ჭკვიან სახლსა და ჭკვიან ნივთებზე არაერთი სტატია დაწერილა ჩვენს ბლოგზე და ვაგრძელებთ ამ პოსტების სერიას, რადგან ამ ნივთების გარეშე წარმოუდგენელია უკვე ჩვენი ცხოვრება.

რამდენჯერ გვსმენია თოთოეულ ჩვენგანს შეშფოთებული წამოძახილი:

ვაიმე, მგონი უთო დამრჩა ჩართული!

ვაიმე, მგონი სახლის კარი არ ჩავკეტე!

ჭკვიანი სახლისა და ჭკვიანი ნივთების დანიშნულება უპირველეს ყოვლისა ასეთი ქმედებებისგან დაცვა და ზოგადად სახლში უსაფრთხოების გაზრდაა.

საინტერესო იქნებოდა მოგეწერათ კომენტარებში რამდენ ადამიანს გაქვთ საქართველოში სახლის ჭკვიანი ნივთები ან თუნდაც რამდენი იცნობთ მათ და გაქვთ სურვილი შეძენის. საინტერესოა იცით თუ არა ამაზონის ერთ-ერთი არაჩვეულებრივი პროდუქტის Amazon Echo-სა და მისი მმართველი აპლიკაციის (ტვინის) Amazon Alexa – ს შესახებ?

თუ იცით ძალიან კარგია და გვიხარია, რომ საქართველოში უამრავი ადამიანი ერკვევა თანამედროვე ტექნოლოგიების უახლეს მიღწევებში, ვინც არ იცით… გამოგვყევით, ზღაპრულ სამყაროზე უნდა გიამბოთ, რომელიც უკვე სინამდვილედ იქცა.

Amazon Echo – ერთ-ერთი ყველაზე სახალისო, მარტივი და ადამიანისთვის ინტუიტიურად მისაღები პროდუქტია, დაახლოებით როგორი იცით?

  • დედიკო წყალი მომიტანე
  • პულტი სად არის, ხმას უნდა ავუწიო, არაფერი არ მესმის

აი ამ ფრაზებივით ორგანული და ბუნებრივი ადამიანისთვის. ეს ფრაზები კი დარწმუნებული ვართ  ერთხელ მაინც წარმოგითქვამთ ცხოვრებაში.

alexa

amazon-tap

და მაინც, რა არის ეს არაჩვეულებრივი Amazon Echo? ეს არის დინამიკი, დიახ დინამიკი!!! ცილინდრის ფორმის, არაჩვეულებრივი დიზაინის დინამიკი, მაგრამ შეიძლება ვთქვათ ნახევრად სულიერი, რადგან მას ჩვენი ესმის, იღებს ჩვენს დირექტივებს, ეძებს და ამუშავებს ჩვენს მიერ მითითებულ დავალებებს და ბრძანებებს და რა თქმა უნდა ასრულებს მას.

Amazon Echo დაკავშირებულია მმართველ აპლიკაციასთან Amazon Alexa (ალექსა არის ტვინი), რომლის მეშვეობითაც იღებს და გასცემს მონაცემებს. ალექსას მდედრობითი სქესისთვის დამახასიათებელი ხმის ტემბრი აქვს და ეს არაჩვეულებრივი ხმა, გარკვეული პერიოდის შემდეგ ოჯახის წევრივით ისმის სახლში.

რისი გაკეთება შეუძლია Amazon Echo-ს?

  1. მოგიყვებათ ნიუსებს ან წაგიკითხავთ ქინდლის წიგნებს

  2. აანთებს ან ჩააქრობს სინათლეს მითითებულ ოთახებში, თუ მას ერთვის დამატებითი ჭკვიანი მოწყობილობები.

  3. ჩართავს თქვენს საყვარელ მუსიკას მითითებული მუსიკალური წყაროებიდან.

  4. გამოგიძახებთ ტაქსის, მხოლოდ იმ ქვეყნებში სადაც მოქმედებს UBER

  5. პასუხობს თქვენს მიერ დასმულ კითხვებს, პასუხების საძებნელად იყენებს ვიკიპედიას.

  6. გამოგიძახებთ დომინოს პიცას, თითქმის ყველა ქვეყანაში სადაც ოპერირებს დომინო.

რა პრობლემები ჩნდება ამ ნივთის გამოყენებისას?

ა) ხშირად Amazon Echo ვერ აღიქვამს დასმულ კითხვას ან მიღებულ დირექტივას, განსაკუთრებით ეს პრობლემა ჩნდება არაინგლისურენოვანი მფლობელების შემთხვევაში და გვიწევს რამდენიმეჯერ განმეორება.

ბ) Amazon Echo-ს გამართული მუშაობა დამოკიდებულია ინტერნეტის ხარისხზე, ამიტომ თუ ინტერნეტის მიწოდება ხდება ხარვეზებით ან არის დაბალი სიჩქარის ინტერნეტი, ქმედებაც იქნება შესაბამისი, პასუხი ან დააგვიანებს ან სულაც დაიკარგება.

Amazon Alexa ნამდვილად გვიმარტივებს ცხოვრებას ჩვენივე სახლში, რადგან ამ აპლიკაციის მეშვეობით Amazon Echo-ს გააჩნია უამრავი პარტნიორი ნივთი, რომელთა მართვაც შეგიძლიათ ამ ერთი დინამიკიდან. პარტნიორების სია წლიდან წლამდე მოიმატებს და სულ მალე Amazon Echo -ს მეშვეობით ბევრად მეტ რამეს გავაკეთებთ მხოლოდ ერთი წარმოთქმული წინადადებით, ვიდრე ვაკეთებთ ჩვენი ტელეფონებიდან, პლანშეტებიდან ან პერსონალური კომპიუტერებიდან.

