Hofman Dujardin Architects-ისა და Fokkema&Partners-ის თანამშრომლობით Eneco-ს სათაო ოფისი შეიქმნა როტერდამში, ნიდერლანდებში. არქიტექტორების მიხედვით, Eneco-ს ახალი შენობა შესანიშნავი მაგალითია იმისა, ოფისის რამდენად ჭკვიანი და პროდუქტიული დიზაინი შეიძლება შევთავაზოთ მომუშავეებს, რათა იმუშაონ მოხერხებულ, დინამიურ, ღია, მდგრად და ჯანმრთელ გარემოში.  აქ მომუშავეებს აქვთ სიამოვნება, რომ იმუშაონ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო  ადგილას.

შენობის შუაგულში ცენტრალური ატრიუმია, რომელიც განათებული შეხვედრების ცენტრითაა გარშემორტყმული მისაღებთან ერთად. აქვეა შეხვედრების ოთახები, სამუშაო სივრცეები, არაფორმალური შეხვედრების სივრცეები, ლაუნჯი, რესტორანი და დარბაზი. სამხრეთ ფასადსა და სახურავზე მზის ბატარეებია დამაგრებული, რათა დღის განმავლობაში მზის მაქსიმალური ენერგია დააგროვონ.

სამუშაო და შეხვედრების სივრცეები შექმნილია, როგორც ენერგეტიკული კუნძულები, რომლებიც ცურავენ მშვიდ, თეთრ იატაკზე. ზოგიერთი კუნძული ღია სივრცეა, ზოგი-დახურული, მაგრამ ყველა რეზონანსული ფერებითა და მასალითაა გაკეთებული.

იატაკები შექმნილია ისე, რომ ბალანსია დაცული ღიასა და დახურულს, კერძოსა და საჯაროს, მშვიდსა და დინამიურს შორის. თითოეულ თანამშრომელს შეუძლია აირჩიოს ატმოსფერო, რომელიც შეესაბამება მის სამუშაოს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია არის ის,  რომ უფრო მეტი ჟანგბადია მომუშავეთა ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად.

ძალიან საინტერესოა შენობის გარე კედლები, რომლებიც მწვანე მცენარეებითაა დაფარული. ისინი შენობაშიც შემოდიან მე-3 სართულზე  და ხელოვნურ, აშენებულ სამყაროში ბუნებრივი გარემო შემოაქვთ.

წყარო: http://freshome.com/2012/12/04/considered-one-of-the-best-workspaces-in-europe-eneco-headquarter-in-rotterdam/

კომენტარი