M – Arquitectos-მა მოაწყო თერმული აბანოები პორტუგალიის São Miguel-ის კუნძულზე. აქაა ხის მერქნის სტუმართა ცენტრი და ქვებისგან გაკეთებული აუზები.
M – Arquitectos-ს სთხოვეს São Miguel-ის კუნძულზე Poça da Dona Beija-ს ბუნებრივი წყაროების გარშემო ინფრასტრუქტურის მოწყობა. São Miguel-ის კუნძული უდიდესია იმ 9 კუნძულიდან, რომლებიც აზორის არქიპელაგს ქმნის ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთით.

ეს კუნძულები ჩამოყალიბდა ვულკანური მოქმედებების შედეგად. მიწის ქვეშ ლავის მაღალი ტემპერატურის გამო წარმოიქმნება მრავალი მინერალური წყარო, რომლებსაც სტუმრები სამკურნალოდ იყენებენ.

არქიტექტორების მთავარი დავალება იყო São Miguel-ის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ წყარომდე მისასვლელი გზისა და გარემოს გაუმჯობესება. მათ სტუმართა ცენტრსა და წყაროს აუზებს შორის გააკეთეს ბილიკი და ასევე გაზარდეს სტუმართა რაოდენობა, რაც ბაზალტის ორი აუზისა და ფეხის აბაზანის გაკეთების დამსახურებაა.
წყაროებთან არსებული ორი შენობა ბილეთების გასაყიდი ძველი ოფისის ჩათვლით დაინგრა, რათა სტუმართა ახალი ცენტრისკენ მიმავალი გზა გაეკეთებინათ.

იაპონური კედარისგან აშენებული ეს ახალი შენობა მდინარის ნაპირისგან 7 მეტრის მოშორებით დგას და ამ ტერიტორიის შესასვლელს აღნიშნავს.

„ამ ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურა ისე უნდა მოწყობილიყო, რომ ყველაფერი სრულ ჰარმონიაში ყოფილიყო ბუნებასთან,“ განაცხადეს არქიტექტორებმა Fernando Monteiro-მ, Marco Resendes-მა და Miguel Sousa-მ.

„აქედან გამომდინარე, ბილიკები, გზები და ხის შენობა ბუნებრივი ხისგანაა გაკეთებული,“ თქვეს მათ.

„არქიტექტურული თვალსაზრისით, შენობა ბალანსს ინარჩუნებს მის გარშემო არსებულ ნაგებობებთან და ბუნებასთან ურთიერთობაში.“

„ჩვენ ავაშენეთ შენობა, რომელიც ადრე არსებულ სამხრეთ კედელს ეყრდნობა  პარალელობის პრინციპით. მას იაპონური კედრისგან დამზადებული დახრილი სახურავი აქვს.

შენობაშია ბილეთების ახალი ოფისი, ტუალეტები, სასაწყობე სივრცე და საჩუქრების მაღაზია, ასევე კუთხოვანი ვერანდა.
ბუნებრივი ცხელი წყლები გამოდის გამოქვაბულიდან და შედის აუზებში, რომლებიც მდინარის ირგვლივაა განლაგებული.

მდინარის ჩრდილოეთ სანაპიროზე ორი ახალი აუზი დაემატა, რომლებიც ძველ, სამხრეთის აუზებს უკავშირდება ხის ხიდით. კედარის ხიდის საფეხურებით სტუმრები აუზებში ჩადიან. აუზები კი ციცაბო და უხვტოტიანი მდინარის ნაპირების მოპირდაპირედაა განლაგებული.

ცხელი წყლის უწყვეტი ნაკადი, რომელიც აუზის ტემპერატურის შესანარჩუნებლად გამუდმებით მიემართება აუზებისაკენ გადმოდის აბანოების ბაზალტის კედლებიდან და ჩადის მოსაზღვრე მდინარეში.
პროჟექტორები, რომლებიც დადგმულია გარშემო მთაზე არსებულ ბუჩქნარში, ღამით ანათებენ აუზებსა და გზებს.
აზორის კუნძულები მდებარეობს მსოფლიოს სამი უდიდესი ტექტონიკური ფილის შეერთების ადგილას და ამიტომაც აქ ხშირია ვულკანის ამოფრქვევა. აქ ბოლოს 1957 წელს ამოიფრქვა ვულკანი. კუნძულებზე მრავალმა პორტუგალიელმა არქიტექტორმა დააპროექტა კერძო სახლები.

M – Arquitectos დაფუძნებულია São Miguel-ის კუნძულზე ქალაქ Ponta Delgada-ში. გუნდმა ბოლო დროს დაამთავრა სახლი კუნძულზე, რომელიც ოთხი მცირე ბლოკისგან შედგება.

წყარო: http://www.dezeen.com/2015/06/16/m-arquitectos-renovation-thermal-bathing-spot-volcanic-sao-miguel-island-portugal-archipelago-swimming-pool-visitors-centre-poca-da-dona-beija/

კომენტარი