპრილი)
Louis Henri Sullivan ნამდვილად არის თანამედროვე არქიტექტურის მამა. მისი სტილი ხასიათდება ფორმების სიმარტივითა და ორნამენტული დეტალებით ერთდროულად. Sullivan ითვლება თანამედროვე ცათამბჯენების შემქმნელად ჩიკაგოს მშენებლობის ბუმში მონაწილეობის წყალობით, რომელიც მოყვა 1871 წლის დიდ ხანძარს.

Louis Sullivan იყო მისი დროის ერთ-ერთი პირველი არქიტექტორი, რომელმაც დახვეწა სვეტის ფორმის მშენებლობის ტექნიკა, რაც უფრო ფართო ფანჯრებიანი მაღალი შენობების აშენების საშუალებას იძლეოდა. ეს მეთოდი იყენებდა ფოლადის კოჭებს, რომლებიც კედლებზე, იატაკსა და ჭერზე იყო გადებული, რათა შენობის წონა დაებალანსებინა. Sullivan დაიქირავა Dnakmar Adler-მა 1879 წელს, ვისთან ერთადაც მან შექმნა ისეთი ცნობილი შენობები, როგორიცაა: The Auditorium Building ჩიკაგოში, Wainwright Building სენტ ლუისში and Prudential Building ბუფალოში, ნიუ იორკში.

The Auditorium Building ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროექტია და ის პირველი სახლი იყო Chicago Civic Opera და Chicago Symphony Orchestra-თვის. Sullivan-ის ინდივიდუალური ნამუშევრები მოიცავს The Sullivan Centers-ს (რომელიც ადრე ცნობილი იყო, როგორც Carson, Pirie, Scott and Company Building)ჩიკაგოში, the Bayard-Condict Building ნიუ იორკში და the Krause Music Store ჩიკაგოში. ყველა მისი პირადი შენობა გამდიდრებულია Art Nouveau-ს დეტალებით. Louis Sullivan-ის მეშვეობით ეს სტილი ბელგიიდან ამერიკაში გადავიდა, გადაკვეთა არა მარტო საზღვრები, არამედ ოკეანეებიც.

The Prudential Building

Krause Music Store

Bayard-Condict Building

სტატიის მეორე ნაწილი: http://inndesign.ge/blog/12-arqiteqtori-nacili-2/

სტატიის მესამე ნაწილი: http://inndesign.ge/blog/12-arqiteqtori-romelmac-msoflio-shecvala-natsili-3/

 

წყარო:  http://www.colorcoat-online.com/blog/index.php/2011/01/12-architects-that-changed-the-world/

კომენტარი