მილანის ავეჯის გამოფენა – აპრილი 2016

მილანის დიზაინის კვირეულის ფარგლებში, კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საბავშვო დიზაინის შექმნაზე მუშაობის მნიშვნელობას.
ამ კუთხით საკმაოდ დიდი ცვლილებებ მიმდინარეობს და უკვე მილანის დიზაინის კვირეულის ფარგლებში აღმოჩნდა, რომ ერთ ერთი ყველაზე ცხელი ტრენდი სწორად რომ საბავშვო ხაზები იყო.

ერთ ერთი ცნობილი კომპანია, რომელმაც წარმოადგინა უამრავი ახალი საბავშვო ნივთი თუ ავეჯის ნაწილი გამოფენაზე, იყო იტალიური ბრენდი Kartell.

12524295_10153800085018168_5523328280355785889_n

ბრენდის აღმასრულებელი დირექტორი Claudio Luti ამბობს, რომ ეს არის უდიდესი ბაზარი, უდიდესი პოტენციალით, რადგან გარდა ავეჯისა აქ გაქვს საშუალება იფიქრო სათამაშოებისა და დეკორაციების მიმართულებით.

თავად ბრენდს Kartell გამოფენაზე ჰქონდა წარმოდგენილი რამდენიმე საინტერესო ნამუშევარი:

დიზაინერ Nendo-ს მიერ შექმნილი გამჭვირვალე სარწეველა ცხენი, Philippe Starck-ის მიერ შექმნილი ინტერიერის საქანელა და Piero Lissoni-ს მიერ შექმნილი პლასტმასის ავტომობილები.

h-horse-nendo-kartell-akihiro-yoshida-milan-2016_dezeen_936_7-1

rocking-horse_0

kids-range-children-kartell-milan-design-week-2016_dezeen_936_4-1

kids-range-children-kartell-milan-design-week-2016_dezeen_sq-1

კოლექციის შექმნის მიზანი იყო ახალი უფრო ახალგაზრდა და მცირეწლოვანი მომხმარებლის მოზიდვა და ასევე არსებული მომხმარებლის მოხიბვლა ამ გასაოცარი ქმნილებებით.

Kartell-ის წარმომადგენელთა აზრით, ამ კოლექციის ჩვენება ძალიან მაცდური ნაბიჯი იყო, ისინი იმედოვნებენ რომ ეს ნივთები ძალიან მალე აღმოჩნდება სანტა კლაუსისადმი მიწერილ წერილებში და ასევე რომ ძალიან დიდი პოპულარობით ისარგებლებენ როგორც სასაჩუქრე სათამაშოები.

კიდევ უფრო საინტერესო იყო Kartell-ის სპეციალურად ბავშვებისათვის შექმნილი პროექტი მათი უკვე არსებული დიზაინის გამოყენებით:

გამომდინარე იქედან, რომ ბავშვები ძალიან მკაცრი და მომთხოვნი მომხმარებელია, ყველანაირად უნდა შეეცადო ფეხი აუწყო მათ მოთხოვნებს – ამბობს Claudio Luti – ამისათვის ჩვენ შევქმენით ჩვენს ხელთ არსებული გამჭვირვალე ავეჯის ახალი მიმართულება, მოხატული ან დაპრინტული საბავშვო ავეჯი.

kids-range-children-kartell-milan-design-week-2016_dezeen_1568_3-1

კომენტარი