Verner Panton – დანიელი დიზაინერი და არქიტექტორია, რომელმაც სრული გაimage-184691დატრიალება და რევოლუცია მოახდინა ავეჯის დიზაინის მიმართულებით. ავეჯისა და ინტერიერის აქსესუარების შექმნის პროცესში, ის ისწრაფვოდა შეექმნა ატომოსფერო, სადაც თითოეული ობიექტი იქნებოდა საერთო კონცეფციის განუყოფელი ნაწილი. სადაც თითოეული ობიექტი იქნებოდა შესაბამისი განწყობის მატარებელი და ეს ყველაფერი მას გამოსდიოდა ფერთა თამაშით – რისი უბადლო ოსტატიც იყო!

Verner Panton – მა შესძლო დაენახებინა და რაც მთავარია დაემტკიცებინა მთელი მსოფლიოსთვის, რომ ავეჯი – რომელსაც არ ექნებოდა სახელურები ან ფეხები შეიძლება იყოს ფუნქციური და საკმაოდ ლამაზიც. ამის ნათელ მაგალითად მან მსოფლიოს აჩვენა ცნობილი Panton Chair – რომელმაც სრულებით დაამსხვრია ამ დრომდე გამეფებული შეხედულებები სკამის დიზაინზე.

სკამი იმდენად ორიგინალური და განსხვავებული იყო იმ დროისთვის, რომ მისი გამოშვება საკმაოდ გვიან დაიწყეს, რადგან მეწარმეები ვერ რისკავდნენ მის სერიულად გამოშვებას. მისი გამოშვება გაბედა Herman Miller & Fehibaum ქარხანამ და სკამს უდიდესი წარმატება ხვდა წილად, ეს მოდელი დღესაც აქტუალურია და იყიდება, მაგრამ დღეს მას ავეჯის ბრენდი Vitra აწარმოებს.

panton-chair-verner-panton-vitra-4

Verner Panton – 1926 წლის 13 თებერვალს დაიბადა დანიის ქალაქ Gentofte-ში და ომის შემდგომ მიიღო ძალიან კარგი სამხატვრო განათლება დანიის სამეფო სამხატვრო აკადემიაში. ამ დრომდე ის სულ სხვა მიმართულებით ვითარდებოდა ინჟინერ – მშენებელის პროფესიას ეუფლებოდა.

აკადემიის დასრულებისთანავე, ძალიან გაუმართლა და მუშაობა დაიწყო ცნობილი არქიტექტორის  Arne Jacobsen-ის არქიტექტურულ ბიუროში. ეს თანამშრომლობა იყო ძალიან ნაყოფიერი ორივე მხარესთვის, ვერნერი ყველანაირად გვერდში ედგა ხელმძღვანელს, რომელიც ასევე ძალიან დიდ პატივს სცემდა პანტონის ცოდნას და შესაძლებლობებს.  ამ პერიოდში შეიქმნა ძალიან ბევრი საინტერესო ავეჯის მოდელი.

პანტონი არ ერიდებოდა ნათელი და უცხო ფერების გამოყენებას ავეჯში, პირიქით, ის თვლიდა რომ ავეჯისთვის ფერი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ფორმა, მისი უსაყვარლესი მასალები იყო პლასტმასი, მეტალი, შუშა და პოლიპროპილენი.

მისი პირველი დიზაინერული პროექტები იყო სკამები სახელწოდებით Bachelor და Tivoli.

c56a05e351fc93d056bec6fb176b083a file-5-31 bachelor chair panton-ის სურათის შედეგი

1958 წელს ხელნაკეთი ნივთების გამოფენაზე პანტონმა სრული ფურორი მოახდინა, პირველ რიგში იმით რომ საკუთარი ქმნილებები განათავსა ჭერზე იატაკის ნაცვლად და მეორე იმით, რომ მან წარუდგინა საზოგადოებას არასტანდარტული ავეჯი რომლის მსგავსი ჯერ არავის ენახა. ეს საოცრებები იყო სკამები Cone და Heart.

სკამების ამ ექსპერიმენტულმა მოდელებმა დასაბამი მისცა კიდევ უფრო საინტერესო და თამამ ფორმებს პანტონის შემოქმედებაში.

Cone Chair – დანიის ერთ ერთი ყველაზე ფეშენებელური სასტუმროსთვის შეიქმნა. ის საერთოდ არ გავდა სკამს, ეს იყო ფუტურისტული ნივთი – ამოტრიალებული კონუსი. სკამი უმალ გახდა პოპულარული.

cone and heart chairs-ის სურათის შედეგი  cone and heart chairs-ის სურათის შედეგი

ძალიან მალე მან შექმნა ასევე სავარძლები ორგმინისგან. დღეს ჩვენთვის არ არის უცხო მსგავსი მასალებისგან შექმნილი ავეჯი, მაგრამ იმ დროისთვის ეს სრულიად წარმოუდგენელი იყო.

60-იანი წლების დასასრულს პანტონმა დაიწყო ქსოვილთან ექსპერიმენტები, ამავდროულად ის არ ჩერდებოდა ერთ მიმართულებაზე და ცდილობდა სახლის სხვა ნივთებიც დაეხვეწა და შეექმნა მისთვის დამახასიათებელი საუცხოო ნაკეთობები, მაგალითად სანათები, მან შექმნა სანათების 25 სხვადასხვა დიზაინი. მათგან საკმაოდ ცნობილია Fun და Globe.

Fun – რომელიც 1964 წელს შეიქმნა უნიკალური სანათი იყო, რადგან ნატურალური მასალისგან იყო შექმნილი: წრიულ ფორმებად გამოჭრული ნიჟარებისგან შექმნილი სანათების სერია.

ვერნერ პანტონი 1998 წლის 5 სექტემბერს გარდაიცვალა, მაგრამ მსოფლიოს დაუტოვა უნიკალური და უძვირფასესი ქმნილებები, როგორც პროდუქტისა და ავეჯის დიზაინის კუთხით, ასევე არანაკლებ საუცხოოა მის მიერ შექმნილი ინტერიერის დიზაინები.

Fun 11 Pendant

 

globe lamp panton-ის სურათის შედეგი

სხვა ნამუშევრები …

დაკავშირებული სურათი

დაკავშირებული სურათი

დაკავშირებული სურათი

verner panton works-ის სურათის შედეგი

vitra-amoebe-ambiente-01_zoom

 

კომენტარი