მსოფლიოში ცნობილ ავეჯის ბრენდს IKEA – ს უკვე საქართველოშიც ყველა იცნობს და აქაც ჰყავს აქტიური და ერთგული მომხმარებელი.
ეს არის ფუნქციური, ტრანსფორმერი და ხელმისაწვდომი ფასების მქონე ავეჯი. გამოირჩევა საკმაოდ მდგრადი ხარისხით, მოსახერხებელი დიზაინით და იდეალურია შედარებით მცირე ზომის სახლებისათვის.
კომპანიის წარმატება თავიდანვე განსაზღვრა მისმა DIY მიმართულებამ, მათ არ აქვთ შაბლონური გადაწყვეტები. იკეას ყველა ავეჯი არის კონსტრუქტორის პრინციპით აწყობილი და თითოეულ ინტერიერში ინდივიდუალურად შეგიძლიათ განათავსოთ და წარმოაჩინოთ.
ასეთივეა იკეას სამზარეულოს ავეჯიც, რომელიც ერთი შეხედვით თითქოს ყველგან ერთნაირად უნდა იყოს წარმოდგენილი, როგორც სხვა ბრენდების სამზარეულოები, მაგრამ თითოეული სამზარეულო არის უნიკალური, განსაკუთრებული და მომხმარებლის მოთხოვნებზე მორგებული.
6 მიზეზი თუ რატომ უნდა დაფიქრდეთ IKEA-ს სამზარეულოს შეძენაზე.
-
ხელმისაწვდომი ფასი, ნებისმიერ ბიუჯეტზე იდეალურად მორგებული.
-
კონსტრუქტორის ტიპი, ქმნი შენს სამზარეულოს და არა შაბლონს!
-
ფერების უდიდესი არჩევანი, მასალებისა და ფაქტურების იდეალური შერწყმა.
-
თავად აწყობთ თქვენს სამზარეულოს ინსტრუქციის მიხედვით და არ გჭირდებათ ხელოსნების ჩართვა.
-
ყოველთვის გაქვთ საშუალება სამომავლოდ შეავსოთ თქვენი სამზარეულო დამატებითი ავეჯით, მოდულებად შეგიძლიათ შეიძინოთ.
-
ოპერატიულად ხდება ხარვეზიანი დეტალის გამოცვლა და არ გიწევთ ტრადიციული სცენების ხილვა და დეპარტამენტებს შორის გადამისამართებაში დროის კარგვა.