ალბათ ჩვენდაკავშირებული სურათიი ბლოგის ყველა მკითხველს ახსოვს დრო, როდესაც ტელევიზორებს სპეციალურ სადგამზე ათავსებდნენ და ძირითადად სახლის რომელიმე კუთხეში იდგა ხოლმე.

თანდათანობით ეს უზარმაზარი ყუთი მობილურ და დიზაინის თვალსაზრისითაც ძალიან მიმზიდველ ნივთად იქცა, რომ არაფერი ვთქვათ ფუნქციებზე და კუთხიდან მისაღები ან სხვა დანიშნულების ოთახების ყველაზე საპატიო კედელზე დაიმკვიდრა ადგილი.

ტელევიზორი და დივანი მის წინ, ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა!!

თუმცა, როგორც ყველა სხვა ნივთს, ტელევიზორის განთავსებას სპეციალური რეკომენდაციები და რჩევები აქვვს განსწავლული რემონტის ხელოსნებისა და ინტერიერის დიზაინერების მხრიდან.

  1. არ არის სასურველი ტელევიზორის დაკიდება თაბაშირ – მუყაოს კედელზე, თუმცა თუ არ არის სხვა ვარიანტი, ამ შემთხვევაში, იმ კედელში, რომელზეც ტელევიზორი უნდა დავკიდოთ, რემონტის დროს ხდება დამატებითი სამაგრების მონტაჟი, რაც უზრუნველყოფს ტელევიზორის უსაფრთხოდ განთავსებას.
  2. არ დაკიდოთ ტელევიზორი ძალიან მაღლა, აუცილებელია რომ ტელევიზორს უყურებდეთ თითქმის პირდაპირ.
  3. გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო დიდია ტელევიზორი, მით უფრო შორიდან უნდა ვუყურებდეთ მას.
  4. აუცილებელია თავიდანვე გაითვალისწინოთ, რა დამატებით ტექნიკას აყენებთ ტელევიზორთან, რათა თავიდან აიცილოთ გადატვირთული ინტერიერი და უწესრიგოდ „გამოჩრილი“ სადენები.
  5. საკმაოდ გავრცელებულია ტელევიზორისთვის კედელში ან კედელზე ნიშის გაკეთების პრაქტიკა, თუმცა როდესაც ამ მიმართულებაზე დაიწყებთ ფიქრს, გახსოვდეთ რომ აუცილებელია ეს კუთხე ეხამებოდეს სახლის სრულ დიზაინს.
  6. ხშირ შემთხვევაში ტელევიზორის ქვეშ რჩება ადგილი, რომელიც არის აუთვისებელი, სასურველია ამ ადგილის გამოყენება დეკორატიული და ფუნქციური მიზნებისთვის: სათამაშო კონსოლების ან სხვა ნივთების საინტერესოდ განთავსება, სხვა ტიპის ლამაზი სათავსოს გაკეთება და ა.შ.
  7. ცალკეულ შემთხვევებში დიზაინერები გთავაზობენ ტელევიზორის განთავსებას აბსოლუტურად ცარიელ კედელზე, რომელიც სხვა კედლებისგან გამორჩეულია ვიზუალურად: განსხვავებული ფერი, განსხვავებული შპალერი, განსხვავებული ფაქტურა და ა.შ. ამ ტიპის გადაწყვეტილების მიღებისას აუცილებელია გაითვალისწინოთ ოთახის სრული ფართობი და მოახდინოთ სივრცის სწორად გადანაწილება.
  8. თანამედროვე და ჰაიტეკ ინტერიერებში სასურველია ტელევიზორის ირგვლივ განლაგდეს ან დამონტაჟდეს ხმის გამაძლიერებლები ან სხვა აქსესუარები.
  9. როდესაც ტელევიზორის ასარჩევად მიდიხართ გაითვალისწინეთ რომ მაქსიმალურად „გვერდზე გადადეთ“ სუბიექტური მიზეზები და არჩევანი გააკეთეთ ნივთზე, რომელიც შეესაბამება თქვენს ოთახს ზომით და (დისტანცია ყურებისას) დიზაინით.
  10. ერთ ერთი ყველაზე გავცელებული ელემენტია ტელევიზორის ირგვლივ სხვადასხვა ტიპის თაროებისა და უჯრების განთავსება, რაც ნამდვილად საჭიროა დამატებითი სათავსოს თვალსაზრისით, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია რომ არ გადატვირთოთ ოთახი და ასევე ძალიან ფრთხილად შეურჩიოთ მასალა.
  11. ასევე ხშირად შეხვდებით ტელევიზორს, რომელიც განთავსებულია კედელზე, რომელიც სრულიად არის დაფარული ჩასაშენებელი ავეჯით. აქაც ძალიან დიდი ყურადღება გმართებთ, რომ არ მოხდეს ინტერიერის გადატვირთვა, რადგან ეს ყველაფერი შემდეგ ისევ თქვენზე აისახება უარყოფითად.
  12. ძალიან საინტერესოა დიზაინის თვალსაზრისით ტელევიზორის ირგვლივ შესაბამისი ფერის სურათების განთავსებაც. ეს ხდება იმ შემთხვევაში, თუ კედელი ნაკლებად არის დატვირთული და მფლობელს არ სურს ტელევიზორი იყოს გამოყოფილი. ამ კომპოზიციის სწორად დაგეგმარების შემთხვევაში, შედეგიც ძალიან საინტერესო გამოდის.
  13. საკმაოდ დიდი შეცდომაა ტელევიზორის დაკიდება ბუხრის ზემოთ, არა მხოლოდ ინტერიერის დიზაინის, არამედ ჯანმრთელობის თვალსაზრისითაც. ტელევიზორის ყურება, რომელიც კიდია მაღლა, მხოლოდ შეზღუდული დროით შეიძლება!
  14. არ არის რეკომენდებული ტელევიზორის განთავსება 12 წლამდე ასაკის ბავშვების ოთახში !

Для телевизора на стене можно создать специальную нишу, как на этом примере.

Отличное визуальное решение, когда телевизор находится на пустой стене, которая дополнительно выделена цветом или другими материалами.

В этом интерьере телевизор практически встроен в стену. Обратите внимание на рамку, которая схожа с рейками на стене.

Также вокруг телевизора можно установить встроенные в стену колонки, как в этом интерьере.

Если ваше помещение позволяет, то вы можете декоративно обозначить зону с телевизором

Телевизор на стене в интерьере можно задекорировать полками или сделать для него специальную нишу.

Чтобы телевизор на стене смотрелся гармоничней, повесьте несколько картин вокруг него.

Благодаря тому, что телевизор на стене, совершенно не занимает места в интерьере, вы можете установить его даже в проходной зоне вашей квартиры.

image-290914

 

 

კომენტარი