დღეს გვსურს გიამბოთ ნიუ იორკის ერთ ერთი არაჩვეულებრივი სამშენებლო პროექტის შესახებ: ეს არის მსოფლიოში ცნობილი „School of Genius”-ის (გენიოსების სკოლა) კამპუსი – რომლის მიზანია ქალაქის სწრაფად მზარდი ტექნიკური ინდუსტრიის სტიმულირება.
უზარმაზარ ტერიტორიაზე განთავსებული სკოლა, რომელიც Roosvelt Island-ზე მდებარეობს მანჰეტენისა და ქუინსის დაბებს შორის, არქიტექტოთა დაპირების თანახმად უნდა იყოს „ ბუნებასთან ყველაზე მეტად ახლოს მდგომი და ენერგოეფექტური კამპუსი მსოფლიოში.“
პროექტზე იმუშავეს წამყვანმა სპეციალისტებმა: ლანდშაფტის დაგეგმარება მოხდა Skidmore-ის, Owings & Merrill-ისა და James Corner Field Operations-ის მიერ. ხოლო ისეთმა ცნობილმა სტუდიებმა როგორებიცაა Morphosis, Handel Architects და Weiss/Manfredi-მ დააპროექტეს შენობები კამპუსისთვის.

cornell-tech-by-morphosis-handel-weiss-manfredi_dezeen_784_0

cornell-tech-by-morphosis-handel-weiss-manfredi_dezeen_784_1

cornell-tech-by-morphosis-handel-weiss-manfredi_dezeen_784_2

cornell-tech-by-morphosis-handel-weiss-manfredi_dezeen_784_3

მედიის მიერ „გენიოსების სკოლად“ მონათლული ნიუ იორკის კორნელის ტექნიკური უნივერსიტეტი დაარსდა 2011 წელს და ამჟამად იგი Google-ის სათაო ოფისშია განთავსებული მანჰეტენზე, აქ სტუდენტები განათლებას იღებენ ბიზნესსა და კომპიუტერულ მეცნიერებებში.

Morphosis Architects-დან Thom Mayne-მა ახალი კამპუსისთვის დააპროექტა სასწავლო შენობა, რომელსაც ჰქვია Bloomberg Center. შენობა დაგეგმარებულია ისე, რომ იყოს ერთ-ერთი ყველაზე ენერგოეფექტური შენობა, რომელიც საჭირო ენერგიას გამოიმუშავებს თავიისავე ტერიტორიაზე.
„შენობა ტრადიციული აკადემიური შენობის სტილისგან განსხვავდება. მას აქვს ღია დაგეგმარება და დიდი სივრცე როგორც ერთობლივი, ისე კერძო მუშაობისათვის,“ განაცხადა უნივერსიტეტმა.

cornell-tech-by-morphosis-handel-weiss-manfredi_dezeen_784_4

cornell-tech-by-morphosis-handel-weiss-manfredi_dezeen_784_5

cornell-tech-by-morphosis-handel-weiss-manfredi_dezeen_784_6

cornell-tech-by-morphosis-handel-weiss-manfredi_dezeen_784_9

ნიუ იორკულმა Handel Architects-მა დააპროექტა 26 სართულიანი საცხოვრებელი ცათამბჯენი, რომელიც იქნება მსოფლიოს უმაღლესი Passivehaus შენობა – ის გამოიყენებს ბუნებრივ გათბობასა და ვენტილაციის სისტემებს. 82 მეტრის სიმაღლის საერთო საცხოვრებელში იქნება 350 ბინა პროფესორებისთვის, თანამშრომლებისა და სტუდენტებისათვის.
შენობას გააჩნია ჩრდილოვანი ფასადი, შენობის ჰერმეტული დახურვა და ენერგიის აღმდგენი სავენტილაციო შენობა.
„ტრადიციულ შენობასთან შედარებით ეს ცათამბჯენი შეინახავს 882 ტონა ნახშირორჟანგს ყოველწლიურად, რაც 5300 ახალი ხის დარგვას უდრის“
ე.წ. The Bridge იქნება „კრისტალური ინკუბატორი,“ სადაც სასწავლო და ინდუსტრიული გარემო ერთ ჭერქვეშ გაერთიანდება. შვიდსართულიან შენობაში განლაგდებიან სტუდენტები და ადგილობრივი მეწარმეები. ისინი ერთად იმუშავებენ ციფრულ სფეროში.
„The Bridge Cornell Tech შესაფერისი ადგილია იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ცდილობენ საკუთარი პროდუქციის დატესტვასა და გაშვებას. ესაა ადგილი, სადაც კვლევა შემოდის ცხოვრებაში და ტექნოლოგია ხვდება ბაზარს,“ თქვა MaryAnne Gilmartin-მა, Forest City Ratner Companies-ის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა. სწორედ აღნიშნული კომპანიაა შენობის დეველოპერი.

1

cornell-tech-by-morphosis-handel-weiss-manfredi_dezeen_784_16

cornell-tech-by-morphosis-handel-weiss-manfredi_dezeen_784_17

The Cornell Tech-ის კამპუსი გაიხსნება 2017 წლის ზაფხულში.
„Cornell Tech საუნივერსიტეტო ტექნიკური განათლების რევოლუციური მოდელია, რომელიც ავითარებს ციფრული ხანის ლიდერებსა და ტექნოლოგიებს“
ეს 2 მილიარდ დოლარიანი პროექტი ფინანსდება საჯარო და კერძო მხრიდან. 100 მილიონი დოლარი გადაიხადა Michael Bloomberg-მა, ბიზნეს მაგნატმა, რომელმაც ეს პროექტი წამოიწყო ნიუ იორკის მერობის დროს

cornell-tech-by-morphosis-handel-weiss-manfredi_dezeen_784_18

cornell-tech-by-morphosis-handel-weiss-manfredi_dezeen_784_19

წყარო: http://www.dezeen.com/2015/06/18/new-york-city-cornell-tech-campus-morphosis-and-weiss-manfredi-handel-university-usa-breaks-ground/

კომენტარი