პოსტის პირველი ნაწილი იხილეთ ამ ლინკზე

როგორც  სტატიის პირველ ნაწილში აღვნიშნეთ გათბობის ქვაბის შესახებ  მეტი ინფორმაციის მოსაპოვებლად შევაგროვეთ ყველაზე ხშირად დასმული კითხვები და მივმართეთ საგას გაყიდვების სამსახურის უფროსს ნოდარ ლაშქარაშვილს.

აქვე შეგახსენებთ, რომ უკვე 22 წელია საგა არის ლიდერი კომპანია HVAC  სისტემების ბაზარზე საქართველოში და მისი მიღწევებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია იტალიური კომპანია „არისტონ თერმო ჯგუფის“ ექსკლუზიური წარმომადგენლობა. ამ ბრენდის პროდუქცია საქართველოში განსაკუთრებული სიყვარულითა და მოთხოვნით სარგებლობს.

968_1074_z_ariston_cares_premium_web_1

ariston-genus-premium-evo-system-2-7e93c6591e58614003441bef7aea6b0c915

 

ბ-ნო ნოდარ პროდუქციის რეალიზაციის პარალელურად გაქვთ თუ არა მონტაჟის მომსახურება და როგორია საშუალო ფასები?

რა თქმა უნდა, ეს არის ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი სერვისი ჩვენს კომპანიაში, რომელიც პირდაპირ არის მიმართული უსაფრთხოებაზე. ნებისმიერი პროდუქტი არის უსაფრთხო თუ ის არის სწორად დამონტაჟებული და გაშვებული ექსპლუატაციაში. ჩვენს კომპანიას ჰყავს გამოცდილი და პროფესიონალი მემონტაჟეები, რომლებმაც ტრენინგები და პრაქტიკა გაიარეს როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ, კონკრეტულად ჩვენს პარტნიორებთან და ისინი პროდუქტის შეძენიდან 72 საათის განმავლობაში ახდენენ მონტაჟს.

მინდა შევეხო ერთ მნიშვნელოვან თემას: არის შემთხვევები, როდესაც მომხმარებელი იძენს პროდუქტს მონტაჟის გარეშე. თუ ეს პროდუქტი არის Ariston -ის, ამ შემთხვევაში აუცილებლად ხდება სისტემის გამართულობის შემოწმება და მისი პირველადი გაშვება ჩვენი ხელოსნების მიერ, რაც არის არისტონის მოთხოვნა ყველა დილერისადმი.

ფასებს რაც შეეხება მხოლოდ ქვაბის მონტაჟი ამ ეტაპზე ჩვენთან არის110₾

ასევე გვაქვს საშუალოდ გამოთვლილი რა ჯდება მთლიანად გათბობის მონტაჟი სხვადასხვა ზომის სახლებისათვის და ამის ნახვა შეგიძლიათ ქვემოთ სურათზე.

15110348_1172306066183550_3455575274931660418_o

 

მოდით დავეხმაროთ გამოუცდელ ადამიანებს და აღვწეროთ გათბობის ქვაბის სწორად ექსპლუატაცია.

გათბობის ქვაბის სწორად ექსპლუატაციისათვის ყველაზე მთავარი არის ის რომ რადიატორები იყოს სწორად გათვლილი ქვაბთან მიმართებაში. მოგეხსენებათ ყველა პროდუქტს გააჩნია თავისი სამუშაო რესურსი და თუ ეს წესი დარღვეულია კონკრეტული პროექტის ფარგლებში, იქ გათბობის ქვაბი შესაბამისად მისთვის განკუთვნილ სამუშაო რესურსზე ნაკლებს იმუშავებს.

არ შეიძლება რადიატორების სიმძლავრე აღემატებოდეს ქვაბის სიმძლავრეს, რადგან ამ შემთხვევაში ქვაბი სულ ჩართულია და არ ისვენებს, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება მის სამუშაო რესურსზე.

მოდით მოგიყვებით მარტივი ენით როგორ მუშაობს ეს სისტემა:

როდესაც სისტემა გამართულია და მუშაობს, ქვაბიდან წამოსული ცხელი წყალი მიდის რადიატორში, რადიატორებიდან ხდება სითბოს ართმევა à ანუ ოთახისთვის გადაცემა (ამ დროს თბება ოთახი), შესაბამისად წყალი რომელიც უკან უბრუნდება ქვაბს უკვე ცივია. ქვაბს მისდის სიგნალი რომ ოთახში ჯერ ისე არ თბილა, როგორც მეპატრონეს სურს რომ თბილოდეს და იწყება წყლის თავიდან გაცხელება. ამასობაში ოთახი ნელ ნელა გათბა და უკან დაბრუნებული წყალი არის თბილი და ქვაბი ასეთ დროს ისვენებს.

