კუთხის სამზარეულო ერთ ერთი ყველაზე გავრცელებული ვარიანტია მცირე ზომის სახლებისათვის, თუმცა ამავდროულად საკმაოდ რთული სამუშაოა დიზაინერებისათვის, რადგან მათ უნდა მოახერხონ და მცირე ზომის ფართობში ჩაატიონ დიასახლებისათვის საჭირო ყველა ზონა.

1. კუთხის სამზარეულო ძალიან მოსახერხებელია როგორც სასადილო მაგიდასთან, ასევე სამზარეულოსთვის განკუთვნილ კუნძულთან შესახამებლად.

2. ე.წ. Г – ტიპის კუთხის სამზარეულოებში გაცილებით მეტი სათავსოს განთავსებაა შესაძლებელი.

3. კორპუსების მცირე ზომის ბინებში კუთხის სამზარეულო არის ყველაზე მოსახერხებელი ვარიანტი ფართობის დაზოგვისა და დაგეგმარებიდან გამომდინარე.

4. კუთხის სამზარეულო გაცილებით კომფორტულია იმ მიზეზით, რომ დიასახლისს არ უწევს ბევრი გადაადგილება კერძის მზადების პროცესში.

5.  დღესდღეისობით კუთხის სამზარეულოს უამრავი მზა დიზაინი არსებობს კლასიკურიდან მოდერნამდე, ფერებისა და მასალის უდიდესი არჩევანით, რაც განსაკუთრებული კომფორტია დამკვეთისთვის.

samzareulos-dizaini-inndesign-ge-1

samzareulos-dizaini-inndesign-ge

samzareulos-dizaini-inndesign-ge

samzareulos-dizaini-inndesign-ge-5

 

samzareulos-dizaini-inndesign-ge-4

6. კუთხის სამზარეულო გაცილებით ეკონომიურია დამზადებისა და შეძენის თვალსაზრისით, რადგან შედარებით ნაკლები მასალა იხარჯება მის დამზადებაზე.

7. კუთხის სამზარეულო ძალიან მოსახერხებელია კარგად დაგეგმარების შემთხვევაში, რადგან სწორად არის ათვისებული ყოველი სანტიმეტრი.

აქვე სასურველია იცოდეთ რომ:

  • მაცივარსა და გაზქურას შორის მინიმალური დისტანცია უნდა იყოს 15 – 20სმ.

  • ღია ფერისა და პრიალა მასალა ვიზუალურად უფრო დიდსა და სასიამოვნოს წარმოაჩენს თქვენს სამზარეულოს.

 

კომენტარი