ჩინური არქიტექტურული ოფისის  MAD-ის საცხოვრებელი პროექტი –  მთის წვერზე განლაგებული პრემიუმ კლასის საცხოვრებელი უბანია Beverly Hills-ისთვის ლოს ანჯელესში.

მაღაზიების თავზე ჩამწკრივებული 18 თეთრი საცხოვრებელი წარმოადგენს „მშობლიური West Coast-ის ახალ მოდელს“ მიმოფანტული Wilshire Boulevard-თვის.

„მაღალი სიმჭიდროვის მქონე ქალაქებში მოდერნისტული და პოსტ-მოდერნისტული საცხოვრებლის ფუნქციები და ფორმატი განსაკუთრებულად პრიორიტეტულია – აცხადებს არქიტექტორი.

ეს კომპლექსი MAD-ის პირველი საცხოვრებელი შენობაა აშშ-ში.

MAD-ის დამფუძნებლი Ma Yansong-ი განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს გარემოს დაცვის საკითხებს და ამიტომ იქ მაცხოვრებლებს სთავაზობს მათთვის ბუნებასთან ჰარმონიაში მყოფ არქიტექტურულ სივრცეს.

სოფლის სიმაღლე თანდათან იმატებს Wilshire Boulevard-კენ და კულმინაციას აღწევს კლდეზე, რომელიც დაფარულია ადგილობრივი გვალვაგამძლე სუკულენტებისა და მცოცავი მცენარეების ცოცხალი კედლით.

ცოცხალი კედელი გადაიჭრება მიწისპირა დონეზე, სადაც ქუჩისპირა ზოლზე განლაგებულია შემინული კომერციული ერთეულები.

Wilshire-ის N8600  დასახელდა დიზაინის კატეგორიის ერთ-ერთ გამარჯვებულად ლოს ანჯელესის ყოველწლიურ 45-ე დაჯილდოვებაზე.

კომენტარი