ნიუ იორკLowline-ის, მსოფლიოს პირველი მიწისქვეშა პარკის შემქნელებმა წამოიწყეს კამპანია, რათა პროექტის განვითარებას ფინანსურად დაეხმარონ.

Raad Studio-ს არქიტექტორის, James Ramsey-ს მიერ დაპროექტებული სქემა გვთავაზობს მანჰეტენის ქვედა აღმოსავლეთ ნაწილში მიტოვებული მიწისქვეშა ტროლეიბუსის ტერმინალის გარდაქმნას და 4000 კვადრატულ მეტრიანი საჯარო პარკის გაშენებას ხეებით, მცენარეებით, სკამებითა და ხელოვნების ნიმუშებით.

„ჩვენი იდეაა მომხიბლავი მიწისქვეშა პარკის გაკეთება, რომელიც მშვენიერი დასასვენებელი და მიმზიდველი ადგილი იქნება მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ გარემოში,“ თქვა Lowline-ის ორგანიზაციამ, რომელიც პროექტის სათავეშია.

კამპანია მთავრდება 8 ივლისს და აქედან შემოსული ფული დაეხმარება ფონდის ტექნიკურ განვითარებას სამეცნიერო ლაბორატორიით, რომელიც საჯაროდ ღია ამ შემოდგომიდან იქნება.

„ჩვენ ყველაზე მეტად რაც გვსურს არის ის, რომ გამოვცადოს მზის ტექნოლოგია პარკისთვის,“ უთხრა Barasch-მა Dezeen-ს. „ჩვენ გზებს ვეძებთ, რომ ეს საჯაროდ გავაკეთოთ, ხალხი მოვა და ტექნოლოგიას ახლოდან ნახავს.“

ჯგუფს სურს 200 000$-ის შეგროვება.

„ეს გამოწვევასავითაა, რადგანაც ეს საჯარო პროექტია,“ თქვა Barasch-მა. „ვისურვებდი, რომ ჩვენ მსგავსად ბევრი Kickstarter პროექტი იყოს.“

ეს ორგანიზაციის მეორე Kickstarter მცდელობაა. წინა კამპანიით, რომელიც 2012 წლის თებერვალში ჩატარდა, შეგროვდა 155000$-ზე მეტი 3300 დონორისგან.

Lowline პროექტს ზურგს მაღალპროფილური მხარდამჭერები უმაგრებენ, მათ შორის არიან Craiglist-ის დამფუძნებელი Craig Newmark და მსახიობი Lena Dunham, რომელიც პროექტის გასაპიარებელ ფილმიშიც თამაშობს.

მზის სინათლის პარკში შესატანად დიზაინერებმა შექმნეს სისტემა, რომელშიც სინათლის ამრეკლავები განთავსდებაგარშემომყოფ შენობებსა და სახურავებზე.

ის მიმართავს სინათლეს მიწისზედა მზის სინათლის შემგროვებელზე, რომელიც სინათლეს ქვევით გადასცემს ოპტიკურბოჭკოვანი კაბელებით. კაბელები დაუკავშირდება გუმბათის ფორმის პანელს, რომელიც გაანაწილებს ბუნებრივ სინათლეს პარკის გარშემო.

„ეს ტექნოლოგია საჭირო სინათლეს მიაწვდის მცენარეებს ფოტოსინთეზისთვის, ხეებსა და მცენარეებს ზრდის საშუალებას მისცემს,“ აგვიხსნა ორგანიზაციამ. „მზის სინათლის პერიოდების განმავლობაში ელექტრობა არ იქნება საჭირო სივრცის გასანათებლად.“

ხელოვნური განათება მიეწოდება პარკს მაშინ, როცა მზის სინათლე არ იქნება ხელმისაწვდომი.

პროექტის რეალურად განხორციელებადობის შესაასწავლად ორგანიზაციამ კვლევა ჩაატარა 2012 წელს.

