16113357_1829593793977479_4984487481554926423_oმისაღები ოთახი ნებისმიერი ტიპის სახლის ცენტრალური ნაწილია, რომელიც არა მხოლოდ სტუმრების მისაღებად, არამედ ოჯახის წევრების შესაკრებად და განტვირთვისთვის არის განკუთვნილი.

მისაღები ოთახის ინტერიერის დიზაინი სასურველია იყოს მოსახერხებელი, ლამაზი, გემოვნებიანი და კომფორტული.

ამ ოთახის ინტერიერის დაგეგმარებაზე განსაკუთრებით დიდი ყურადღება უნდა დაიხარჯოს მეპატრონის მხრიდან, რადგან ეს ოთახი უნდა გამორჩეოდეს ორიგინალურობით, უნდა გამოხატავდეს მაცხოვრებლის ინდივიდუალურობას, უნიკალურობას.

მისაღები ოთახი ზუსტად ის ოთახია სადაც შეგიძლიათ თქვენს ფანტაზიას მისცეთ ფართო გასაქანი, ამ ოთახის დაგეგმარებისას არ ხართ შეზღუდული კონკრეტული მოცემულობებით და კონკრეტული ფუნქციონალური ავეჯით თუ მოსაპირკეთებელი მასალით – რაც ხშირ შემთხვევაში აუცილებელია სხვა ტიპის ოთახებისთვის (სამზარეულო, სააბაზანო და ა.შ.).

მისაღები ოთახი შეგიძლიათ გადაწყვიტოთ ერთ სტილსა და კონკრეტულ ფერებში,  აურიოთ სხვადასხვა სტილი და შექმნათ ეკლექტიკური დიზაინი ან გააკეთოთ ზონები ერთი ოთახის შიგნით, რომლებიც ოდნავ შესამჩნევად და გემოვნებით იქნება გამოყოფილი ერთმანეთისგან – არჩევანი თქვენზეა.

მისაღები ოთახი ინტერიერის დიზაინერების ერთ ერთი ყველაზე საყვარელი სამუშაოა, რადგან აქ თავისუფლად შეიძლება საინტერესო ექსპერიმენტების განხორციელება, მთავარი ამ შემთხვევაში დამკვეთის სურვილებთან ჰარმონიულობაა.

როდესაც დამკვეთი თავისუფლებას აძლევს და ენდობა დიზაინერს, ისინიც განსაკუთრებით თავისუფლად გრძნობენ თავს და შედეგიც განსაკუთრებით წარმატებულია.

 !!!  ყველაზე გავრცელებული შეცდომა მისაღები ოთახის დაგეგმარებისა, არის მისაღებისა და სამზარეულოს გაერთიანება. ეს მოდური და ტენდენციური ტანდემი, ერთი შეხედვით საკმაოდ კომფორტული და ხელსაყრელია, თუმცა ცხოვრების პირველივე თვეში იქმნება პრობლემები: ძირითადად კი საკვების მომზადების სუნი. !!!  

გაითვალისწინეთ: არ არის სასიამოვნო კერძები მზადდებოდეს იმავე სივრცეში სადაც იღებთ სტუმრებს! ან ისვენებთ და ატარებთ დროს უჯახთან.

 მეორეს მხრივ მისაღები ოთახისა და სასადილო ოთახის გაერთიანება არ ქმნის პრობლემას და უმრავლეს შემთხვევაში მეტ მყუდროებას სძენს მისაღებ ოთახს. ლამაზი და კომფორტული სასადილო მაგიდა, მისთვის განკუთვნილი განათებითა და აქსესუარებით, მეტ სიმშვიდეს და სითბოს მატებს მისაღებ ოთახს.

მისაღები ოთახის დიზაინის შექმნისას გაითვალისწინეთ რამდენიმე რჩევა:

☆ თავიდანვე განსაზღვრეთ როგორი სტილის გინდათ რომ იყოს მისაღები ოთახი და ამის მიხედვით იმოქმედეთ, ნუ გადაწყვეტთ რემონტის მსვლელობისას სხვადასხვა სტილის არევას თვითნებურად. თუ ამის სურვილი გაგიჩნდებათ დაიხმარეთ ინტერიერის დიზაინერი.

☆ უმთავრესი ორიენტირი ამ ოთახზე მუშაობისას არის გემოვნებიანი და მოსახერხებელი სივრცის შექმნა.

☆ ავეჯის არჩევისას ყურადღება მიაქციეთ რომ ეს ავეჯი იყოს მაქსიმალურად ფუნქციური და სადა, მათ უნდა შექმნან სიმყუდროვისა და რელაქსაციის განწყობა ოთახში.

☆ აუცილებლად მიაქციეთ ფერთა გამას, პირველ რიგში უპირატესობა მიანიჭეთ თქვენს საყვარელ ფერებს და შეუხამეთ მას სხვა ფერები ისე რომ არ მოხდეს „ფერთა წაჩხუბება“ ინტერიერში

☆ არ გადატვირთოთ მისაღები ოთახი დეკორაციებით.

☆ აქცენტი გააკეთეთ ნივთებზე, რომლებსაც აქვთ ისტორია, რომლებიც რაღაცას წარმოადგენენ თქვენთვის და გახსენებენ საინტერესო ამბებს თქვენი ცხოვრებიდან.

☆ შეეცადეთ იქონიოთ ოთახის მცენარეები.

gallery-hbx080116roop06

Contemporary Living Room with Exposed beam, Hardwood floors, Carpet, High ceiling, metal fireplace

Contemporary Living Room with Taraval Sofa Collection, Colorado Canyon Pencil Ledger Panels

In a feminine townhouse, CB2 sofas in Kravet's Bacio and curtains in a Dedar fabric ground delicate pink accents like a Kate Spade New York table lamp from Visual Comfort.

Bold Blue Pattern & Print in Living Room Design Ideas on HOUSE. New and oh-so-stylish living room designs to inspire

Curved Sofa in Modern Living Room | Living Room Ideas on HOUSE. See before & after this city flat was transformed by Sophie Ashby

Transitional Living Room with Carpet, Cement fireplace, Metal parquet coffee table, Concrete floors, High ceiling

Transitional Living Room with stone fireplace, Carpet, Color Time Pirate Black Summerville Display Cabinet, Pendant Light

Contemporary Living Room with Hardwood floors, Huddson Chaise Sectional, Box ceiling, Cement fireplace, Tractor counter stool

 

კომენტარი