ხის თხელფიცრებიანი ავტოფარეხი საცურაო აუზის თავზეა განთავსებული ათენის ერთ-ერთ სახლში, რომელიც მთაზე დგას და ქალაქს გადაჰყურებს.
The Suspended Garage (ჩამოკიდებული ავტოფარეხი) უზრუნველყოფს ორი მანქანის პარკინგს და ასევე ოჯახის წევრებისთვის  ველოსიპედებსა და მოტოციკლზე სამუშაო სივრცეს.

იგი დაპროექტდა ათენის სტუდია Hiboux Architects-ის მიერ, რომელიც დაარსდა 2011 წელს Marianna Xyntaraki-ს, Dimitris Theodoropoulos-ის, Sofia Dona-სა და Maria Tsigara-ს მიერ.

მიწის ნაკვეთის დახრილობამ და უკვე არსებული აუზის ადგილმდებარეობამ ავტოფარეხისთვის მცირე ადგილი დატოვა და ამიტომ არქიტექტორებმა სწორედ სახლის დონეზე, ბაღის ზემოთ გადაწყვიტეს მისი აწევა.

იგი მიკრულია კედელზე, რომელიც 6 მეტრიანი სიმაღლის სხვაობითაა სახლსა და გზაზე გასასვლელს შორის Philothei-ში, სადაც მთის ვილები ძალიან პოპულარულია.
ფოლადის სტრუქტურა ჩამჯდარია კედელში, რომელიც ავტოფარეხს ამაგრებს და დაფარულია ხის თხელი ფიცრებით. იგი გამოწეულია აუზის თავზე შიდა ეზოში და ქვედა დონეს დაკავშირებულია მეტალის კიბეებით.
„რადგანაც სახლი აშენებულია მთაზე, სახლში შესასვლელი იყო მიწიდან 6 მეტრის ზემოთ,“ აგვიხსნა Marianna Xyntaraki-მ. „ასე რომ, მისაწვდომ დონეზე სივრცე ძალიან შეზღუდული იყო.“

„ეს იყო მიზეზი ავტოფარეხის მეტალის სექციებით აშენებისა, რომელიც გამოწეულია შიდა ეზოში აუზის თავზე და კედლის დამატებას ჰგავს.“

ავტოფარეხის იატაკი თხელი ფიცრის რიგებითაა დაფარული და მათი საშუალებით შესაძლებელია სინათლისა და ჰაერის კონტროლი შენობაში.

ფიცრებს შორის არსებული ადგილი საშუალებას იძლევა თვალი შეავლოთ შენობის შიგნით მიმდინარე მოვლენებს და ასევე შენობიდან დაინახოთ, თუ რა ხდება ბაღში.

ხის ტოტები, რომელიც მოიჭრა ავტოფარეხის მშენებლობის დროს გარე კიბის გასაკეთებლად გამოიყენეს.

ნათურები ღამე მთლიანად ანათებენ ავტოფარეხის შიდა სივრცეს, რაც გარედან საკმაოდ ლამაზად ჩანს.

„ეზოში არსებული ხე კაფსულირებულია მშენებლობის გამო,“ თქვა არქიტექტორმა. „იგი მიყვება გარე კიბეს და შესასვლელის ნაწილი ხდება.“ ავტოფარეხი გზასთან დაკავშირებულია ზედა დონეზე და გადის გზაზე.

პროექტის დეტალები

არქიტექტორი: Marianna Xyntaraki, Hiboux Architects

სტრუქტურული ინჟინერი:  Nikos Xyntarakis

წყარო: http://www.dezeen.com/2015/06/25/hiboux-architects-slatted-timber-suspended-garage-above-swimming-pool-athens-house-greece/

კომენტარი