როდესაც შენობის არქიტექტურულ შეფასებაზე მიდის საქმე, ფასადს ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს სხვა კრიტერიუმებს შორის.

რადგან მოსაპირკეთებელ მასალებზე გვაქვს აქცენტი, იაპონელი დიზაინერის Shingeru Ban – ის ერთ ერთი საინტერესო პროექტი გვინდა გაგიზიაროთ, ეს არის მაღალტექნოლოგიური ხის ფასადი, რომელიც გაკეთდა Aspen Art Museum-სთვის.

a-closer-look-high-tech-wood-facade-by-shigeru-ban

 

ფასადი ერთი შეხედვით მარტივი ჩანს, თუმცა ის ქაღალდისა და ე.წ. ფისის ნარევითა და აფრიკული Okoume ხისგანაა გაკეთებული. შენობის ფასადი ნათლად პასუხობს თანამედროვე ტენდენციებს – ხე საუკეთესო მასალაა როგორც დიზაინის, ასევე ეკოლოგიის თვალსაზრისით.

ფასადზე გამოიყენებულია ProdEX-ის გრძელი სახვევი, ქაღალდისა და ფისის ნარევით აფრიკული Okoume-ს ხის პლაივუდებს შორის.

პროექტისთვის სპეციალურად შექმნილი ზოლები შეერთებული და დამაგრებულია ფოლადის სტრუქტურულ ჩარჩოში. Okoume-ს ხის ნაჭრები, რომელიც გამოირჩევა მოქნილობითა და წითელი ხის მსგავსი გარეგნობით, ძირითადად გამოიყენება ნავების მშენებლობაში, გიტარების გასაკეთებლად და ავეჯისთვის.

Image result

Shingeru Ban-ის ხელმოწერაა გარე, ექსტერიერის კედელზე ესთეტიკური ნაქსოვი სტრუქტურის დატანა. იგი უზრუნველყოფს ნაწილობრივ დაჩრდილვას და ქმნის თვალწარმტაც ჩრდილთა ბადეს  დიდ კიბეზე ინტერიერში, რომელიც ნახევრად ღია სივრცეშია მინასა და გარსაკრავს შორის და ადის სახურავის ტერასამდე, საიდანაც ასპენისა და კლდოვანი მთების შესანიშნავი ხედი იშლება.

ხის გამოყენების ასეთი მდიდრული წარმოსახვის გამო, აღნიშნული მუზეუმის ფასადი შენობებს შორის ხელოვნების ნიმუშის დონემდე ადის.

azure-10pwf-26

კომენტარი