მოდით განვიხილოთ პარტნიორი ნივთები:

Amazon Echo თავსებადია უამრავ განათების სისტემასთან თუ ნათურასთან, ამიტომ თქვენ შეგიძლიათ სინათლის ანთება ან ჩაქრობა, განათების ფერის შეცვლა და ა.შ. არა მხოლოდ ადგომის, არამედ თითის აწევის გარეშეც. თუმცა რამდენიმე ნივთი დამატებით საჭიროებს ჰაბს, რაც მარტივია დასაყენებლად, მაგრამ ითვლება რომ მაინც დანახარჯია.

The WeMo Light Switch – ს არ სჭირდება ჰაბი, სახლში არსებულ ჩამრთველს აძრობთ და ჩაანაცვლებთ ამ საუცხოო ჩამრთველით. ამის შემდეგ შეგიძლიათ მართოთ განათება სახლში ამაზონ ექოს მეშვეობით საიდანაც მოისურვებთ, იქნება ეს ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ.

the-wemo-light-switch

Philips Hue Starter Kit (white and color light) -ს გააჩნია ყველა საჭირო აღჭურვილობა, 3  smart  დიოდური ნათურა და ე.წ. ხიდი, რომელიც სინქრონირდება თქვენი სახლის Wi-Fi-სთან. დიოდურ ნათურებს გააჩნიათ ათასობით ფერის არჩევის შესაძლებლობა და მათი მართვა მხოლოდ ერთი ხმოვანი შეტყობინებით შეიძლება, რომელსაც უგზავნით Amazon Echo-ს მეშვეობით.

hue-white-and-color

იმ შემთხვევაში თუ თქვენ მოგწონთ არატრადიციული განათება, კიდევ 2 საინტერესო პროდუქტი შეგიძლიათ დაიმატოთ Philips-ის მიერ , ესენია Philips Lighting Bloom light  და Hue Lightstrip ამ შემთხვევაშიც განათებას მართავთ Amazon Echo-ს მეშვეობით.

philips

Amazon Echo-ს მიერ იმართება ასევე LifX  ნათურებიც – მათ არ სჭირდებათ ჰაბი, არის მულტიკოლორი, რეგულირებადი, დიმირებადი (სინათლის სიკაშკაშის მომატება დაკლების ფუნქცია). ეს ნათურები არ იყიდება კომპლექტში, მათი ყიდვა 1 ცალისაც კი შეიძლება.

81rd20swp-l-_sl1500_

Lutron Electronics-ის Caséta Wireless სისტემაც ასევე დაკავშირებულია ალექსასთან და გაძლევთ საშუალებას ხმოვანი ბრძანებით აკონტროლოთ განათება სახლში დედამიწის ნებისმიერი წერტილიდან.

lutron-casetta

გარდა განათებისა Amazon Echo – ს შეუძლია აკონტროლოს შტეფსელში ჩართული ნივთები, WeMo Switch Controls for Electronics და  WeMo Insight Switch Controls for Energy მეშვეობით.  ეს სმარტ ჩამრთველი ან როზეტი ერთდება თქვენს სახლში უკვე არსებულ შტეფსელში და შემდეგ ამაზონ ექოს მეშვეობით გაძლევთ საშუალებას აკონტროლოთ არა მხოლოდ შეერთებული ნივთების ჩართვა – გამორთვა, არამედ ენერგიის გამოყენებაც, შესაბამისად თქვენ აღარასოდეს დაგრჩებათ უთო ჩართული.

smart-plug

Amazon Echo-სთან დაკავშირებული კიდევ ერთი დიდებული პროდუქტია The ecoobee3 smart thermostat.  The ecobee3 – ს აქვს უნიკალური შესაძლებლობა შეისწავლოს თქვენი ქცევა, ჩვეულებები, ცხოვრების წესი და ამის მიხედვით აკონტროლოს სახლი ავტომატურ რეჟიმში, ისევე როგორც ამაზონ ექოს ხმოვანი დირექტივებით.

thermostat

წარმოიდგინეთ უკვე მოკალათდით საღამოს დივანთან და აღმოაჩინეთ რომ დისტანციური მართვის პულტი საკმაოდ შორს დევს თქვენგან, არადა ადგომა ისე გეზარებათ …

Alexa! ჩართე ტელევიზორი! – რა იქნებოდა ამაზე სასიამოვნო? ხოდა ეს უკვე შესაძლებელია AnyMote უნივერსალური პულტის მეშვეობით, რომელიც ასევე დაკავშირებულია ამაზონ ექოსთან.

anymote

თუკი რომელიმე ეს ნივთი გაქვთ სახლში შეგიძლიათ დააკავშიროთ ამაზონ ექოსთან და მართოთ თქვენი ცხოვრება სახლში ხმოვანი შეტყობინებებით.

გაინტერესებთ კიდევ რა შეუძლია Amazon Echo -ს?

–       გაიგოს რა გადის კინოში

–       გაიგოს თქვენთვის საინტერესო რესტორნის შეფასებები Yelp-დან

–       გაიგოს სად არის საცობები

–       სპორტული სიახლეები და მატჩების მონაცემები

–       წაიკითხოს Kindle-ის წიგნები ან ელექტრონული წიგნები Audible-დან ხმამაღლა.

–       სურვილის მიხედვით ხელახლა იყიდოს ამაზონზე თქვენს მიერ უკვე შეძენილი ნივთებიდან რომელიმე.

–       ჩართოს მუსიკა სხვადასხვა მუსიკალური პლატფორმებიდან

და ეს სია კიდევ უფრო გრძელდება, რადგან 2016 წლის ბოლომდე კიდევ უამრავი მომსახურება დაემატება ამ არაჩვეულებრივ ნივთს.

 

კომენტარი