ჰიპსტერული სუბკულტურა, რომელიც 40-იანი წლების ამერიკაში დაიბადა, უკვე მთელს მსოფლიოს მოედო და გარკვეული გავლენაც კი მოახდინა რიგ მიმართულებებზე. მსოფლიოს რამდენიმე ქალაქში არსებობს ჰიპსტერული სამეზობლოები, უბნები, სადაც ეს ადამიანები განსაკუთრებულ და განსხვავებულ გარემოში ცხოვრობენ.
ბრიტანულმა არქიტექტურულმა სტუდიამ Foster + Partners-მა დუბაის ახალი კვარტლის შექმნეს, რომელიც ნიუ იორკის Metpacking District-ისა და ლონდონის Shoreditch-ის მოდური სამეზობლოს ანალოგიითაა გაკეთებული.
D3 ანუ Dubai Design District ეს ახალი კრეატიული კვარტალია, რომლის მიზანი ქალაქის განვითარება და ახალდაარსებული სტუდიებისა და გალერეებისთვის ცენტრის შექმნაა.

hipster-district

D3 ოფიციალურად 2015 წ. გაიხსნა და ამავდროულად 220-მა ბიზნეს კომპანია მოიზიდა, აქ არის ისეთი მდიდრული ბრენდები, როგორიცაა La Perla და Hugo Boss, ასევე არქიტექტორული და დიზაინერული სტუდიები (Viktor Udzenija და Wanders Wagner Architects).
კვარტალი სრულად არ არის დასრულებული და Foster + Partners გეგმავს თანამედროვე ოფისებისა და საზოგადოებრივი სამუშაო სივრცის მიქსის შექმნას მანქანებისგან დაცლილ ქუჩებსა და გარე ღონისძიებებისათვის განკუთვნილ სივრცეებში.

„ჩვენი პირველი ნაბიჯი აქტივობების ბალანსის დაჭერა წარმატებულ, ახალგაზრდა, კრეატიულ საზოგადოებაში და განსხვავებული მომხმარებლების მისწრაფებების გაგება იყო, ჩვენ გავაანალიზეთ, როგორ გამოიყენებოდა სივრცე და შემდეგ მრავალი ფუნქციით დავტვირთეთ სამუშაო გარემო, რათა იდეალური გამოსულიყო იგი, ეს შერწყმული, ძალიან მოსახერხებელი ელემენტები შექმნიან წარმატებულ, სტაბილურ საზოგადოებას. დიზაინი ვითარდებოდა მოლაპარაკებების, ვოქშოპებისა და ადგილობრივი კრეატიული ადამიანების ჯგუფებთან კონსულტაციების პარალელურად. ჩვენი ამბიციაა, რომ ახალი სივრცე ორგანული იყოს და შეეძლოს ნებისმიერ მიზანზე მორგება.“

– ამბობენ ავტორები

hipster-district-2

hipster-district-3

D3-ის ოპერაციების უფროსი ოფიცრის, Mohammed Al Shehhi-ის მიხედვით, რეგიონი იქნება დუბაის კრეატიული ინდუსტრიის ზრდის მთავარი მოტივატორი და მას აქვს პოტენციალი, რომ გახდეს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დიზაინ ცენტრი.

„მისი ძირითადი მიმართულება იქნება დიზაინი, მოდა, ხელოვნება და სიმდიდრე,“ თქვა მან – ჩვენ, მართლაც, სერიოზული კვლევა ჩავატარეთ, რათა უკეთ გაგვეგო, რა ქმნის დიზაინ საზოგადოებას წარმატებულს. მალევე აღმოვაჩინეთ, რომ აღნიშნულის გასაღები ამ სივრცის კრეატიულად მოწყობა და გაკეთებაა, რაც აქ მაცხოვრებელ ხალხზეც მნიშვნელოვნად აისახება.“

„გარშემო მდგარი ტრადიციული შენობებისგან, არსებული ხელოვნებისგან განსხვავებით, D3 უნიკალურად კრეატიული, მრავალფეროვანი და ქარიზმატული იქნება, რაც მას საშუალებას მისცემს, რომ აღმოჩნდეს მსოფლიოს მოწინავე კრეატიულ ცენტრებს შორის.“

კვარტლის დასრულება 2017 წელსაა დაგეგმილი მესამე და ფინალური ფაზის დამთავრებით, რაც წყლისპირა სასერინო ადგილის გაკეთებას გულისხმობს.

კომენტარი