გათბობის ქვაბისთვის ეს დასვენება ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ მოდით განვიხილოთ შემთხვევები როდის არ ისვენებს ქვაბი

  • როდესაც რადიატორების სიმძლავრე იმაზე დაბალია ვიდრე უნდა იყოს ამ ფართობის ოთახზე გათვლილი

  • როდესაც კარფანჯარა არის ძველი ან ისეთი, რომელიც ატარებს სითბოს გარეთ

  • როდესაც ხდება სახლში მუდმივი განიავება (მთელი დღის მანძილზე)

მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორი გათბობის ქვაბისა და ცენტრალური გათბობის სწორად მუშაობისათვის არის გათბობის სისტემის სწორი დაგეგმარება: სასურველია ვიცოდეთ ჭერის სიმაღლე, რა მასალის არის კარ-ფანჯარა, კუთხის არის თუ არა ბინა, რომელი სართულია – ამ ყველაფერს უდიდესი ყურადღება ექცევა რადგან ამ მონაცემების შეჯამებით ხდება ეფექტიანი, სანდო და საიმედო პროექტის შედგენა და შემდგომ მონტაჟი.

instalaciones-fami-ofertas-calderas-condensacion-ariston-cares-premium-24ff-eu-01

 

რა შემთხვევაში არის ეკონომიური გათბობა და როდის იხარჯება ზედმეტი რაოდენობით ბუნებრივი აირი?

როგორც ზევით ვისაუბრეთ, თუ ქვაბი სულ ჩართულია და მთელი სიმძლავრით მუშაობს წყლის გაცხელებაზე ხანგრძლივი ვადით – ამ დროს ბუნებრივია ხდება მეტი რაოდენობით ბუნებრივი აირის ხარჯვა და შესაბამისად ეს აისახება ჩვენს გადასახადებზეც. ხოლო თუ სწორად გავმართავთ ყველაფერს და ქვაბს შევუქმნით სწორად მუშაობის პირობებს და ის არ იმუშავებს უწყვეტ რეჟიმში წყლის გაცხელებაზე, გათბობაც იქნება შედარებით ეკონომიური.

მართალია თუ არა რომ გათბობის ქვაბი შეიძლება გაიყინოს? რა შემთხვევაში და როგორ ავიცილოთ თავიდან? ხოლო თუ მაინც გაიყინა როგორ მოვიქცეთ?

დიახ აბსოლუტური სიმართლე გახლავთ და 0°-დან მინუსები უკვე სახიფათოა როგორც ქვაბისთვის ასევე მილებისათვის, გამოსავალი არის ის რომ უნდა მოხდეს გათბობის მილებისა და ქვაბის კარგად შეფუთვა, მისი რამე სათავსოში მოთავსება ან სახლში დამონტაჟება.

ასევე ძალიან კარი იქნება თუ მოხდება წყლის სისტემაში გლინკონის ჩასხმა.

თუ გაიყინა პირველ რიგში გვახსოვდეს, რომ თვითნებურად არანაირი ქმედება არ ჩავიდინოთ, ვრეკავთ სერვის ცენტრში, მოდის სპეციალისტი, რომელიც ადგილზე აკეთებს დათვალიერებას, რადგან ზიანდება მხოლოდ რამოდენიმე დეტალი შემდგომი კარგად ფუნქციონირებისათვის აუცილებელია მოხდეს დაზიანებული ადგილების იდენტიფიცირება და შემდგომ შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა.

როგორ ხდება წნევის დარეგულირება გათბობის ქვაბში, რომელია ნორმალური და რომელია საგანგაშო წნევა?

პირველ რიგში აუცილებელია ვიცოდეთ რომ რაც არ უნდა მაღალი წნევა წარმოიქმნას ქვაბში, მას აქვს თავისი უსაფრთხოების სარქველი, რომელიც არის 3 ბარზე დაყენებული. თუ მოხდა წნევის აწევა 3 ბარზე ზევით, ამ შემთხვევაში ქვაბი ამ წყალს დაღვრის და არ არის საფრთხე იმისა რომ შეიძლება მოხდეს სადმე მილებში რამეს გახეთქვა და დაზიანება.

წნევის დარეგულირება ხდება ძალიან დიდი სიფრთხილით შემშვები ვინტილის მეშვეობით.

ნორმალური სამუშაო წნევა გათბობის ქვაბისა არის 1.5 ბარი.

არ არის სასურველი ასევე ქვაბი მუშაობდეს დაბალ წნევაზე, მინიმალური უნდა იყოს 1.3 ბარი.

რა შეიძლება იყოს მიზეზი, როდესაც გათბობის ქვაბი კარგად მუშაობს, მაღალ ტემპერატურას აჩვენებ და რეალურად ამ დროს რადიატორები კარგად არ თბება?

