Eurocucina 2016 – მილანის დიზაინის კვირეულის ნაწილი, სამზარეულოების გამოფენა.

ამ პოსტში გვსურს გიამბოთ იტალიური კომპანია Tipic-ის მიერ შექმნილ Tulèr kitchen-ზე, რომელიც შექმნეს კომპანია Offmat-სათვის.

რეალურად ეს არის მულტიფუნქციური სამზარეულოს ზედაპირი, რომელიც ერთი შეხედვით მაგიდას ჰგავს, თუმცა მაგიდის ზედაპირის გარდა მასზე მოთავსებულია ონკანი, ნიჟარა და სენსორული სასწორი.

ამ გასაოცარი მაგიდის ნიჟარა მოძრაობის სენსორების მეშვეობით ჩადის ქვემოთ, როდესაც ონკანი გამოყენებაშია. სენსორი დამონტაჟებულია ქვის ზედაპირის ქვედა მხარეს და ხელის ტალღისებური მოძრაობით აქტიურდება. ასევე მოძრაობით ამოდის, როდესაც გამოყენებაში არ არის და მაგიდის საფარს უტოლდება თითქოსდა ერთი სრული ზედაპირიაო. წყალიც ასევე სენსორის მეშვეობით მოდის ონკანიდან, ხელის მოძრაობითვე იკეტება და ტემპერატურაც კი ასე რეგულირდება.

offmat-disappearing-sink-kitchen-research-milan-design-week-2016_dezeen_sq

– ასე რომ თქვენ არ გჭირდებათ არაფერზე შეხება, ეს არის ყველაზე სუფთა, ყველაზე ნატურალური ქმედება, ბოლო სიტყვა არსებულ ტექნოლოგიურ მიღწევებში – ამბობს დიზაინერი.

მაგიდაში ასევე ჩამონტაჟებულია სამზარეულოს სასწორი, რომელიც იყენებს წნევის სენსორს რათა აწონოს პროდუქტი და ინგრედიენტები, რაც სჭირდება ადამიანს ამა თუ იმ კერძის მოსამზადებლად. სასწორის დანახვა მაგიდის ზედაპირზე შეგიძლიათ ოდნავ გამოსახული სინათლის რგოლის მეშვეობით, სასწორი წონის 2 კილოგრამამდე პროდუქტს.

offmat-disappearing-sink-kitchen-research-milan-design-week-2016_dezeen_936_0

offmat-disappearing-sink-kitchen-research-milan-design-week-2016_dezeen_936_7

დიზაინერების სამომავლო გეგმა ამ მაგიდასთან დაკავშირებით არის ის, რომ სურთ მაგიდა დააკავშირონ სპეციალურად მისთვის შექმნილ აპლიკაციასთან, რომელიც მობილური ტელეფონისა და მაგიდის მფლობელს უკარნახებს სხვადასხვა კერძის რეცეპტს.

ამ გასაოცარი მაგიდის ჯადოქრობები ამით არ ამოიწურება: მაგიდაზე ოდნავ შესამჩნევად ანათებს წრე, რომელიც არის უსადენო დამტენი ტელეფონებისა და პლანშეტებისათვის.

offmat-disappearing-sink-kitchen-research-milan-design-week-2016_dezeen_936_1

ეს არის მომავლის სამზარეულოს შექმნისთვის გადადგმული პირველი ნაბიჯები, თუმცა დღესდღეისობით ავეჯის მწარმოებლების დიდი ნაწილი არ ჩქარობს ინვესტიცია ჩადონ მსგავს ტექნოლოგიებში – აცდახებს სტუდია Tipic – ჩვენი გადაწყვეტილება იყო შეგვექმნა რამე ისეთი, რაც არსებული სამზარეულოებისგან კარდინალურად განსხვავდებოდა, აბსოლუტურად სხვა ხედვა და სხვა მიდგომები, თუმცა ამავდროულად ვიზრუნეთ იმაზე, რომ ეს ყველაფერი არ ყოფილიყო ძალიან ხელოვნური.

დიზაინერული კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს არ არის მაგიდის დასრულებული სახე. ამჯერად მაგიდის ზედაპირი არის ან კვარცის ან მარმარილოს, თუმცა ეძებენ საუკეთესო ტიპის ნატურალურ ქვას, რომელზეც ასევე შესაძლებელი იქნება ელექტრო ღუმელის შექმნა. ამავე მაგიდაზე რომ იქნას შესაძლებელი სამომავლოდ კერძების მომზადება.

კომენტარი