„კვლევამ დაასკვნა, რომ Lowline არი იყო მარტივად შესასრულებელი, მაგრამ იგი ძალიან გააუმჯებესებდა ადგილობროვ ეკონომიკას და მომიჯნავე სატრანსპორტო ცენტრსაც,“ თქვა ორგანიზაციამ.

2012 წლის სექტემბერში Lowland-ის ჯგუფმა ააშენა ტექნიკური სისტემის  ნატურალური ზომის პროტოტიპი და საჯარო გამოფენაზე გაიტანაპარკის სავარაუდო ლოკაციის ზემოთ. მას დაარქვეს Imagining the Lowline.

მას შემდეგ, რაც პროექტი გაჩნდა, 2011 წლიდან დიზაინერები ქალაქის მთავრობასთან მუშაობდნენ პროექტის წინ წასაწევად. 2017 წლის ბოლოს ჯგუფი იმედოვნებს მოლაპარაკებების დასრულებას და 60 მლნ დოლარის კაპიტალის მქონე კამპანიის წამოწყებას მშენებლობის დასასრულებლად. თუ ყველაფერი ისე წავა, როგორც დაგეგმილია, პარკი გაიხსნება 2018 წელს.
„პროექტის დასაწყისიდან 10 წელი დასჭირდათ მის რეალურად წამოწყებამდე, წლების განმავლობაში უამრავი წინააღმდეგობა იყო. დიდი დრო წაიღო ამ ყველაფერმა, ჩვენ ნამდვილად დავძარით არა მხოლოდ ეს პროექტი, არამედ მთელი მსოფლიოს გარშემო მიწისქვეშა სივრცეების ათვისება,“ თქვა Brasch-მა.
პარკის საბოლოო დიზაინი ჯერ კიდევ მუშავდება. ჯგუფი ლანდშაფტურ სქემაზე მუშაობს Signe Nielsen-თან, ლანდშაფტის არქიტექტურის ფირმა Mathews Nielsen-ის დირექტორთან.

„იქ იქნება სუროები, კაქტუსის მსგავსი და საჭმელად ვარგისი მცენარეებიც, როგორიცაა მდოგვის მცენარეები და რადიჩიო (იტალიური ვარდკაჭაჭა.) „მარწყვის დარგვის შესაძლებლობებსაც განვიხილავთ,“ თქვა Brasch-მა.

ხავსები და სოკოებიც, ალბათ, გაერთიანდება სქემაში. „ამ მხრივ არაა საჭირო ბევრი კვლევა, ამიტომაც ვართ ასეთი გამოცოცხლებულები,“ თქვა Brasch-მა.

ეს ადგილი არის Delancey-ის ქუჩის ქვემოთ, მანჰეტენის ხიდთან ახლოს. ახლა ცარიელი ტერმინალი გაიხსნა 1908 წელს ტროლეიბუსის მგზავრებისთვის, მაგრამ დაიკეტა 1948 წელს, როდესაც ტროლეიბუსი გაუქმდა. Ramssey-მ პირველად ეს სივრცე აღმაოჩინა 2009 წელს და მიწისქვეშა პრკის კონცეფციის შექმნა დაიწყო.

„6 დეკადის უარყოფის შემდეგ სივრცე კვლავ ინარჩუნებს შესანიშნავ რიყის ქვებს, გადაჯვარედინებულ რელსებს და თაღოვან ჭერს,“ თქვა ორგანიზაციამ. „ეს დამალული ისტორიული ტერიტორია განლაგებულია ნიუ იორკის ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებად მწვანე უბანში. ეს პროექტი უნიკალური შესაძლებლობაა გამოუყენებელი სივრცის ხალხისთვის სასარგებლოდ გამოსაყენებლად.“
წყარო: http://www.dezeen.com/2015/06/24/lowline-launch-kickstarter-campaign-underground-park-new-york/

კომენტარი