პოსტის პირველი ნაწილი იხილეთ ამ ლინკზე

პოსტის მეორე ნაწილი იხილეთ ამ ლინკზე

როდესაც ინტერიერის ფერებზე დგება საკითხი, მთავარი რაც ფერების შესახებ უნდა გვახსოვდეს არის ფერთა შეხამება – სწორი შეხამება!!
არ დაგვავიწყდეს, რომ მთავარი ფერი მხოლოდ 4-ია დანარჩენი არის წარმოქმნილი ანუ გარდამავალი ფერები, რომლებიც თავის მხრივ კიდევ წარმოქმნიან „ელფერებს“.

ფერთა შერწყმის 3 ძირითადი გზა არსებობს: 1. მონათესავე ფერების არჩევა, 2. მონათესავე და კონტრასტული ფერების შერწყმა და 3. კონტრასტული ფერების შერწყმა.

ამ ყველაფრის ფონზე ჩვენი მთავარი ამოცანაა შევქმნათ ფერთა ჰარმონია, რომელიც მიესადაგება ჩვენს გემოვნებასა და ცხოვრების სტილს.
ამოცანა არ არის მარტივი, თუმცა თუ ყველა რჩევას გავითვალისწინებთ, მივიღებთ სახლს სადაც ყოველთვის სიმყუდროვე სუფევს, რადგან ფერთა ჰარმონიას შეუძლია როგორც ადამიანის ენერგეტიკით დატვირთვა, ასევე დახმარება განტვირთვისა და დასვენების დროსაც.

ferebis-fsiqologia

გასათვალისწინებელი რჩევები:

1. მიაქციეთ ყურადღება ფაქტურას, მას შეუძლია ფერის შეცვლა, ერთიდაიგივე ფერი სხვადასხვა ფაქტურაზე სხვადასხვანაირად გამოიყურება.
2. ინტერიერის ფერების შერჩევისას გახსოვდეთ რომ იატაკი უნდა იყოს ყველაზე მეტად გაჯერებული ფერის და ჭერი ყველაზე ღია ფერის.
3. სასურველია ავეჯი ყოველთვის იყოს იატაკზე უფრო ღია ფერის, მაგრამ კედლების ფერზე უფრო მუქი.

მოდით კონკრეტული მაგალითების ფონზე განვიხილოთ ინტერიერის ფერები და მათი ზემოქმედება:

1. რუხი და ნაცრისფერი

როდესაც რუხ ფერზე დგება საქმე, რა თქმა უნდა პირველი ასოციაციები არცთუ ისე სახარბიელოა: მოსაწყენი, უსახური, ცუდ ამინდთან ასოცირებული … მაგრამ მოითმინეთ და დააკვირდით, ნაცრისფერსა და რუხს შეუძლიათ საკმაოდ საინტერესოდ წარმოდგნენ ინტერიერში. მართალია რიგ შემთხვევაში ამ ფერს ახასიათებს სიცივე, მაგრამ ამის განეიტრალება შესაძლებელია აქსესუარებით. ამასთანავე ამბობენ რომ ეს ის ფერია, რომელსაც შედარებით ძლიერი ადამიანები ირჩევენო

grey-interior-rukhi-interieri-2

grey-interior-rukhi-interieri

2. იისფერი

იისფერი (იასამნისფერი და ა.შ) ეს ის წარმოქმნილი ფერია, რომელიც ცისარტყელას ბოლო ფერად გვევლინება. ითვლება რომ ეს არის ცივი ფერი, მაგრამ არა იმდენად ცივი რამდენადაც გამაგრილებელი, ქმნის სიახლის შეგრძნებას. რამდენადაც ბუნებაშიც საკმაოდ იშვიათია ეს ფერი, თუმცა ყოველთვის გამორჩეულ მცენარეებში (ია, იასამანი, ქლიავი, ლეღვი და ა.შ.) ასევე ინტერიერშიც საკმაოდ იშვიათად გვხვდება და ამბობენ რომ მას იყენებენ კეთილშობილი ადამიანები, რომლებსაც იზიდავთ და სჯერავთ მისტიკის, ხელოვნების. არიან მეოცნებენი, განსხვავებული ქცევების და განსხვავებული ცხოვრების სტილის, რადგან წარმოუდგენელია ტრადიციული შეხედულებების ადამიანის საცხოვრებელ სახლში დომინანტ ფერად აღმოვაჩინოთ იისფერი.

