ბრიტანელმა დიზაინერმა Sebastian Cox-მა შექმნა სამზარეულო ინგლისური ბრენდისთვის DeVol, რომელიც სამზარეულოს ავეჯის დასამზადებლად გვთავაზობს უხეშად დამუშავებულ ხესა და მოწნულ წიფელს.
Sebastian Cox-ის სამზარეულო შედგება ბრიტანული მდგრადი მერქნისგან – მტკიცე მუხისგან, რომელიც დიზაინერმა გამოიყენა სამუშაო ზედაპირისთვის და კარებისთვის. სამზარეულოში ასევე გვხვდება ნედლი იფანი და წიფელი.
„ჩვენ გვსურდა, რომ ეს სამზარეულო ყოფილიყო ქალაქური უბრალოების ნიმუში,“ თქვა DeVol-ის დამფუძნებელმა Paul O’Leary-მ. „მას ქალაქში ცოტა ტყის შეგრძნება შემოაქვს თავისი სტილით.“
Cox-თვის დამახასიათებელი წიფლის მოწნული პანელებია გამოყენებული ზოგიერთი კარადის უკანა მხრის გასაკეთებლად, მაგრამ O’Leary-ს თქმით, დიზაინერს რამდენიმე პრაქტიკული მიზეზის გამო დათმობაზე მოუწია წასვლა.
„სამზარეულოში უნდა ყოფილიყო მოწნული წიფლის პანელები, მაგრამ კონფლიქტი იქმნებოდა გემოვნებასა და პრაქტიკულობას შორის,“ თქვა O’Leary-მ. „ჩვენ ვიცნობთ ჩვენს კლიენტებს და ვხვდებით, რომ რაღაცები ძალიან ამოგლეჯილია კომფორტის ზონიდან.“
უჯრები და ნიჟარის ქვედა კარადა იღება სპილენძით შემოსაზღვრული  ხვრელებით, სამზარეულოს დანარჩენ კარადებზე კი ხის პატარა სახელურებია დამაგრებული. სამუშაო ზედაპირები მტკიცე მუხისგანაა გამოთლილი.

„ჩვენ შევქმენით რაღაც სუფთა, მარტივი და მსუბუქი, მაგრამ ნამდვილად დახვეწილი მასალით,“ თქვა Cox-მა. „ყველაფერი დახვეწილი დეტალებითაა გაკეთებული.“

სამზარეულოს თითოეული შემადგენელი ნაწილის კარკასი გაკეთებულია არყის ხის ფანერისგან. კარები და უჯრების წინა ნაწილი ხელმისაწვდომია ხის ბუნებრივ ფერში ან ლურჯ-შავში.
Sebastian Cox ბრიტანეთის მზარდი ხელნაკეთი ნივთების მოძრაობის ერთ-ერთი წამყვანი დიზაინერია. ეს მოძრაობა შესანიშნავად იყენებს ტრადიციულ ტექნიკასა და მასალებს დიზაინში.
Cox ცნობილია ბუჩქნარის ხის გამოყენებით, რაც გულისხმობს ახალგაზრდა ხეების ღეროების მოჭრას. ეს ყველაფერი ტყის მენეჯმენტის ნაწილია.

2014 წელს მან გამოიყენა ბუჩქნარის ყავისფერი ხე, მას დიზაინერი თავად მოიპოვებს. ამ ხით მან ავეჯის მთელი ასორტიმენტი შექმნა და იმუშავა Lorna Singleton-თან ერთად, რომელიც ერთ-ერთია გაერთიანებული სამეფოს ხის დაწვნის ტექნიკის ოთხ ექსპერტთაგან.

Cox-ის განცხადებით, მის სამუშაოში არაფერია სენტიმენტალური. მისი მიზანი ძველ მეთოდებში ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაა.
„არ ვგრძნობ თავს სენტიმენტალურად ან ნოსტალგიურად და არ ვარ მოწყენილი, როდესაც ვფიქრობ, რომ ეს ძველი მეთოდები დაიკარგება თუკი ახლა არ გამოვიყენებთ მათ.“
„მე უფრო ახლის პოვნით ვარ დაინტერესებული, რომელიც ახალი იქნება როგორც ჩემთვის, ისე თანამედროვე დიზაინისთვის. ახლის ძიება გრძელდება მასალებსა და ტექნიკაში, საიდანაც ინსპირაცია მოდის.“
„თუ ჩვენ შევქმნით პროდუქტს, რომელიც დახვეწილი ხელნაკეთი ნივთი იქნება, მჯერა, რომ იგი მომხმარებლის ყველანაირ მოთხოვნას დააკმაყოფილებს. შედეგად კი მყიდველი ისიამოვნებს შეძენილი ნივთით და ყველა ბედნიერი იქნება მისი ქონით.“

 

წყარო: http://www.dezeen.com/2015/06/29/sebastian-cox-kitchen-devol-urban-rustic-woven-beech-panels-ash-oak-surfaces-copper-details/

 

კომენტარი