ეს ორი პავილიონი, რომელიც აშენდა ნიუ იორკის Governors Island-ზე, უნდა იყოს უფრო მეტი, ვიდრე თვალწარმტაცი თანამედროვე სტრუქტურა. ზაფხულის ბოლოს პავილიონები გადამუშავდება, რათა გაკეთდეს ჭაღები, მზისგან დამცავი ტენტები და ხამანწკების სახლები.
პავილიონები, რომლებიც გაკეთებულია მეორადი  ნივთებით, აშენდა ნიუ იორკის ნავსადგურში კუნძულზე მას შემდეგ, რაც დიზაინის ყოველწლიურ კონკურსზე ჟიურიმ ვერ შეძლო მხოლოდ ერთი გამარჯვებულის გამოვლენა.
„კონკურსის – City of Dreams Competition 5 წლიანი არსებობის მანძილზე ასეთი რამ არასდროს მომხდარა,“ თქვა David Koren-მა, Figment-ის აღმასრულებელმა პროდიუსერმა. ესაა ორგანიზაცია, რომელიც City of Dreams Competition-ის თანაორგანიზატორია American Institute of Architects-ის ნიუ იორკის კომიტეტთან ერთად.
წინა წლის გამარჯვებული იყო ღრუბლის ფორმის ნაგებობა, რომელიც გაკეთდა 53 780 პლასტმასის ბოთლისგან. წელს ჟიური ვერ მივიდა საერთო აზრამდე და, ამიტომაც ორი გამარჯვებული გამოავლინა: The Billion Oyster Pavilion BanG Studio-გან და Organic Growth Pavilion Izaskun Chinchilla Architects-გან.
„ჟიური ხედავდა, რომ ორივე – The Billion Oyster Pavilion და Organic Growth ძალიან საინტერესო დიზაინით შექმნილი პროექტები იყო, რომლებიც კონკურსის შინაარსს სრულიად სხვადასხვაგვარად ერგებოდა,“ თქვა Koren-მა.
„ალბათ, ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ რეალური დიალოგი თანამედროვე არქიტექტურასა და მის მდგრად განვითარებას შორის,“ თქვა მან.
Figment და AIA New York წარმატებულ კამპანიას აწარმოებენ პავილიონების მშენებლობის დასაფინანსებლად.
ორივე პროექტი მიემართება გარემოს ბუნების გამოწვევას, რომელიც სახეზეა ნიუ იორკის რეგიონში და მის გარშემო. Billion Oyster Pavilion-ში გამოყენებულია ისეთი საგნები, როგორიცაა ნეილონის თოკი, ფოლადის არმატურული პროფილი, კავები და  ბეტონის გამოუსადეგარი ბლოკები, რომლებიც მოიგვიანებით გადაიქცევა ხამანწკების საცხოვრებლებად.
კუნძულის სკოლა სპეციალური საზღვაოსნო კურიკულუმით მუშაობდა და არ იშურებდა ძალისხმევას, რათა აღედგინა ხამანწკების სახლი ნიუ იორკის ნავსადგურში, სადაც ხამანწკების გამოჩენას დიდი ზეგავლენა ექნება წყალზე მისი გაფილტვრის მხრივ.
Organic Growth Pavilion-ში გამოყენებულია გადაგდებული ნივთები: გატეხილი ქოლგები, ველოსიპედის ბორბლები და ძველი ტაბურეტები. ეს ნივთები საჭირო გახდა, რათა გაკეთებულიყო მცენარეთა ჯგუფის მსგავსი კონსტრუქცია, რომელიც შექმნიდა 95 მ2-იან საჩრდილობელ ტენტს.
ზაფხულის დამთავრების შემდეგ ტენტი დაიშლება და გადანაწილდება სხვდასხვა ადგილას ქალაქის გარშემო, რათა გაკეთდეს საჩრდილობელი ნაწილები ან გამოიყენონ შენობის შიდა დეკორაციად ჭაღისთვის. არქიტექტორები იმედოვნებენ, რომ პავილიონი გამოწვევა იქნება სტუმრებისთვის, რათა შეიცვალონ აზრი ნარჩენებზე და ნაგავიც ჩათვალონ რესურსად.
Governors Island ყოფილი სამხედრო ბაზაა, სადაც არსებული შენობები თარიღდება ადრეული მე-19 საუკუნიდან დღემდე. მისი ფართობი 127 აკრია (70 ჰექტარი). კუნძული დღეს საჯარო პარკი და საზოგადოების სიამოვნებაზე მორგებული ადგილია. მიწის დიდი ნაწილი ნიუ იორკელებზეა გაყიდული, დანარჩენი ეროვნულ ძეგლად გამოცხადდა 2003 წელს.
კუნძულს სეზონურად სტუმრობენ ბორნით მანჰეტენიდან და ბრუკლინიდან. იგი მასპინძლობს კონცერტებს, გამოფენებსა და სპეციალურ სპორტულ ღონისძიებებს, მათ შორის პოლოს ყოველწლიურ მატჩს. კუნძული ქალაქის პირველი საპიკნიკო ადგილია.

ორი პავილიონი ხელმისაწვდომი იქნება ზაფხულში, რაც 27 სექტემბრამდე გასტანს.

წყარო: http://www.dezeen.com/2015/06/16/governors-island-pavilions-billion-oysters-bang-studio-organic-growth-izaskun-chinchilla-architects-new-york-city/

კომენტარი