ეს ხდება ხოლმე იმ შემთხვევაში:

  1. თუ გამათბობელი სისტემის ტრასა არის რთულად გაყვანილი, რაც ხშირად იწვევს იმას რომ ბოლო და ბოლოს წონა რადიატორებამდე არ მიდის შესაბამისი ენერგია და ჩნდება საცირკულაციო ტუმბოს საჭიროება, რაც საქართველოში გვაქვს არჩევით, მაგრამ ევროპაში აუცილებლად უნდა შეიძინოთ თუკი ცენტრალურ გათბობას აყენებთ.
  2. იშვიათად, მაგრამ არ არის გამორიცხული იყოს არასწორი დაპროექტებით გამოწვეული გაუმართაობა.
  3. სისტემა შეიძლება იყოს დასაჰაერებელი – ანუ შესაძლოა ჰაერი იყოს გამოსატუმბი. ასეთ შემთხვევაში ხშირად სანახევროდ თბება რადიატორი.
  4. ქვაბის სიმძლავრე – რომელიც შესაძლოა იყოს არასაკმარისი რადიატორების სიმძლავრესთან.

ვსმენია, რომ ადამიანები ყიდულობენ მეორად გათბობის ქვაბებს, რამდენად გამართლებულია ეს და რას ურჩევდით ამ ადამიანებს?

როდესაც ადამიანი ყიდულობს მეორად ქვაბს, აუცილებელია გაითვალისწინოს ის რომ ამ ქვაბის საგარანტიო პერიოდი უკვე გასულია, აუცილებლად უნდა მიაქციონ ყურადღება რამდენად სწორად მოიხმარდნენ, ხდებოდა თუარა ტექნიკური დათვალიერება – რადგან შესაძლოა რეალურად ამ ქვაბის გამოყენება მას დაუჯდეს 2-ჯერ ან გაცილებით მეტი ვიდრე ახალის შემთხვევაში გადაიხდიდა.

ასევე აუცილებელია მეორადი ქვაბის ყიდვისას გაითვალისწინონ ამ ადამიანებმა ერთი ნიუანსი – არის თუ არა ბაზარზე ამ ქვაბის სათადარიგო ნაწილები.

ყველა ვარიანტში მინდა იცოდენენ ამ ადამიანებმა, რომ საკმაოდ დიდი რისკია მეორადი ქვაბების ყიდვა და სასურველია აუცილებლად აჩვენონ ვინმე კვალიფიციურ ტექნიკოსს.

როდის და რატომ შეიძლება აითიშოს თავისით გათბობის ქვაბი?

გაზის მიწოდების შეწყვეტისას, წყლის წასვლისას გაითიშება მხოლოდ სანიტარული წყალი, რომელსაც მოვიხმართ ონკანებიდან, რა თქმა უნდა ელექტროენერგიის გათიშვისას.

რა რჩევები გექნებოდათ უკვე გარემონტებულ ბინაში ცენტრალური გათბობის დაყენების შესახებ? რამდენად შეიძლება აკურატულად გამხორციელდეს ეს პროექტი?

ამ შემთხვევაში გამოსავალი არის ორმილოვანი სისტემა, რომელიც საკმაოდ აკურატულად კეთდება და იმალება პლინტუსებში. ასევე შესაძლებელია მილებმა გაიაროს კედელზე და დღეს უკვე არსებობს სპეციალური გარსაცმები, რომლებიც მალავს ამ მილებს და აუხეშად აღარ გვხვდება თვალში.

გვიამბეთ გათბობის ხელოსნებზე? სად სწავლობენ ეს ადამიანები ამ ხელობას? არსებობს თუ არა საქართველოში გადამზადების კურსები თუ კომპანიები თავად უზრუნველყოფთ ამას?

ჩვენ, კომპანია საგას ჰყავს სპეციალისტების ძალიან დიდი გუნდი, რომლებიც არიან კარგად დატრენინგებული, გადამზადებული და კვალიფიციური კადრები, რომელთა გადამზადებაზე ზრუნავს კომპანია.

მათთვის სწავლება ხდება უშუალოდ მომწოდებლების მიერ დაგეგმილ და განხორციელებულ სემინარებზე, ტრენინგებზე როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ. საგას აქვს საკუთარი ტრენინგ ცენტრი, სადაც ხდება ასევე ახალმოსული კადრების გადამზადება როგორც თეორიულად ასევე პრაქტიკაში. წელიწადში ერთხელ ხდება რჩეული ხელოსნების გაგზავნა იტალიაში, სადაც უშუალოდ ეცნობიან არა მხოლოდ მონტაჟის, არამედ წარმოების პროცესსაც.

tipuri-de-centrale-termice-types-of-central-heating-systems-980x600

კომენტარი