knauf georgia Inndesign.ge

2016წ. 15 ივლისს საქართველოს სამშენებლო და სარემონტო ბაზარს კიდევ ერთი საინტერესო და რაც მთავარია მაღალ ხარისხზე და „სწორ“ მომსახურებაზე ორიენტირებული ტრენინგ და სერვის ცენტრები შეემატა.

კნაუფის სკოლისა (ტრენინგ ცენტრის) და კნაუფის სერვის ცენტრის შექმნის მიზანი და მისია იყო ის, რომ კნაუფი გადასულიყო ევროპულ სტანდარტებზე საქართველოშიც, როგორც მომსახურების ასევე ხელოსნების გადამზადების კუთხით.

Knauf-ის სათავო ოფისის (გერმანია) მოთხოვნა იყო, რომ ოფიციალურ წარმომადგენლობას თავადვე გაეზარდა ან გადაემზადებინა კადრები, რომლებიც კარგად იცნობენ პროდუქციას, იციან კნაუფის ფასეულობები და არიან მოტივირებული აკეთონ თავისი საქმე კარგად!

კნაუფის ოფიციალური წარმომადგენლობების ფუნქცია გასცდა მხოლოდ „პროდუქციის რეალიზატორის“ ფარგლებს და დადგა ამოცანაა არა მხოლოდ ხარისხიანი პროდუქციის არამედ ხარისხიანად შესრულებული სამუშაოს შეთავაზებაც ბაზრისთვის.

დეტალური ინფორმაციის მოსაპოვებლად ვესაუბრეთ ბ-ნ მალხაზ ვარდოსანიძეს – კნაუფის სერვის ცენტრის დირექტორს.

ბ-ნო მალხაზ, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი თბილისში არსებობს ტრენინგ ცენტრი, სადაც ხდება თაბაშირ მუყაოს კონსტრუქციების ხელოსნების გადამზადება კნაუფის სტანდარტების მიხედვით. მოგვიყევით დეტალურად როგორ შეიქმნა ეს სკოლა და რამდენი ხანია არსებობს.

მოგეხსენებათ კომპანია Knauf-ს უკვე თითქმის 16  წელია აქვს ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში და ეს პროდუქცია, რომელიც გამოირჩევა უმაღლესი ხარისხით და ინოვაციურობით, არის საკმაოდ მაღალ მოთხოვნადი საქართველოს ბაზარზე. პარალელურად ამისა, ხდებოდა ისე, რომ არ არსებობდა მაღალკვალიფიციური კადრები, რომლებიც შეასულებდნენ დიდ დაკვეთებს ევროპული სტანდარტების მიხედვით. სწორედ ეს გახდა ტრენინგ ცენტრის გახსნის მიზეზი.

მარტივად რომ ვთქვათ,  ის რაც ხდებოდა აქამდე შეკვეთის აღებიდან, სამუშაოს დასრულება – ჩაბარებამდე და ის როგორც აკეთებდნენ ხელოსნები თაბაშირ – მუყაოს სამუშაოებს საქართველოში ამ ტრენინგ ცენტრის კურსდამთავრებულების დასაქმების შემდეგ სრულიად შეიცვლება.  ეს ადამიანები უკვე დანერგავენ სწორედ იმ საერთაშორისო სტანდარტებს, რასაც ითვალისწინებს Knauf და რისი სურვილიც აქვს გერმანულ ოფისს.

მაგალითისთვის რომ ავიღოთ, საქართველოში არის გავრცელებული კედლის ცალი ფილით დამუშავება, ხოლო ევროპაში ამ დროს ეს ხდება 2 ფილით, რასაც რა თქმა უნდა თავისი ტექნიკური დახასიათება აქვს თუ რატომ უნდა იყოს ასე და რატომ არის უკეთესი ასე.

სწორედ ამ ყველაფერს სწავლობენ ჩვენი ტრენინგ ცენტრის მოსწავლეები, რომლებიც უნდა გახდნენ მშრალი მშენებლობის ხელოსნები საბოლოო ჯამში.  კნაუფის ტრენინგ ცენტრში აქამდე სწავლება 2 ეტაპად ჩატარდა აქამდე და კურსდამთავრებულები დასაქმდნენ კონკრეტულად Knauf-ის მიერ.  ასეთი ამ პერიოდისთვის 25 ადამიანია, თუმცა ეს რიცხვი გაიზრდება მომდევნო კურსთან ერთად, რომელიც უკვე დაგეგმილია და უახლოეს პერიოდში დაიწყება.

ფასიანია თუ არა სწავლება? რამდენი ხანი გრძელდება და სად გადიან სტუდენტები პრაქტიკებს?

