Screenshot 2017-02-23 16.51.59უარი თქვი ფუფუნებაზე, უარი თქვი სტრესზე, უარი თქვი ძვირფას ნივთებზე, გამოდი გარეთ, იყავი თავისუფალი, ლაღი, ბედნიერი. მოაწყვე შენი სახლი და შენი ცხოვრება ისე როგორც თავად გსურს – ეს არის შვედური ბრენდის IKEA-ს ახალი კოლექციის PS 2017 -ის მთავარი იდეა.

კოლექციაზე, რომელიც გასაყიდად 2017 წლის თებერვლიდან გამოჩნდა მაღაზიებში, მსოფლიოს 17-მა დიზაინერმა იმუშავა და მართლაც ძალიან საინტერესო კოლაბორაცია გამოვიდა.

კოლექცია საოცრად მსუბუქი, მობილური, ლამაზი, ფუნქციური და ფერადია. რამდენიმე ავეჯი, რომელიც ნაწილებისგან შედგება, გაძლევთ საშუალებას ცვალოთ ინტერიერი თუნდაც ყოველ თვე წლის განმავლობაში. მათი აწყობა და დაშლა ისეთივე მარტივი და საინტერესოა, როგორც LEGO-ს სათამაშოები ბავშვებისთვის.

LIVE IT- არის კოლექციის სახელი და როდესაც დაათვალიერებთ ან შეიძენთ ამ ავეჯს, თავადვე დარწმუნდებით რომ მართლაც სიცოცხლისკენ და სილაღისკენ გიბიძგებთ ეს ნივთები.

შვედმა დიზაინერმა Thomas Sandell  შექმნა მოძრავი მაგიდა გორგოლაჭებზე, რომელსაც თითქმის ყველა დანიშნულების ოთახში შეგიძლიათ გამოუნახოთ ადგილი.

ასევე შვედმა იკეას In House დიზაინერმა Iina Vuorivirta  შექმნა სახლის ლარნაკების სერია ფერადი მინისგან, რომელთანაგ თითოეულის პრინტი არის უნიკალური და არ მეორდება.

დიზაინერმა Gustav Carlberg შექმნა ასაწყობი სტელაჟი სხვადასხვა ზომის ნაწილებისგან. ეს სტელაჟი, რომლის ნაწილი ყუთებისგან ასევე მაგიდის ან სკამის გაკეთებაც არის შესაძლებელი, ნამდვილი აღმოჩენაა მათთვის ვინც ხშირად იცვლის საცხოვრებელს.

Ikeas PS 17 collection is aimed at young urban dwellers

Ikeas PS 17 collection is aimed at young urban dwellers

Идеей для создания ламп для коллекции IKEA PS 2017 стали фонари спецслужб.

В коллекции ИКЕА ПС 2017 много тканей и стеганных пледов.

Придиванный столик, который был создан с помощью соединения двух подносов. Также его можно использовать в качестве табурета.

Ikeas PS 17 collection is aimed at young urban dwellers

Ikeas PS 17 collection is aimed at young urban dwellers

 

 

კომენტარი