თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე ფრანგული ბრენდის გოტიე/Gautier ოფიციალური შოურუმი გაიხსნა.

IMG_1716

3 წლის წინ გოტიეს ფრანგული ავეჯი, ახალი ნათების პრემიუმ კლასის შოურუმში Forum by New Light – იყო წარმოდგენილი და უდიდესი სიყვარულითა და პოპულარობით სარგებლობდა. სწორედ ეს გახდა მიზეზი ამ ავეჯისთვის ცალკე სალონის გახსნისა.

ალბათ გაინტერესებთ რატომ შეუყვარდა ქართველ მომხმარებელს ეს ავეჯი? სიამოვნებით გაგაცნობთ და ვისაც ჯერ კიდევ არ შეუძენია ავეჯი სახლისთვის, იმედია დავეხმარებით გადაწყვეტილების მიღებაში:

  • გოტიეს ავეჯის ყველა მოდელი, სრულად იწარმოება საფრანგეთში, საკუთარი ნედლეულით.
  • გოტიე აწარმოებს დახვეწილ, ელეგანტურ პროდუქციას ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან.
  • გოტიე იყო პირველი ფრანგული ავეჯის მწარმოებელი კომპანია, რომელმაც  სამი ISO სერტიფიკატიმოიპოვა: ხარისხის, გარემოსა და უსაფრთხოების სფეროში.
  • გოტიეს ავეჯი გამოირჩევა უმაღლესი ხარისხით, ფრანგული ელეგანტური დიზაინითა და ფუნქციურობით.
  • ფრანგული ბრენდი „გოტიე“ (Gautier) უკვე  55 წელზე მეტია, ავეჯის წარმოების სფეროში დომინირებს. კომპანიას  115-ზე მეტი ოფიციალური წარმომადგენელი ჰყავს მსოფლიოში, საფრანგეთში კი, 60-ზე მეტი მაღაზია–სალონითაა წარმოდგენილი.

რა ტიპის ავეჯი შეგიძლიათ ნახოთ შოურუმში?

✔  მისაღები ოთახის
✔ სასადილო ოთახის
✔  საძინებელები
✔ და ის რაც განსაკუთრებით მოექცა inndesign.ge – ის ყურადღების ქვეშ  – საბავშვო და მოზარდის ოთახის ავეჯი! თუ თქვენ წაიკითხეთ ჩვენი რჩევები საბავშვო ოთახის მოწყობის შესახებ ამ პოსტში მაშინ იცოდეთ, რომ ეს ავეჯი სრულად პასუხობს ყველა მოთხოვნას.

Stylish french living – სლოგანი, რომელსაც თითქოს ფრანგული მუსიკის ჰანგები და კრუასანის სურნელი მოაქვს, ზუსტად გახვედრებთ რა ტიპის ავეჯზეა საუბარი.

ავეჯი, რომელმაც ასეთი სიყვარული დაიმსახურა ქართველ მომხმარებელში, არანაკლებ პოპულარულია მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს, თუნდაც ის რომ ეს კომპანია უდიდეს პასუხისმგებლობას იღებს გარემოს დაცსვის კუთხით.

გარდა ამისა მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ

საფრანგეთში, საკუთარ საწარმოში „გოტიე“ აწარმოებს მერქნის ფილებს, რაც მას საშუალებას აძლევს მუდმივად აკონტროლოს მასალის ხარისხი. კომპანია იყენებს მხოლოდ ბუნებრივ და გადამუშავებად მასალას, რომელიც არ დეფორმირდება თავისი მდგრადობისა და დაფარვის ხარისხის გამო. სწორედ, მაღალი ხარისხი აძლევს მომხმარებელს საშუალებას დაშალოს და ააწყოს „გოტიეს“ ავეჯი მისთვის ზიანის მიყენების გარეშე.

ცხოვრების სტილი იცვლება.

დღესდღეობით შესაძლებელი ხდება საცხოვრებელი სივრცის ბოლომდე ათვისება და ოპტიმალურად გამოყენება. „გოტიეს“ მოდელები, რომლებიც საუკეთესოდ ერგებიან სახლის ინტერიერს და საშუალებას აძლევენ მფლობელს დაზოგოს, რაც შეიძლება მეტი, ადგილი.
mtavari

GAUTIER ( (21)

IMG_1606

IMG_1614

IMG_1612

 

 

 

კომენტარი