purple-interior-iisferi-interieri-2

3. ვარდისფერი

თუ თვლით რომ ვარდისფერს იყენებენ მხოლოდ ბავშვთა საძინებელ ოთახებში, ძალიან ცდებით. ვარდისფერი ინტერიერი საოცრად იზიდავს რომანტიულ ადამიანებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და როდესაც სურათებს ნახავთ, მიხვდებით რომ საუბარი არ არის Hello Kitty-ს ან Barbie -ს ვარდისფერზე, არამედ სრულიად საინტერესო ფერზე, რომელსაც შეუძლია ინდივიდუალოროაბ მიანიჭოს თქვენს ინტერიერს. დაფიქრდით, ნუთუ არ მოგწონთ ინტერიერები Candy-ს ვარიანტში გადაწყვეტილი?

 

pink-interior-vardisferi-interieri-1

pink-interior-vardisferi-interieri-2

 

4. ყავისფერი

დააკვირდით, გაიკითხეთ და თქვენც დარწმუნდებით, რომ უამრავი ადამიანი ინტერიერში დომინანტ ფერად ყავისფერის შეთავაზების შესახებ საკმაოდ გულგრილი დარჩება. ეს ფერი მოსაწყენ, მელანქოლიურ და ხშირ შემთხვევაში პესიმისტურ განწყობასთან ასოცირდება, ბევრს შუა საუკუნეების ინტერიერი გაახსენდება, სიბნელე და ცეცხლის შუქი კედლებიდან, მაგრამ რეალურად ყავისფერს გააჩნია უდიდესი პოტენციალი როგორც დიზაინერული ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. ყავისფერი არის მიწისა და ხის ფერი და მას შესაბამისი ზემოქმედებაც აქვს ადამიანზე: ის არის ნიშანი სანდოობის, ერთგულებისა და სტაბილურობის და ფერს შეუძლია ადამიანის დამშვიდება. შეიძლება არ დაიჯეროთ და ტკივილის შემსუბუქებისაც !!! ამიტომ ნუ იჩქარებთ ხაზგასმით თქვათ უარი ყავისფერის გამოყენებაზე ინტერიერში.

 

brown-interior-yavisferi-interieri-2

brown-interior-yavisferi-interieri

 

5. ფირუზისფერი

ძალიან იშვიათად გაიგებთ ამ ფერის გამოყენების შესახებ ინტერიერში, რადგან ბევრისთვის ეს ფერი მომწვანო – ცისფერია, ბევრისთვის მოცისფრო მწვანე და ა.შ, სხვა ვარიაციები.
მოდით სწორად დავარქვათ სახელი – ეს არის ფირუზისფერი, ეს არის უნიკალური მინერალის ფერი და არ შეიძლება ამ სახელის დამახინჯება. ფირუზი ხომ დედამიწის ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი საჩუქარია. ის არის სინათლის გამოსახულება ბუნებაში, ეს არის ფერი, რომელიც მოგვაგონებს ზღვას და ოკეანეს. ჩვენ კი ვიცით რომ ზღვას საოცრად დამამშვიდებელი ეფექტი აქვს ადამიანზე. ფირუზის ფერი ოდითგანვე ითვლებოდა ჭეშმარიტებისა და რწმენის ფერად, ჯერ კიდევ ისტორიულ წარსულში ადამიანები თვლიდნენ რომ ამ ფერს აქვს განკურნების ძალა, საკუთარ თავში დარწმუნებისა და შემოქმედებით აღმაფრენის მინიჭების უნარი. კიდევ ერთ პლუსად ფირუზისფერის არჩევისას შეიძლება ჩავთვალოთ ის, რომ ეს ფერი შესანიშნავად ერწყმის თვალით ხილული ფერების უმრავლესობას, ამიტომ გაცილებით მარტივია ინტერიერში ამ ფერით თამაში.

