1985 წელს British Antarctic Survey-ს მეცნიერებმა აღმოაჩინეს ოზონის ხვრელი. სამეცნიერო ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებულმა ახალმა ამბავმა მსოფლიო დაშოკა, რამაც გამოიწვია სხვადასხვა ქვეყნების ხელისუფლებისადმი ახალი ტიპის მოთხოვნების წაყენება.

ხუთი წლის შემდეგ 1990წ.  დედამიწის დღე (22 აპრილი) გახდა გლობალური ფენომენი, რომელსაც ეკო-ცნობიერება შეაქვს სახლებსა და კომერციულ სივრცეებში მსოფლიოს გარშემო.

Image result

1992 წელს რიო დე ჟანეიროში დედამიწის სამიტზე შეიკრიბნენ მთავრობათა ლიდერები და ხელი მოკიდეს დაბინძურების კრიზისის თემას. დადგინდა რომ, მსოფლიოს ნახშირორჟანგის ემისიათა უდიდესი ნაწილი დაკავშირებულია მშენებლობასთან და საცხოვრებელ სექტორთან ამიტომ  უკანასკნელი სამი დეკადის განმავლობაში მწვანე არქიტექტურა – გახდა გლობალური არქიტექტურის ახალი გამოწვევა და ახალი მიმართულება.  სწორედ ამ პერიოდში დაარსდა პირველი მწვანე მშენებლობების საბჭოები, რომელთა მუშაობამ მთლიანად შეცვალა არქიტექტურული და დიზაინერული მიმართულებები. შექმნა სხვა პრიორიტეტები.

Related image Image result

Image result  Image result

ეკოლოგიის, ბუნების დაცვისა და ბუნებაასთან მეტი სიახლოვის თემამ ინტერიერის დიზაინშიც შეაღწია და თანამედროვე შენობების უმეტესობა, იქნება ეს საცხოვრებელი სახლები თუ საოფისე ინტერიერები იყენებენ წორედ ამ ახალ მიმართულებას  Eco – Design.

ქაოსურ დროში ცხოვრებამ, როდესაც დიდი ქალაქების ხმაური ორმაგად გღლის ადამიანს, დროის საოცრად სწრაფად სვლამ, დატვირთულმა სამუშაო გრაფიკმა და გაუთავებელმა საცობებმა კიდევ მეტად შეუწყო ხელი ეკო – დიზაინის განვითარებას. ადამიანს დრო არ რჩება იმისთვის რომ მოასწროს დასვენება, ბუნებაში გასვლა და განტვირთვა, ამიტომ ინტერიერის დიზაინერებმა მოახერხეს ის, რომ ბუნება შემოიყვანეს ადამიანთა საცხოვრებელ და სამუშაო გარემოში.

eco-design-sur-cerise-sur-la-deco

1efadd2fd672

living-room-wide

 

ამბობენ ეკო – დიზაინი სკანდინავიაში შეიქმნაო, სადაც ბუნებრივი მასალების გამოყენებას ოდიდგანვე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, სწორედ მათ მიანიჭეს ბუნებრივ მასალებს თანამედროვე და ნოვატორული ფორმები, ხოლო შემდეგ იაპონიაში კიდევ უფრო დაიხვეწა როგორც ინტერიერის დიზაინის ერთ ერთი ყველაზე წარმატებული მიმართულება.

ეკო – დიზაინი თავისთავად ითვალისწინებს:

1. ფიტო დიზაინს – ყვავილების დიდი რაოდენობით გამოყენება ინტერიერში,

2. ფსიქოდიზაინს – როდესაც ინტერიერი გამოსახავს იქ მცხოვრები ადამიანის ფსიქოტიპს

3. ფენ- შუის -რომლის თანახმად, ადამიანის ჯანმრთელობა, ბედნიერება და წარმატება დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორაა მოწყობილი მისი საცხოვრებელი და სამუშაო ადგილი.

Image result for feng shui

ეკო – დიზაინის მთავარი შტრიხებია:

  • ნატურალური მასალების გამოყენება
  • კარგი განათება
  • კარგად გამოყენებული ფართო სივრცეები
  • დიდი რაოდენობით მცენარეები
  • ფერები: თეთრი, ბეჟი, ყავისფერი, მწვანე, ცისფერი
  • მასალები: ხე, მინა, თიხა, ქვა
  • ქსოვილები – მხოლოდ ნატურალური
  • ენერგოეფექტურობა და ალტერნატიული წყაროების გამოყენება
  • ეკოლოგიური უტილიზაცია

Image result

Image result

ეკო – დიზაინი უდიდესი პოპულარობით სარგებლობს მთელს მსოფლიოში და ითვლება ცხოვრების ჯანსაღი წესის ერთ – ერთ გამოვლინებად, ადამიანი, რომელიც ასეთ გარემოში ცხოვრობს და მუშაობს გაცილებით მშვიდი, გაწონასწორებული, ნაყოფიერი და ეფექტიანია.

განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან, სამწუხაროდ საქართველოში ეკო – დიზაინი ასეთი პოპულარობით ვერ სარგებლობს, მიუხედავად იმისა, რომ ნატურალური მასალა, მცენარეები და ხელობა საქართველოში გაცილებით იაფი ჯდება ვიდრე სხვა ქვეყნებში.

კომენტარი