მათთვის, ვისაც აქვს კერძო სახლი ან აგარაკი, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ლანდშაფტის დიზაინს, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია სახლის გარეთაც შეიქმნას სიმყუდროვის ატმოსფერო.
პირველი და აუცილებელი ელემენტი გადაწყვეტილების მიღების პროცესში არის სწორად დაგეგმარება, ზუსტი ცოდნა იმისა თუ კონკრეტულად რა გსურთ მოცემულ მიწის ნაკვეთზე.

landscapedesignjpg_original

მოუხედავად იმისა, უკვეთავთ ლანდშაფტის დიზაინს პროფესიონალს (ლანდშაფტის დიზაინერს ან არქიტექტორს) თუ აკეთებთ დაგეგმარებას თავად – უმნიშვნელოვანესია დაიყოს ნაკვეთი ზონებად და მიეცეს ამ დანაყოფებს კონკრეტული დანიშნულება, შემდეგ გამოიყოს ბიუჯეტი და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდეს პროფესიონალთან დაკავშირება ან საკუთრივ წამოწყება მშენებლობის პროცესისა.
განვიხილოთ საკუთარი ძალებით ლანდშაფტის დიზაინის შექმნა:
პირველ რიგში, ვადგენთ გეგმას (სასურველია მონახაზითურთ), თითოეულ ზონას მივუსადაგებთ დიზაინის კონკრეტულ ელემენტს ან ელემენტების ნაკრებს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ეს ყველაფერი დამოკიდებულია თქვენს ფანტაზიაზე, ბიუჯეტზე და ხელმისაწვდომ მასალებსა და მცენარეებზე.

main-3jpg_original

uchastok-30-sotok3jpg_original

ლანდშაფტის დიზაინი არ არის მხოლოდ ეზოს გამწვანება ან ეზოს კეთილმოწყობა, ეს ბევრად მეტია და ბევრად ახლოსაა ხელოვნებასთან, გემოვნებასა და სტილთან – ვიდრე უბრალოდ მცენარეების დარგვა.
ლანდშაფტის დიზაინის შექმნა ბევრად რთული პროცესია, ბევრად უფრო საპასუხისმგებლო, რადგან მისი მიზანი არის დამკვეთის სურვილების ჰარმონიაში მოყვანა არსებული სახლისა და ეზოს გათვალისწინებით, კომფორტული სარელაქსაციო და რეკრეაციული ზონის შექმნა.

244989_14102815320023007161

backyard-landscaping-ideas-nz-backyardidea-in-the-elegant-in-addition-to-interesting-small-backyard-ideas-nz-for-inspire

modern-landscape-design-ideas1070-x-842-628-kb-jpeg-x

ლანდშაფტის დიზაინის შექმნის პროცესში აუცილებელი საფეხურებია:
 ნაკვეთის ზონებად დაყოფა
 გამწვანებაზე ფიქრი
 წყლის გამოყენება
 ბილიკების დაგეგმარება და მოწყობა
 შენობა – ნაგებობების განლაგება
 შემოღობვა
 დეკორატიული ელემენტები

ამ ყველაფერზე დეტალურად მომდევნო პოსტებში მოგითხრობთ …

FEATURE-IMAGE

modern-outdoor-fireplace-design-nj

 

დეტალური აღწერა ლანდშაფტის დაგეგმარების სხვადასხვა ეტაპების იხილეთ ბმულებზე:

ლანდშაფტის წყლიანი სივრცეები

გამწვანების სწორად დაგეგმარება

ეზოს ბილიკების მოწყობა

ეზოსთვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობანი

შემოღობვა – რა უნდა ვიცოდეთ

ლანდშაფტის დიზაინის დეკორატიული ელემენტები

 

 

კომენტარი