თანამედროვე ცხოვრება დღითი დღე უფრო მოქნილი და მობილური ხდება და ეს აისახება როგორც ცხოვრების სტილზე ასევე საცხოვრებელ გარემოზეც.

ის, რის გარეშეც თუნდაც ორი ათწლეულის წინ წარმოუდგენელი იყო ცხოვრება, დღეს უკვე ხშირ შემთხვევაში სრულიად იგნორირებულია საცხოვრებელ ბინებში.

ახალგაზრდა თაობები, არათუ ძვირფას ავეჯს, არამედ ძვირადღირებულ სახლებსა და მანქანებსაც კი აღარ ყიდულობენ. ამ თაობას სულ სხვა პრიორიტეტები და სხვა ხარჯვითი კრიტერიუმები აქვთ ცხოვრებაში.

მილენიალებს (გასული საუკუნის 80-იან წლებში და შემდეგ დაბადებული თაობა) არათუ ავეჯი, ხშირ შემთხვევაში სახლებიც არ გააჩნიათ და ნაქირავებ ბინებში ცხოვრობენ,  რადგან ეს არის მობილური თაობა, ადამიანები, რომლებიც არ არიან დარწმუნებული იქნებიან თუ არა იგივე ქალაქში 3-4 წის შემდეგ.

ამ ტენდენციიდან გამომდინარე, დღეს ძალიან ბევრი ავეჯის მაღაზია კარგად მოერგო ამ ტიპის მომხმარებლის მოთხოვნებს და ამზადებენ სახლის ნივთებს, რომლებიც რეალურად ცვლიან მსხვილ ავეჯს ( გასაშლელი დივნები საწოლების ნაცვლად, მოქნილი -ტრანსფორმერი მაგიდები, ტანსაცმლის საკიდი სისტემები გარდერობების ნაცვლად და ა.შ).

დღევანდელი ჩვენი პოსტი ეძღვნება გარდერობებს, მოდით გადავხედით როგორ ხდება ამ უზარმაზარი საგარდერობე ოთახებისა და ტანსაცმლის მასიური კარადების ჩანაცვლება მოქნილი სისტემებით.

პირველი რაც შეიცვალა ამ ადამიანების ქცევაში არის დამოკიდებულება ტანსაცმლის მიმართ, ძვირადღირებული ბრენდები, უამრავი ჩანთა და ფეხსაცმელი, შარფებისა და ყელსაბამების კოლექციები ნელ ნელა წარსულს ბარდება და წინა პლანზე გადმოდის კომფორტული, მოსახერხებელი და სადა სამოსი. გადატენილი გარდერობებიდან ზედმეტი ტანსაცმელი უკვე Garage Sale – ებზე და ე.წ. ფლი მარკეტებზე იყიდება.

გარდერობის მსუბუქი ვარიანტები გაჩნდა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც არ მოსწონთ ასაწყობ სისტემებზე განთავსებული  სამოსი. ეს არის მარტივი, გახსნილი ან შემინული სივრცე, რომელიც გაცილებით უფრო სადად და საინტერესოდ გამოიყურება ვიდრე ტიპიური საგარდერობეები გადავსებული სამოსით და აქსესუარებით. აქ გაცილებით მეტი პრაქტიკულობა იგრძობა.

open-wardrobe-1

მათთვის ვინც კმაყოფილდება მხოლოდ ტანსაცმლის კარადით არის საკმაოდ საინტერესო და ფუნქციური დანამატები – ტანსაცმლის საკიდი სადგამები, რომელთა განთავსება შეიძლება როგორც შესასვლელ ოთახში ასევე საძინებელში ან კორიდორში.

2

3

მაშინ როდესაც დედამიწაზე არსებობს IKEA და მსგავსი კომპანიები, ისმის კითხვა  – საჭიროა კი კარადები?  IKEA -ს არაჩვეულებრივი Algot System სწორედ მათთვის შეიქმნა ვისაც არ სურს მასიური ავეჯი ჰქონდეს სახლში, ან უბრალოდ არ ეტევა ასეთი ტიპის ავეჯი.

5 4

არანაკლებ მნიშვნელოვანია მსუბუქი და ძალიან მარტივი დიზაინის ფეხსაცმლის სათავსოები, რომლებიც ასევე უამრავი არსებობს თანამედროვე ავეჯის მაღაზიებში თუ სახლის ხელნაკეთი ნივთების სალონებში.

6 11

 

მოქნილი გარდერობი, არ გიწევთ ქექვა და დროის კარგვა. მარტივად ერთი ხელის გაწვდენით იღებთ სასურველ ნივთს.

8

რაციონალური გარდერობი, მოწყობილი თავისუფალ ნიშაში. ერთ ერთი საუკეთესო დიზაინერული გადაწყვეტა მცირე ზომის ბინებისთვის.

9

მობილური საკიდი, არა მხოლოდ ტანსაცმლის შენახვის ფუნქციით, არამედ დეკორის ფუნქციითაც, მთავარია სამოსი რომელსაც მასზე განათავსებთ სწორად ეხამებოდეს თქვენს ინტერიერს.

7

10

 

გარდერობი –  კიბის ქვეშ, ან გარდერობი მანსარდის ქვეშ – შესანიშნავად გამოყენებული სივრცე

12

წიგნები, სავარძელი, ორიგინალური ნახატი ან პოსტერი და სამოსი –  სტუდენტური ან ახალგაზრდული საცხოვრებელი ოთახის არაჩვეულებრივი გადაწყვეტაა.

13

 

არ გინდათ ჩანდეს ტანსაცმელი? ან არ გაქვთ ამ ეტაპზე მოძრავი კარისთვის სამყოფი თანხა – რა პრობლემაა – დაკიდეთ საინტერესო შტორები და შეუხამეთ ის თქვენს ინტერიერს.

14

გააკეთე შენი ხელით: მარტივი, იაფი, სწრაფი, განსხვავებული …

ითამაშე მასალით, დაუყენე ბორბლები, ჩაამატე განათება, ზოგან შეღებე, ზოგს ლაქი გადაუსვი ..

დააკვირდით სურათებს რა მარტივია საკუთარი ხელებით გასაკეთებლად.

სხვაგან გადადიხარ? — >  მოხსენი და წაიღე, ან დაშალე – შეფუთე და წაიღე.

15

16

17

კომენტარი