სწავლა არის 2-3  კვირიანი, ეს არის ინტენსიური კურსი, სადაც 1 კვირა მიმდინარეობს თეორიული სწავლა სპეციალურად მათთვის შექმნილი ლიტერატურით და შემდეგ 2 ან 3 კვირა პრაქტიკული სწავლება. პრაქტიკული სწავლება მიმდინარეობს კნაუფის პარტნიორ კომპანიებში, იქ დასაქმებულ პროფესიუნალებთან. სწავლა არის უფასო

ხდება თუ არა კურსდამთავრებულების დასაქმება?

მოთხოვნა ამ ტიპის კადრებზე არის საკმაოდ დიდი, ჩვენ პირადად გვაქვს სურვილი და შესაძლებლობა, რომ ეს ადამიანები დავტოვოთ და დავასაქმოთ ჩვენს პროექტებზე. ამ ეტაპზე გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ტრენინგ ცენტრის კურსდამთავრებულების უდიდესი ნაწილი საკუთარი სურვილიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე რჩებიან და ხდებიან დასაქმებული Knauf-ის ოფიციალური წარმომადგენლობის მიერ. შესაძლებლობებს იმის გამო ვუსვამთ ხაზს, რომ იყო შემთხვევები, როდესაც ძალიან რთულად მოეჩვენათ საქმე და კურსიც კი არ დაასრულა სტუდენტმა.

ერთადერთი პირობა, რასაც ითხოვს კომპანია ამ ადამიანების დასაქმებისას, არის ის რომ ამ ადამიანებმა უნდა იმუშაონ კონკრეტულად ამ მიმართულებით და არ გახდნენ ე.წ. უნივერსალური ხელოსნები (მაგ: სანტექნიკი, კაფელის ხელოსანი და ა.შ.), რადგან ამ შემთხვევაში მომსახურების ხარისხი და თავისუფალი სამუშაო დრო მნიშვნელოვნად მცირდება, რაც დაუშვებელია გამომდინარე დიდი შეკვეთებიდან, რომელსაც ასრულებს Knauf-ის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში.

ჩვენს კომპანიას ძალიან ეხმარება ბაზრის ზრდა და მოთხოვნა ხარისხისა და ინოვაციებისადმი, ძალიან ბევრი დამკვეთი უკვე პირდაპირ ითხოვს სწორედ გერმანულ სტანდარტს ხელოსნებისგან და ეს სკოლაც შეიქმნა ამ ტიპის შეკვეთების შესასრულებლად, რაც განსაკუთრებით დასაფასებელია, რადგან ამით არა მხოლოდ მომსახურების, არამედ უსაფრთხოების ხარისხიც იზრდება.

რამდენად არის მოთხოვნა ამ ცენტრში სწავლაზე და წელიწადში რამდენჯერ ხდება მიღება?

წელიწადში რამდენიმეჯერ ტრენინგ ცენტრი აცხადებს სტუდენტების მიღებას სხვადასხვა რესურსებზე: საიტი, ფეისბუქი, განცხადებები და შესაბამისად დგება ჯგუფები.

სტუდენტების მიღება ხდება გასაუბრების საფუძველზე, ასაკი არ არის შეზღუდული, თუმცა მცირეწლოვანებისა და ცოტა ასაკოვანი ადამიანებისათვის შედარებით რთულია რადგან ფიზიკურად საკმაოდ მძიმე სამუშაოა და ამ ყველაფრის მათდამი გაცნობას ვახდენთ გასაუბრების დროს.

ძალიან მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ სტუდენტებს ასწავლიან მასწავლებლები, რომლებმაც განათლება მიიღეს გერმანიაში, Knauf-ის  სათავო ოფისში და გერმანული მხარე აქტიურად იღებს პროცესებში მონაწილეობას.

რამდენი კურსდამთავრებული გყავთ ამ ეტაპზე და რამდენია მათგან დასაქმებული?

ამ ეტაპისთვის 25 კურსდამთავრებულია 2 ჯგუფიდან და თითქმის ყველა კურსდამთავრებული, რომელმაც ბოლომდე დაასრულა სწავლა და გამოთქვა სურვილი დასაქმდა ჩვენთან.

InnDesign.ge: ბ-ნ მალხაზს მადლობას ვიხდით დათმობილი დროსთვის და წარმატებებს ვუსურვებთ ძალიან საინტერესო და რაც მთავარია ადამიანების დასაქმებისა და ხარისხზე ორიენტირებულ საქმიანობაში.

Image may contain: sky, house and outdoor

Image may contain: indoor Image may contain: one or more people

Image may contain: text

Image may contain: one or more people

კომენტარი