ავეჯის ქართველ დიზაინერებს კარგად იცნობს დაინტერესებული საზოგადოება და დიდი სიყვარული და პოპულარობაც მოიპოვეს.
ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე არაერთ ღონისძიებაზე იყო შესაძლებელი, ამ საუცხოო ქმნილებების ნახვა.

ახლა კი ქართველ და არამარტო ქართველ მომხმარებელს და დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექმნება ეს ნივთები უკვე ერთ სივრცეში, სპეციალურად მათთვის შექმნილ არაჩვეულებრივ შოურუმში “ქართული ავეჯის ანდერგრაუნდში” იხილოს და შეიძინოს კიდეც.
დაგვეთანხმებით, ქართველებს საუცხოო გემოვნება გვაქვს, ქართველი დიზაინერები არა მხოლოდ მოდის, არამედ სხვა მიმართულებებითაც ძალიან დიდ წარმატებებს იხვეჭენ მსოფლიოს მასშტაბით.

უდიდესი მოთხოვნაა ტანსაცმლისა და აქსესუარების ქართველ დიზაინერებზე, გრაფიკული დიზაინერებზე. მათ არ ჩამორჩებიან ავეჯისა და სახლის აქსესუარების დიზაინერებიც და ბევრი მათგანი საკმაოდ ცნობილია სხვა ქვეყნებში და ეს ტენდენცია ნელ ნელა გრძელდება, რაც ძალიან სასიამოვნო და სასიხარულოა ჩვენი ქვეყნისთვის.
ამიტომ ძალიან საინტერესოდ და დროულად მიგვაჩნია მაღაზია „ქართული ავეჯის ანდერგრაუნდი“-ს გახსნა, სადაც იხილავთ საქართველოში დამზადებულ ავეჯისა და სახლის აქსესუარებს. ამ კონცეპტუალურ მაღაზიაში წარმოდგენილია ქართველი დიზაინერებისა და მწარმოებლების მიერ შექმნილი სხვადასხვა პროდუქცია: ხის ავეჯი, დეკორაციები, ნაქსოვი პლედები, გადასაფარებლები, პოსტერები, მხატვრული ნამუშევრები და სხვა.

მაღაზია იხსნება 10 ივნისს 7 საათზე და გახსნის დღეს მომხმარებელს შესთავაზებს განსაკუთრებულად დაბალ ფასებს, ღვინის დეგუსტაციას, მუსიკას და მეგობრულ გარემოს, სადაც გექნებათ შესაძლებლობა იფიქროთ თქვენი სახლის ინტერიერის გაუმჯობესებაზე.

დარწმუნებული ვართ ყველა ადამიანს სურს საკუთარ სახლში დიზაინერული ნივთების ხილვა, მითუმეტეს თუ ეს ნივთები ნამდვილად პასუხობს თანამედროვე დიზაინის გამოწვევებს: ხარისხი, ეკოლოგიურობა, უნიკალურობა!

მაღაზია მდებარეობს საკმაოდ საინტერესო ანდერგრაუნდ სივრცეში – სოლოლაკის ერთ-ერთი სახლის უძველეს ფართში – გალაკტიონ ტაბიძის ქ. 3/5

წარმოდგენილი ნამუშევრები ეკუთვნის შემდეგ ბრენდებსა და ინტერიერის დიზაინერებს:
Frisk Style, ჰოოდა, Knit Décor, ნინო არევაძე, ხოფერია სტუდიო, Geo posters, Wooden.

გირჩევთ არ გამოტოვოთ ეს საუცხოო ღონისძიება და აუცილებლად გაუზიაროთ თქვენს ნაცნობებსაც, ერთად დავეხმაროთ ქართულ ბიზნესს.
18575332_1555124517845675_55954548_o

18814776_1096747390426122_2290719812921508008_o

DSC_0045

DSC_0072

DSC_0074

underground

underground2

კომენტარი