SalgasCano-ს პავილიონი, რომელიც საჯაროდ ამ რამდენიმე დღის წინ გაიხსნა, მოიცავს ფერადი ETFE-ს (ეთილენ ტეტრაფლორეთილენი) ორ ფენას. ეს არის პლასტმასი, რომელიც შემოსაზღვრულია თეთრი მეტალის ჩარჩოთი.
„მთელი პავილიონი ჩვენთვის ექსპერიმენტი იყო,“ ამბობს Selgas. „ჩვენ გვსურდა სხვადასხვა საგნების გამოცდა ახალი მასალებით. ჩვენ გვინდოდა გვეცადა, როგორ შექმნიდა კონკრეტული მასალა განსხვავებულ ჩრდილებს, ფერებსა და ეფექტებს, რომლებიც მანამდე არასდროს გვინახავს.“
SalgasCano-ს ზოგიერთი ნაწილი დაფარულია ფერადი ETFE-ს ფართო ნაჭრებით, დანარჩენი ტერიტორია კი ზოლიანი მასალითაა გაკეთებული, რომელიც ფოლადის ჩარჩოთია შემოსაზღვრული. მადრიდელმა არქიტექტორებმა ასევე გადაწყვიტეს მრავალფეროვანი გაუმჭვირვალე მასალის გამოყენება პავილიონის გარეკანად.
„ჩვენ გადავწყვიტეთ ETFE-თი მრავალნაირად მანიპულირება,“ ამბობს Selgas. „აღმოვაჩინეთ მრავალი შესაძლებლობა თუ შევინარჩუნებთ გამჭვირვალობას ან დავუმატებთ სარკის ეფექტს, ამით შევქმენით სხვადასხვა ეფექტი.“
როდესაც  მზე ანათებს ფერადი პლასტმასის ფენებით იატაკზე მრავალფეროვანი გამოსახულებები იქმნება.

„ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იატაკის ფერია,“ ამბობს Selgas. „ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ იგი თეთრი ყოფილიყო, რათა ყველანაირი ეფექტი აერეკლა სახურავიდან.“

სტრუქტურა მოიცავს ოთხ მხარეს, რომელიც იშლება ცენტრალური ტერიტორიიდან. ეს ადგილი ბარი და შეხვედრების სივრცეა. ეს ფორმა ორგანულად განვითარდა, სწორედ ისე, როგორც არქიტექტორები მოელოდნენ: ETFE-ს ფენები შესანიშნავად გაიჭიმა მეტალის ჩარჩოს შორის.

„ხალხი გვეკითხება, რატომ ვირჩიეთ ეს ფორმა,“ ამბობს Selgas. „მაგრამ ფორმა მოდის მაშინ, როდესაც ცდილობ მასალის შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად მორგებას.“

პავილიონში მრავალი შესასვლელ-გამოსასვლელია და არ არსებობს სტრუქტურის შიდა მარშრუტი. Selgas ამბობს, რომ ის დაინტერესებულია, ნახოს როგორ იყენებს ხალხი სივრცეს.

„ექსპერიმენტი მჭიდროდაა დაკავშირებული ხალხთან, რომელიც აპირებს, რომ ესტუმროს პავილიონს,“ ამბობს ის. „ჩვენ გვსურს, მათ გადაწყვიტონ, როგორ გამოიყენონ პავილიონი, როგორ უნდათ მათ მასში მოძრაობა. იგი საკმაოდ თავისუფალია ამ მხივ.“

2015 წლის Serperntine Pavilion გაიხსნა 25 ივნისს და დაიხურება 18 ოქტომბერს. იგი უმასპინძლებს უამრავ ადამიანს და ჩაატარებს საღამოებს, რომელთა სპონსორიც იქნება მოდური ბრენდი COS.
წყარო: http://www.dezeen.com/2015/06/23/movie-selgascano-serpentine-gallery-pavilion-2015-experiment-video-interview/

კომენტარი