 

turquoise-interior-firuzisferi-interieri-1

turquoise-interior-firuzisferi-interieri-2

6. ყვითელი

ეს არის ყველაზე მსუბუქი და კაშკაშა ფერი სპექტრში, ეს არის სინათლის ფერი და რაც მთავარია ერთ-ერთი ძირითადი ფერი. ყვითელი ფერი ამხნევებს, ტონუსში მოყავს ადამიანი, დადებითად მოქმედებს ტვინის მუშაობაზე, ააქტიურებს ტვინის უჯრედებს, ასოცირდება მზესთან, სითბოსთან, ზაფხულთან. აქვს ნეგატიური ენერგიის შთანთქმის უნარი. მარტივად ერწყმის ბევრ სხვა ფერს. მაგრამ აუცილებელია დავიცვათ ბალანსი და არ გადავაჭარბოთ – არავითა შემთხვევაში არ გამოიყენოთ – ძალიან ბევრი ყვითელი !!!

yellow-interior-yviteli-interieri-1

yellow-interior-yviteli-interieri

7. წითელი

წითელს ფერს ახასიათებს უდიდესი ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური ზემოქმედების უნარი ადამიანზე, ამიტომ ინტერიერები სადაც დომინანტი არის წითელი ფერი გვხვდება ძალიან იშვიათად. უდიდესი ძალისხმევა სჭირდება ამ ფერით დეკორირებას და შეუმჩნეველია ზღვარი საინტერესო და უგემოვნო ინტერიერს შორის. რეალურად ერთმა დამატებითმა წითელმა აქსესუარმა ან ნივთმა შეიძლება საოცარ გადატვირთულ და უგემოვნო შედეგამდე მიგვიყვანოს. რთულია ასევე აქსესუარების სწორად და სწორი რაოდენობით შერჩევაც – ამიტომ ჩვენი მთავარი რჩევაა, თუ თქვენ ხართ ამ ფერის მოტრფიალე და აუცილებლად გინდათ მისი გამოყენება ინტერიერში – დაეკითხეთ დიზაინერს!!! ძალიან ცოტა ადამიანს შესწევს უნარი წითელი ფერის აქტიურად გამოყენებით არ დაამახინჯოს ინტერიერი.

red-interior-tsiteli-interieri

8. ცისფერი
ხშირად ცისფერი ინტერიერი ისტორიული ფილმების ასოციაციას იწვევს ჩვენში, საფრანგეთი, ნაპოლეონ ბონაპარტი – სასახლეები სადაც ოთახების კედლები ღია ცისფრად ხოლო კარები და იატაკი მუქი ფერის იყო. არანაკლებ პოპულარული იყო ცისფერი ინტერიერები საბჭოთა კავშირში.
ამ ფერს დამამშვიდებელი ეფექტი აქვს ადამიანზე, აღძრავს კარგ მოგონებებს. ადამიანს ანიჭებს სიმშვიდეს და უდარდელობას. ამიტომ ითვლება რომ ერთ ერთი საუკეთესო ფერია ინტერიერის გასაწყობად. არ არის აუცილებელი ისტორიულ მაგალითებს მივბაძოთ და კედლები შევღებოთ ცისფრად, მაგრამ ცისფერი შტრიხები, დეკორაციები და აქსესუარები ნამდვილად კარგ შედეგს მოგვცემს

 

blue-interior-cisferi-interieri

9. მწვანე

ყველაზე კომფორტული, სასიამოვნო და ხალასი ფერია მთელს პალიტრაში, რომელსაც მოაქვს მხოლოდ დადებითი ემოციები. ასოცირდება სიცოცხლესთან, ბუნებასთან, ბუნების გამოღვიძებასთან, სუფთა ჰაერთან, მინერალებთან. აქვს საოცარი ანტისტრესული ზემოქმედება, ამიტომ ამ ფერის გამოყენება ინტერიერში შეიძლება ყველა დანიშნულების ოთახში: სამზარეულო, სააბაზანო, საძინებელი, მისაღები და ა.შ.

green-interior-mtsvane-interieri-1

10. ნარინჯისფერი

ნარინჯისფერის გამოყენება ინტერიერში მოითხოვს ძალიან დიდ სიფრთხილეს, რადგან ეს არის ძალიან ენერგიული ფერი. მიუხედავად იმისა რომ ნარინჯისფერს გააჩნია უამრავი ტონალობა, მაინც მიღებულია რომ ამ ფერით მოხდეს აქცენტირება, დეკორირება, გაწყობა და არა მთალიანად წარმოდგენა ინტერიერში. თუმცა ძირითად ფერად გამოყენების ერთეული შესანიშნავი მაგალითებიც არსებობს.
ამ ფერის აქსესუარებს შეუძლია ინტერიერი გახადოს იცოცხლით სავსე, თბილი, აქტიური.

orange-interior-narinjisferi-interieri-1

orange-interior-narinjisferi-interieri-2

კომენტარი