ეს ვიეტნამური საზოგადოებრივი ცენტრი, რომელიც დაპროექტებულია არქიტექტურული სტუდია 1+2>3-ის მიერ, გვთავაზობს ბამბუკისა და ქოქოსის ფოთლებისგან შემდგარ სახურავებს, რომელიც წვიმის წყალს მიმართავს მცენარეებით სავსე ეზოებისკენ.
ჰანოიში დაფუძნებულმა ფირმამ საზოგადოებრივი ცენტრი ააშენა Cam Thanh-ში, ტერიტორიაზე, რომელიც მდებარეობს Hoi An-ის სამხრეთ აღმოსავლეთ. იგი ძველი სავაჭრო პორტია სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე.

Hoi An-ის ქალაქის ცენტრსა და თვალწარმტაც სანაპიროს იცავს იუნესკო და იგი პოპულარული ტურისტული ადგილია.  უფრო მეტი ტერიტორია Cam Thanh-ში შედგება პატარა სოფლებისაგან, რომლებიც ქოქოსის ტყეებსა და გადამკვეთ წყლოვან გზებს შორისაა მოქცეული. იგი ხშირად ხდება დიდი ტალღებისა და ტაიფუნის მსხვერპლი.

„მრავალფეროვანი  ეკოლოგიის და ადგილობრივი ხელნაკეთი ნივთების ბიზნესის დიდი პოტენციალის მიუხედავად, Cam Thanh ღარიბ ტერიტორიად რჩება ცხოვრების  დაბალი დონით,“ თქვეს არქიტექტორებმა.

„Cam Thanh-სა და ძველ უბანს-ქალაქის ცენტრს შორის კავშირის ნაკლებობამ, რომელიც იზიდავს როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ტურისტებს,  გაართულა ტურიზმის პოპულარიზაცია და ადგილობრივი ეკონომიკის ხელშეწყობა.“

Cam Thanh-ის Community House-ის დანიშნულება ადგილობრივებისთვის თავშეყრის ცენტრის შექმნაა, მაგრამ მომავალში იგი ტურისტების საინფორმაციო ცენტრიც იქნება, რომელიც ტურისტებს ისტორიული ძველი ქალაქისა და სოფლებისკენ გაუკვალავს გზას.
ცენტრი შედგება ერთმანეთთან ახლოს განლაგებული შენობებისაგან, რომლებშიც სხვადასხვა დანიშნეულების სივრცეებია განლაგებული შეხვედრებისთვის, გამოფენებისა და ღონისძიებებისთვის.

იგი ასევე უზრუნველყოფს უფრო მუდმივ მომსახურებას საზოგადოებისთვის ბიბლიოთეკისა და კაფეტერიის ჩათვლით.

ხის სვეტები და ბამბუკის ლერწმები იჭერს ქოქოსის სახურავებს, რომელიც წვიმის წყალს მიმართავს სარწყავი აუზებისაკენ. ეს გადამუშავებული წყალი გამოიყენება ცენტრის ბაღების მოსარწყავად და ტუალეტის გასარეცხად.
ეზოები კომპლექსის ვენტილაციას ეხმარება, რაც რეგიონის ტრადიციული ეზოიანი სახლებისთვისაა დამახასიათებელი.

„ღია ეზოები ჰგავს Hoi An-ის ანტიკურ სახლებს, რომლებიც კონვექციურ ვენტილაციას იყენებენ,“ ახსნეს არქიტექტორებმა.

კედლები აშენებულია ალიზის აგურის ორმაგი ფენისგან. ესაა აგურის ტიპი, რომელიც მზეზეა გამომშრალი და არა ღუმელში. ეს ეხმარება ჰაერის იზოლირებულად დაცვას მთელს შენობაში.

ეს ძლიერი კედლები შექმნილია ასევე იმისთვის, რომ გაუძლოს რეგიონისთვის დამახასიათებელ ქარებს.

მწვანე აყვავებული ბაღების ცენტრში პალმის ის სახეობაა გაშენებული, რომელიც მხოლოდ ტროპიკულ ტერიტორიაზე იზრდება. აქვეა სათამაშო მოედანიც, ბოსტანი და სპორტული მოედანი.
ხეებს შორის ჩრდილის შესაქმნელად ვაზია გაშენებული, ქოქოსის ფოთლები კი მაღალი ფანჯრებივითაა, რომელიც მზის ზემოქმედებისგან იცავს ღია ადგილებს.

წყარო: http://www.dezeen.com/2015/06/18/vietnam-community-centre-123-bamboo-structure-coconut-leaf-thatch-cam-thanh-hoi-an/

კომენტარი