დიზაინერულმა ბრენდებმა მეტი უნდა იფიქრონ ტექნოლოგიების ინტეგრირებაზე მათ მიერ წარმოებულ პროდუქტებში თუ უნდათ ბაზარზე დიდხანს დარჩენა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ გაქრობა ელით – ამბობს ამერიკელი არქიტექტორი და დიზაინერი Greg Lynn.

greg-lynn_portrait_milan-design-week-2016_dezeen_ban

მისი აზრით ავეჯის დიზაინერები არ ჩქარობენ ტექნოლოგიების კუთხით განვითარებაზე, მიუხედავად იმისა რომ ბაზარი ამისთვის მზად არის და მოთხოვნაც არსებობს და აქვე მოჰყავს მაგალითად კომპანია Nest.
თავად Greg Lynn არის ავტორი მიკროკლიმატური სავარძლისა, რომელიც შეიქმნა სპორტული ბრენდის Nike -სთვის. სავარძელი შექმნილია კალათბურთელების დასასვენებლად თამაშებს შორის. სკამის შექმნისას დიზაინერი ხელმძღვანელობდა ნაიკის ბრენდის ინტელექტით, ისევე როგორც ნაიკის სპორტული ფეხსაცმელი, სკამი უნდა ყოფილიყო ძალიან, ძალიან მსუბუქი და მინიმალური მასალის გამოყენებით. სკამი შეიქმნა კარბონისგან.

greg-lynn-nike-microclimate-chair-milan-design-week_dezeen

სავარძელი აღჭურვილია სითბური და წონის სენსორებით, რომლებიც ათბობენ ან აგრილებენ მოთამაშეებს თამაშებისგან თავისუფალ დროს, ასევე აკონტროლებს სხეულის მიერ დაკარგული სითხის რაოდენობას. ავტორის თქმით ამ სკამს შეუძლია საკმაოდ დიდი კონკურენტული უპირატესობის მინიჭება მოთამაშისთვის, ჭკვიანი ტექნოლოგიის დახმარებით, რომელიც დამონტაჟებულია სკამში. სითბური სენსორი აკონტროლებს სხეულის ძირითად ტენპერატურას, აგრილებს ხერხემლის არეში და იცავს ორგანიზმის რამდენიმე ნაწილს გადახურებისგან.

Screenshot 2016-04-18 21.26.42

Greg Lynn ამბობს, რომ ადამიანები უკვე ელოდებიან ჭკვიან – მულტიფუნქციურ ავეჯს და რომ ავეჯის დიზაინერებმა ფეხი უნდა აუწყონ ამ მოლოდინს და შესთავაზონ მომხმარებელს ტექნოლოგიური ავეჯი.
თავად დიზაინერი Greg Lynn ცნობილია მისი პიონერული იდეებით: მასალების, ტექნოლოგიებისა და ქსოვილის გამოყენების კუთხით მის ქმნილებებში. 2008 წელს მას გადაეცა ოქროს ლომი ვენეციის ბიენალეზე ინსტალაციისთვის, რომელიც შექმნილი იყო ბავშვის სათამაშოების გადამუშავების შედეგად. მისი მუშაობის მთავარი მიმართულება არის სხვადასხვა ნივთებისთვის ინტელექტის მინიჭება, ის რაც შეუძლია დღესდღეისობით შენს ტელეფონს, შესაძლოა ცოტა ხანში შეძლოს შენმა სახლმაც – ამბობს დიზაინერი.

კომენტარი