სამხრეთ კორეელი არქიტექტორის Moon Hoon-ის მიერ შექმნილი ბეტონის 2 ტყუპი შენობა მთვარეებით ფასადზე, ვერ ტოვებს მნახველს გულგრილს და არქიტექტურული გამოცემების უდიდესი ყურადღებაც დაიმსახურა.
სფერული ჩაღრმავებები, რომელიც ფართოვდება ორივე ფასადზე ქმნის მთვარის ფორმას. ერთი შენობა მეორეზე ოდნავ წინაა და ეს ორი ფორმა არათანაბარი ჩანს. ეს მთვარის ფორმას უფრო გამოკვეთავს. მთვარის ერთი მხარე ნამგალა ფორმისაა, მეორეს კი მისი საწინააღმდეგო ფორმა აქვს, გამოზნექილი.
„ორივე შენობას ეტყობა, რომ დიდი სივრცეა მასში, თუმცა აქვეა მკვეთრად ჩაზნექილი სივრცე, რომელიც ხაზს უსვამს და გამოკვეთს მთვარის ფორმას“.
Moon-ის მიხედვით მისი შთაგონება იყო ფილმი, რომელსაც ჰქვია Two Moon Junction (ორი მთვარის გაერთიანება). ეს არის ეროტიკული დრამა, რამაც გავლენა იქონია თადავ შენობის შინაარსზეც:
„არქიტექტორის აზრით, ეს შენობები არის თავისუფალი სულის მქონე სივრცე, გარკვეულწილად ეროტიული, ფილმის მსგავსად, ადგილი, რომელიც სავსეა მხიარულებითა და განმტვირთავი ატმოსფეროთი.“
ორივე შენობა სამი სართულის სიმაღლისაა და ორი მეტრის დაშორებით დგას ერთმანეთისაგან. ერთის პირველ სართულზე გალერეაა, მეორე სართული კი ყავის მაღაზიას მასპინძლობს. დაანრჩენი ორი სივრცე გასაქირავებელია და შეიძლება მათი გამოყენება ოფისებისთვის ან ღონისძიებების ჩატარებისთვის. ორივე შენობის ზედა სართული დახურული ტერასებია.
არც ერთი შენობის შიგნით არაა კიბე. იგი შენობის გარეთაა მათ შორის არსებულ ნაპრალში – რაც საშუალებას იძლევა, რომ გაიღოს და დაიხუროს სხვადასხვა სივრცეები სხვადასხვა დროს.
წრიული მოტივი ფასადზე ასახულია შენობის გარშემო არსებულ მრავალფეროვან ფანჯრებზე. ფართო მრგვალი სიცარიელე დამატებით სინათლეს ავრცელებს სახურავის ტერასებზე. ნახევრად მრგვალი აივანი კი ზის ფასადის ერთ-ერთ ჩაღრმავებაში.
ფასადზე ასევე არის უფრო წვრილი ნახვრეტები, რომლებიც ვარსკვლავებს განასახიერებს.
„კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება ორნამენტებთან და სიმბოლოებთან, მთვარესთან და ვარსკვლავებთან!“ აღნიშნა Moon-მა.
რკინაბეტონი იყო დომინანტი მასალა პროექტის მშენებლობისას. ელექტროობის კაბელები და სხვა მსგავსი დაუფარავი დარჩა, რაც თითოეულ სივრცეს ანიჭებს ინდუსტრიულ შეგრძნებას, რაც ძლიერდება შავი მეტალის მოაჯირითა და მუქჩარჩოიანი ფანჯრებით.
წყარო: http://www.dezeen.com/2015/06/23/cultural-centre-two-moon-hoon-concrete-concave-facade-seoul-south-korea/