მასალის სიდიდის გამო პოსტი გაიყო 2 ნაწილად, გთავაზობთ პირველ ნაწილს

რა არის პირველი კითხვები რომლებიც გათბობის ქვაბის შეძენისას ებადება რიგით მომხმარებელს?

ხარჯი? ეფექტიანობა? გარანტიები? უსაფრთხოება? ენერგოეფექტურობა? – დიახ !!!

electric-radiator-for-your-room

დღესდღეისობით მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი იყენებს ცენტრალური გათბობის სისტემებს სახლებსა თუ სხვა დანიშნულების ობიექტებზე და შესაბამისად იბადება უამრავი შეკითხვა სწორად შერჩევისა და გამოყენების შესახებ.

ამის გამო ვეწვიეთ საქართველოში გათბობის სისტემების რეალიზაციის სფეროში ლიდერ კომპანიას  „საგა“

კომპანიას რომელიც ორიენტირებულია ადამიანებს შეუქმნას ჯანსაღი და კომფორტული გარემო და მათგან მოვიპოვეთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია გათბობის ქვაბების შესახებ.

##

კომპანია ბაზარზე 1994 წელს გამოჩნდა და გათბობის, ცხელი წყალმომარაგების, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორი და დისტრიბუტორია. კომპანია საქართველოში ისეთი ცნობილი ბრენდების ოფიციალური დილერია, როგორებიცაა იტალიური ARISTON, EMMETI, DAB, AERMEC, ფრანგული ATLANTIC , არგენტინული LONGVIE, თურქული DEMIRDOKUM და სხვ.

1994 წლიდან, კომპანიამ  განვითარების  ხანგრძლივი გზა განვლო. ეს იყო ძალიან  რთული  პერიოდი, იცვლებოდა კომპანიის ძირითადი მიმართულებებიც. 2012 წლამდე ბაზარზე წარმოდგენილი იყო მაღაზია „თქვენი არჩევანი“, 2012 წელს კი, რებრედინგის პროცესი დაიწყო და ბაზარზე  გამოჩნდა მაღაზიათა ქსელი  – „საგა“. საგა – ხანგრძლივ ისტორიას ნიშნავს და სწორედ ამიტომ აირჩა ეს სახელწოდება.

უკვე 22 წელია საგა არის ლიდერი კომპანია HVAC  სისტემების ბაზარზე და მისი მიღწევებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია იტალიური კომპანია „არისტონ თერმო ჯგუფის“ ექსკლუზიური წარმომადგენლობა.

საგას ერთ-ერთი დიდი უპირატესობა ავტორიზებული  სერვის-ცენტრია სადაც მარაგები როგორც პროდუქციის ასევე სათადარიგო ნაწილების ყოველთვის საკმაოდ დიდია, რის მეშვეობითაც ხდება მომხმარებლის პრობლემების 24 საათში მოგვარება.

ვიდრე კონკრეტულად ინტერვიუზე გადავიდოდეთ გვინდა სიახლის შესახებ გაცნობოთ, საგაში უკვე შეგიძლიათ შეიძინოთ Ariston -ის ახალი თაობის ქვაბები, რომლების მართვაც ხდება დისტანციურად მობილური აპლიკაციის Ariston Net მეშვეობით. დამეთანხმებით ეს უდიდესი კომფორტია ყველა ოჯახისთვის. აქვე შეგახსენებთ რომ Ariston-ის პროდუქცია ნამდვილად იწარმოება იტალიაში!!!

15288497_1185545338192956_8089692140723150072_o

რა უნდა ვიდოდეთ გათბობის ქვაბის შესახებ, როგორ შევარჩიოთ და გამოვიყენოთ? ამ შეკითხვებით მივმართეთ საგას გაყიდვების სამსახურის უფროსს ნოდარ ლაშქარაშვილს.

