მოსაპირკეთებელი მასალების დანიშნულება დეკორატიულობისა და სილამაზის გარდა, არის ინტერიერისა და ექსტერიერის გარე ფაქტორებისგან დაცვა და შენარჩუნება.

დღესდღეისობით მოსაპირკეთებელი მასალების უდიდესი არჩევანი გაგვაჩნია საქართველოშიც  და ჩვენს ბლოგზე აუცილებლად განვიხილავთ თითოეულ მათგანს, მანამდე კი მოდით თვალი გადავავლოთ ამ პროდუქციის კლასიფიკაციას სხვადასხვა მახასიათებლების მიხედვით – დანიშნულება, გამოყენების პირობები, ფიზიკური სახეობა, კომპონენტების წარმოშობა და სხვა..

გამოყენების პირობების მიხედვით მოსაპირკეთებელი მასალები იყოფა 2 ჯგუფად – ინტერიერისა და ექსტერიერის მასალებად.

ექსტერიერში ფასადისთვის გამოიყენება:  დეკორატიული ბათქაში, საღებავი, კერამოგრანიტი.

ხოლო გადახურვისთვის:  მეტალის ან კერამიკული კრამიტი.

Image result for facade facing ceramic

Related image

ინტერიერში ჭერისთვის გამოიყენება: თაბაშირ – მუყაო, ბათქაში, გასაჭიმი ჭერი, ქსოვილი,  ხის პანელები. კედლებზე: საღებავი, ბათქაში, შპალერი, დეკორატიული ქვა, 3D პანელები,  ხე, დეკორატიული ფილები და ა.შ. იატაკზე – პარკეტი, ლამინატი, ლინოლეუმი, მეთლახი და გრანიტის ფილები.

არსებობს ე.წ.  კონსტრუქციულ – მოსაპირკეთებელი მასალები, რომელთა მოვალეობაა არა მხოლოდ მოპირკეთება, არამედ ისინი გამოიყენებიან სამშენებლო პროცესშიც – მინაბლოკი, დეკორატიული ბეტონი, ფასადის აგური.
decorative-beeton

decorative-beton

seves-firenze

steklobloki

არსებობს კიდევ სპეციალური მოსაპირკეთებელი მასალები – ესენი ფუნქციური მასალებია, რომელთა დანიშნულებაში შედის: ხმის იზოლაცია, თბოიზოლაცია, სხვადასხვა გამოსხივებისგან დაცვა და ა.შ.

Image result for საიზოლაციო მოსაპირკეთებელი მასალები

Image result

ფიზიკური სახეობის მიხედვით მოსაპირკეთებელი მასალები არის:  თხევადი ან ნახევრადთხევადი, ცალობითი (ფილების ან სხვა სახით) და მასიური (დსპ, ლამინატი, თაბაშირმუყაო).

არსებობს ასევე ნატურალური და ხელოვნური მოსაპირკეთებელი მასალები. ხელოვნური მასალები გვხვდება 2 სახეობის: ორგანული (ქაღალდისა და ხის შემცველობის) და არაორგანული (არაორგანული თვითწებვადი მასალების შემცველობის).

დღესდღეისობით ხელოვნური მოსაპირკეთებელი მასალების დასამზადებელი ტექნოლოგიები იმდენად დაიხვეწა, რომ ბაზარზე არსებულ პროდუქტს თუ დახელოვნებული არ ხართ ამ სფეროში, ვიზუალურად ვერც გაარჩევთ ნატურალურისგან.
Image result

Image result Related image

მომდევნო პოსტებში განვიხილავთ მოსაპირკეთებელ მასალებს დეტალურად …

კომენტარი