დღესდღეისობით გავრცელებული ტენდენციით, უამრავი ადამიანი ყიდულობს მცირე ზომის ბინებს ტურისტებზე ან სტუდენტებზე გასაქირავებლად.

საკმაოდ რთულია მცირე ფართის დაგეგმარება და მოწყობა, ისე რომ იქ მაცხოვრებელმა, განსაკუთრებით თუ ხანგრძლივი ვადით აპირებს ცხოვრებას, თავი იგრძნოს კომფორტულად.

განვიხილოთ ერთი ასეთი ვარიანტი, რომლის გადმოტანაც საჭიროების შემთხვევაში,შესაძლებელი იქნება ქართულ რეალობაშიც.

ბინა, რომლის შესახებაც ახლა ვსაუბრობთ პოლონეთში მდებარობს და ის ახალგაზრდა წყვილმა ბებიისგან მიიღო მემკვიდრეობით.

წყვილმა ბინის დასაპროექტებლად მოიწვია ცნობილი დიზაინერები Piotr Matuszek & Gosia Czarny.

ფოტოების ნახვის შემდეგ, შეუძლებელია არ დააფასო ამ 2 ადამიანის პროფესიონალური მიდგომა საქმისადმი. ბინა, რომელშიც თითქოსდა ვერაფერი ჩაეტეოდა, მათ აქციეს ძალიან ლამაზ და კომფორტულ საცხოვრებლად.

პირველი რაზეც დიზაინერებმა ადგილი მოიგეს, იყო დამალული საწოლი, რომელიც კარადიდან გადმოდის.

ინტერიერი ერთი შეხედვით საკმაოდ ნათელი და სივრცითია, რაც ფერთა გამისა და მოპირკეთების ელემენტების დამსახურებაა.

მეპატრონეთა დაკვეთის აუცილებელი პირობა იყო, რომ დიზაინერებს ცოტათი მაინც უნდა შეენარჩუნებინათ ყოფილი მეპატრონის (ბებია) არსებობის კვალი. ეს თემა გადაწყვიტეს შემდეგნაირად: განაახლეს ბებიას დროინდელი სავარძელი და კომოდი და მოარგეს ინტერიერს.

ავეჯის ძირითადი ნაწილი პრიალა თეთრი და ღია ხისფერი მასალითაა შესრულებული, რაც ღიას ფერის ინტერიერში დიდი სივრცის შეგრძნებას აჩენს.

ბინის ზედხედი!

image-289054

 

კომენტარი