ბ-ნო ნოდარ მკითხველმა უკვე იცის რა ბრენდების და რომელ ქვეყნებში წარმოებული პროდუქციის შეძენა შეუძლიათ თქვენთან, როგორც ვიცით თქვენთან ნაყიდ პროდუქციას მოყვება 3 წლიანი გარანტია. მოგვიყევით რა შემთხვევაში არ ვრცელდება გარანტია გაყიდულ პროდუქციაზე?

დიახ, საგაში ნაყიდ გათბობის ქვაბებს და სხვა პროდუქციასაც მოყვება 3 წლიანი გარანტია, რომელიც ვრცელდება თითქმის ყველა შემთხვევაში გარდა 3 გამონაკლისისა:

  • ყინვისგან მიყენებული დაზიანება (გაყინული დეტალები ან მილები)
  • დენის ცვალებადობისგან გამოწვეული დაზიანება
  • მექანიკური დაზიანება

რა უნდა გავითვალისწინოთ გათბობის ქვაბის არჩევისას?

მოსახლეობის დიდი ნაწილი, გათბობის ქვაბის შეძენისას სვამს კითხვას „რამდენ კვადრატულზეა ესა თუ ის ქვაბი გათვლილი“ – რაც არჩევის პროცესში არასწორი მიდგომაა, რადგან რეალურად ქვაბი ემსახურება რადიატორებს და ეს რადიატორები ემსახურება კვადრატულობას.

  • იმისათვის რომ სწორად შევარჩიოთ ქვაბი, უნდა ვიცოდეთ აუცილებლად რადიატორების სიმძლავრე რათა შეირჩეს შესაბამისი სიმძლავრის ქვაბი.
  • ასევე აუცილებელია ვიცოდეთ წყლის წერტილები, რამდენ ადგილზე გვინდა რომ ცხელი წყალი მივიღოთ.
  • აუცილებელია ყურადღება მიექცეს გაყიდვის შემდგომ მომსახურებას, მოყვება თუ არა გარანტია, შეუძლია თუ არა კომპანიას, რომელიც ყიდის ამ პროდუქტს უზრუნველყოს მისი შემდგომი მომსახურება ყველა სათადარიგო ნაწილით.
  • ძალიან ხშირად ადამიანები არჩევის პროცესში უპირატესობას ანიჭებენ ბრენდსაც, რაც რა თქმა უნდა ერთ ერთი ფაქტორია, რადგან როგორც ვიცით ბრენდი ეს არის გამოცდილება, ხარისხი და ისტორია. ბრენდული პროდუქტი ნიშნავს პროდუქტს რომელსაც უკვე გააჩნია რეპუტაცია, რადგან ბრენდის მიმართ ნდობა ყოველთვის ძალიან მაღალია.

რას უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება უსაფრთხოების თვალსაზრისით?

დავიწყოთ იმით რომ გათბობის ქვაბის შეძენა, მონტაჟი და ექსპლუატაციაში გაშვება ნამდვილად არ არის არანაირ საფრთხეებთან დაკავშირებული. ეს არის უკვე დროში გამოცდილი და უსაფრთხო პროდუქტი.

თუმცა არის მცირე ნიუანსები რომლებსაც კარგი იქნება თუ გავითვალისწინებთ, როგორც უსაფრთხოების ასევე პროდუქტის სამუშაო რესურსის შენარჩუნებისათვის.

  • სასურველია გათბობის ქვაბს დავუყენოთ დენის დამცველი.
  • აუცილებელია პროდუქტის დამონტაჟება მოხდეს გამოცდილი და პროფესიონალი კადრის მიერ.
  • ჩავასხათ სპეციალური სითხე – გლინკონი, რომელიც იცავს წყალს გაყინვისგან
  • ქვაბი მოვათავსოთ თბილ ადგილას ან აივანზე დამონტაჟების შემთხვევაში შევფუთოთ და დავიცვათ ყინვისგან.

602_z_clas_in_position_web

გაგრძელება მომდევნო პოსტში…

კომენტარი