როდესაც მშენებლობაზე და რემონტზე ვფიქრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს რამდენიმე სახიფათო ფაქტორი, რომელიც აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული შენების პროცესში ან რემონტის მსვლელობისას:

ეს არის დაცვა ნესტისგან, ობის სოკოსგან და წყლის შემოდინებისგან!!!

kalmatron-3

kalmatron-4

kalmatron-5

თუ დროულად არ ვიზრუნებთ ამ საშიშროების თავიდან აცილებაზე სავალალო შედეგებამდე მივალთ. ამბობენ რომ ნესტი არა მხოლოდ ფიზიოლოგიურად (ფილტვების დაავადებები, ალერგია) არამედ ფსიქოლოგიურადაც (შფოთვა, ნერვიულობა) ვნებს ადამიანს. ნესტი რამდენიმე მიზეზის გამო ჩნდება. ესენია: არასაკმარისი ვენტილაცია, ცუდი ჰოდროიზოლაცია, გათბობის არაეფექტური სისტემები და სველ წერტილებში გამწოვი სისტემების არარსებობა.

საქართველოს ძალიან ბევრი რეგიონი გამოირჩევა მაღალი ტენიანობით სადაც მშენებლობა არ უნდა ხდებოდეს (!) სპეციალური დამცავებისა და ჰიდროიზოლაციის გარეშე, თუმცა ნესტისგან დაცული არ არის რეალურად არც ერთი რაიონის სხვადასხვა დანიშნულების შენობა, სახლი თუ ბინა. თუ ე.წ. კერძო სახლებში ნესტის საშიშროება საძირკველიდან მოდის, მაღალსართულიან ბინებში ცერა წვიმები ასველებენ კედლებს, რომლებიც შემდგომ ღრუბელივით იწოვენ წყალს და შესაბამისად ნესტის სახით გამოდის შიდა კედლებში.

გამოსავალი კი ძალიან მარტივი და რაც მთავარია ხელმისაწვდომია – სამშენებლო მასალა KALMATRON იწარმოება საქართველოში და გამოიყენება როგორც მასშტაბური მშენებლობისას, ასევე ცალკეული ბინებისთვის და მცირე ზომის ფართებისთვის.

kalmatroni

იმ შემთხვევაში თუ ნესტმა და წყალმა შეგაწუხათ წლების წინ აშენებულ ბინაში, ძველ კერძო სახლში, სარდაფში, ბრტყელ გადახურვაზე და ა.შ. – გამოიყენება KALMATRON-ის სხვა ნაირსახეობა. კალმატრონი არ არის მხოლოდ ერთი პროდუქტი, ეს არის პროდუქტების სერია, რომლების დათვალიერებაც შეგიძლიათ და მათი გამოყენების შესახებ ინფორმაციას იპოვით ამ ლინკზე.

მაგალითად: მაღალსართულიან ბინებში საკმარისია კედლების ლესვის დროს, ასევე სველ წერტილებში ქვიშა-ცემენტის (პროპორციით 1:3) შეფარდებულ ხსნარში გაურიოთ 2კგ. KALMATRON-D და სამუდამოდ დაივიწყებთ ნესტის არსებობას.
რაც შეეხება კერძო სახლის მშენებლობისას: საძირკველში, მითუმეტეს სადაც გათვალისწინებულია სარდაფი, მიწისქვეშა ავტოსადგომი, ბრტყელი გადახურვა, აგრეთვე ბლოკი/აგურის წყობის და ლესვის დროს საკმარისია ბეტონში/ბათქაშში მინარევის სახით გამოიყენოთ KALMATRON-D და ნესტი და წყლის შემოდინების შიში არასოდეს შეგაწუხებთ. იხილეთ ვიდეო 

ყველამ ვიცით, რომ აჭარა ერთ ერთი ყველაზე მაღალტენიანობით გამორჩეული რეგიონია საქართველოში, მეტი თვალსაჩინოებისთვის გეტყვით რომ სარფის მაღლობებეზე აშენებული ეკლესიის გუმბათები 3 წელია KALMATRON-ით არის დამუშავებული და დღემდე ბზინავს, მაშინ როდესაც კედლებს მთლიანად ხავსი მოედო.

აღსანიშნავია, რომ  KALMATRON-ს გააჩნია ბიოციდური თვისებები და გამოიყენება სასმელი წყლის საცავებში (ბორჯომი და ლიკანის მოსახლეობის მომარაგების 2 500 მ3 მოცულობის სასმელი წყლის   საცავი მთლიანად დამუშავებულია KALMATRON-ის გამოყენებით).

ალბათ უკვე დაინტერესდით ამ არაჩვეულებრივი და უნიკალური პროდუქტით, აქვე გეტყვით რომ ამ პროდუქტის ყიდვა შეგიძლიათ ზუგდიდში, ფოთში, ბათუმში, ქუთაისში, თბილისში, რუსთავში, თელავში, ბორჯომში, ხაშურში, ახალციხე და ახალქალაქში.  აგრეთვე ჰიპერმარკეტებში „გორგია“, „დომინო“ და სხვა მრავალ სავაჭრო ქსელში.

kalmatron-2

ხოლო თუ კონკრეტულად მწარმოებელთან გსურთ დაკავშირება, ეწვიეთ ამ ლინკს

შეჯამება და მთავარი აქცენტები:

  • Kalmatron არის სამშენებლო მასალა, რომელიც ნესტს და წყალს არ იკარებს.

  • Kalmatron შევურიოთ ცემენტს და სიმყარესთან ერთად მივიღებთ მშრალ სარდაფს, რკინისებურ საძირკველს, ურყევ კედელს.

  • Kalmatron შეუცვლელი მასალაა იქ, სადაც სხვადასხვა აგრესიული გარემოა(წყალი, ნავთობპროდუქტები, მჟავეები, ზღვის წყალი და სხვა).

  • Kalmatron-ის აქტიური ქიმიური შემადგენელი ღრმად აღწევს ბეტონში და ავსებს მის კაპილარულ-ფოროვან სტრუქტურას, რითაც მიიღწევა სრული ჰიდროიზოლაცია.

  • მნიშვნელოვანია, რომ ის გამოყენებ Kalmatron-ის შედეგად, სამშენებლო კონსტრუქციების სიმტკიცე 30-40%-ით მატულობს; იგი გამოიყენება სამშენებლო ბლოკის დასამზადებლადაც.

  • საქართველოში წარმოებულმა ”Kalmatron”-მა ბეტონში წყლისშეუღწევადობა გაზარდა W6 დან W20-ე.

  • Kalmatron ნარევი ბეტონი უძლებს -55° დან +1500° ტემპერატურას.

  • Kalmatron ზრდის აგრესიულ გარემოცვაში ბეტონის ექსპლუატაციის ვადას 5-10 ჯერ.

  • Kalmatron-ს გააჩნია ბიოციდური თვისებები და გამოყენებადია კვების მრეწველობაში, სასმელი წყლის საცავებში, საცურაო აუზებში.

  • Kalmatron-ი ბეტონში პლასტიფიკატორის ფუნქციასაც ასრულებს.

  • Kalmatron-ი გარდა ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოსი ასევე ზრდის ბეტონის/ბათქაშის ექსპლუატაციის ვადას 5-10 ჯერ აგრესიულ გარემოშიც კი.  რაც მთავარია ყინვა და ბზარმედეგია.

kalmatron

კომენტარი