Guggenheim Helsinki-ს 2015 წლის არქიტექტურული კონკურსის გამარჯვებულები Moreau Kusunoki Architects თავიანთ მოსაზრებებს და გამოცდილეას უზიარებენ ფართო საზოგადოებას.

1

სტუდია დაარსებიდან, 2011 წლიდან თავს არიდებდა მედიის ყურადღების ქვეშ მოქცევას. იგი დაარსდა ცოლ-ქმრის – NicolasMoreau-სა და Hiroko Kusunoki-ს მიერ და აქამდე მათი არც ერთი ნამუშევარი არ გამოჩენილა არქიტექტურულ ვებ გვერდებზე.

„ჩვენ თავს ვარიდებდით მედიის ყველანაირ ყურადღებას იმ რწმენით, რომ არქიტექტურა საუკეთესო საშუალებაა საკუთარ თავში ჩასახედად, რაც აუცილებელი და სასურველია პოეტური ხედვის გასაღვივებლად. ჩვენ ვცდილობთ მოვისმინოთ, დავაკვირდეთ და ყველაფერი მარტივად და გულწრფელად გავაკეთოთ,“ თქვა დუეტმა ინტერვიუში, რომელიც გამოქვეყნდა Guggenheim-ის ბლოგზე.
„ჩვენი ორმაგი კულტურული ხედვა შესამჩნევია ჩვენ მიერ გაკეთებულ პროექტებში. ჩვენი სამუშაო ორიენტირებულია იმაზე, რომ დავამყაროთ ახლო კავშირები წარსულისა და მომავლის მშენებლობასთან.“
Moreau Kusonoki Architects შეიძლება ჯერ არ ჰქონდეთ დასრულებული პროექტების გრძელი სია, მაგრამ მათი ამჟამინდელი პროექტები ახალგაზრდების პრაქტიკისთვის ძალიან დამაიმედებელია.
მუზეუმი The House of Cultures and Memories საფრანგეთის გვიანის დედაქალაქის კაიენას ცენტრში დასრულდება 2017 წელს და არის ახალი 9000 მ2-იანი კომპლექსი Renzo Piano-თვის, რომელიც დაპროექტებულია Paris District Court-ის მიერ. ორივე პროქტი ფირმამ მოიგო კონკურსების შედეგად 2013 წელს.
მათი პირველად 2012 წელს გაიმარჯვეს კონკურსში და მათი პროექტი იყო the Théâtre de Beauvaisis Beauvais-ში. მას აქვს განცალკევებული დიზაინი, რომელიც მოიცავს მართკუთხედი ბლოკების სერიას დახვრეტილი ფასადებით.

Theatre de Beauvaisis

theatre-de-beauvaisis

„ახალი Théâtre de Beauvaisis და the University of Savoie-ის ინჟინერიის სკოლა გარკვეულ დეტალებს იზიარებს ჩვენი დაპროექტებული Guggenheim Helsinki-გან.“
„ის პროექტები ჩაფიქრებული იყო, როგორც რამდენიმე პავილიონის გაერთიანება, სადაც ხალხი ისეირნებდა და ინტერიერსა თუ ექსტერიერში გაუთავებელი მოძრაობა იქნებოდა.“

the University of Savoie

the-university-of-savoie

ჰელსინკის კონკურსის პირველ რაუნდში 1715 განცხადება შევიდა. ორგანიზატორების მიხედვით ეს რაოდენობა გაცილებით მეტია ამ ტიპის კონკურსებში.

Moreau Kusunoki-ის თქმით, პროექტმა მათ ახალი შესაძლებლობები გაუხსნა და მათი იდეები ახალ დონეზე აიყვანა.

გამარჯვებული პროექტი გვთავაზობს ერთმანეთთან დაკავშირებული პავილიონების სერიას ღია ხედის მქონე ცათამბჯენთან ერთად, რომელიც შეიცავს რესტორანს და ქვეითად მოსიარულეთა ხიდს მუზეუმის ქალაქთან დასაკავშირებლად. ცათამბჯენი არის ნიუ-იორკის Guggenheim შენობის გუმბათის შთამაგონებელი, რომელიც შექმნილია Frank Lloyd Wright-ის მიერ.

„მასალების ძიება და ტრადიციული სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაცია ცენტრალური საკითხია: შანსი, რომ არქიტექტურა გამოვიდეს მკაცრი ინდუსტრიული ინტერესებიდან არის არაესთეტიური და არასწორი,“ განაცხადეს არქიტექტორებმა.

პროექტს ექნება 130 მლნ დოლარის ბიუჯეტი.

კრიტიკოსებმს ის აღწერეს, როგორც „ფუჭი პროექტი,“ რომლის ამერიკული სტილიც ცდილობს ჰელსინკის ხედის დარღვევას.

ფინეთის მთავრობა შეიცვალა მას შემდეგ, რაც ეს კონკუსი დაიწყო. ჯერ არაა დადასტურებული პროექტი კიდევ დაფინანსდება თუ არა.

წყარო: http://www.dezeen.com/2015/06/24/guggenheim-helsinki-winners-moreau-kusunoki-architectes-projects-overview-biography/

კომენტარი