kids room by designers-ის სურათის შედეგისაბავშვო ოთახის ინტერიერის დაგეგმარება – გაფორმება, ერთ ერთი ყველაზე შემოქმედებითი, საინტერესო და ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა.

საბავშვო ოთახი ეს არის ადგილი, სადაც ბავშვი ატარებს სახლში ყოფნის დროს ყველაზე დიდ ნაწილს, აქ იზრდება, ვითარდება, სწავლობს, ისვენებს, უხარია და იწყენს.

ამიტომ როდესაც საბავშვო ოთახის რემონტსა და კეთილმოწყობაზე მიდის საუბარი, აუცილებელია გავითვალისწინოთ რომ ამ ოთახში უნდა იყოს თავმოყრილი ყველაფერი აუცილებელი ბავშვისთვის + ჰარმონია სახლის დანარჩენ ნაწილთან, რომელიც გაკეთებულია მშობლების გემოვნებით.

გაითვალისწინეთ, რომ:

  1. საბავშვო ოთახი უნდა იყოს ნათელი და შეძლებისდაგვარად ფართო,  ბავშვის განვითარებისათვის აუცილებელია სივრცე და სინათლე.
  2. ბავშვი იზრდება და ნუ გადაწყვეტთ ინტერიერს ისე, რომ 4-5 წლის შემდეგ ბავშვის ასაკისთვის შეუფერებელი აღმოჩნდეს.
  3. მიაქციეთ ყურადღება ავეჯს, შეარჩიეთ ავეჯი რომელიც ყველა ასაკს შეესაბამება. ცვალეთ მხოლოდ დეკორაციები და ნივთები (ფარდები, ბალიშები, ნახატები).
  4. ბავშვებს ძალიან უყვართ იატაკზე წოლა და სასურველია იატაკზე იყოს რბილი საფარი ან იატაკის გათბობა.

 

საბავშვო ოთახის დაყოფა ხდება 3 ზონად:

☆ სათამაშო ზონა

☆ სამუშაო (სამეცადინო) ზონა

☆ დასასვენებელი ზონა.

არსებობს რამდენიმე ხერხი ამ ზონების ვიზუალური დაყოფის, მაგალითად ფერთა გამით გამოყოფა, ან ლამაზი და მხიარული ტიხრები.

 

საბავშვო ოთახის დიზაინის სტილი უნდა იყოს ჰარმონიული ამ საცხოვრებელი სახლის ინტერიერის სტილთან, ამიტომ გადახედეთ რჩევებს, როგორ მოაწყოთ საბავშვო ოთახი ისე, რომ არ იყოს ამოვარდნილი ერთიანი დიზაინიდან.

  • თუკი სახლის ინტერიერი არის კლასიკური სტილის, აარჩიეთ ბავშვის ოთახის ავეჯიც კლასიკურ სტილში, მაგრამ ყურადღება მიაქციეთ არ მოხდეს გადაჭარბება, ბავშვი თავს არ უნდა გრძნობდეს როგორც მუზეუმში.

დაკავშირებული სურათი

  • თუკი სახლის ინტერიერი არის თანამედროვე სტილის (მოდერნი), გაითვალისწინეთ, რომ ყურადღება მიაქციოთ ფერებს, მოდერნისტული დიზაინისთვის დამახასიათებელია ნათელი ფერები, მარტივი ფორმები, ტრანსფორმატორი ავეჯი. ეს სტილი განსაკუთრებით მომგებიანია ფინანსური თვალსაზრისითაც, რადგან უნივერსალურია ნებისმიერი ასაკისთვის.

  • თუკი სახლის ინტერიერი არის მინიმალისტური სტილის, ჩათვალეთ რომ ყველაზე მარტივი გამოსავალი გიპოვათ, რადგან ბავშვებს ყველაზე ნაკლებად ადარდებთ როგორი მაგიდა და საწოლი აქვთ, რამდენი სათავსოა კარადებში – მათი მთავარი სურვილია, რაც შეიძლება მეტი თავისუფალი სივრცე ჰქონდეთ სათამაშოდ. ასეთ ოთახებში სახატავად ერთ ერთ კედელს იყენებენ, რომელიც შეღებილია სპეციალური საღებავით, რომელზეც ცარცებით შეიძლება ხატვა და შემდეგ წაშლა, როგორც დაფაზე.

  • თუკი სახლის ინტერიერი არის ეთნო სტილის, საბავშვო ოთახი ყველაზე საინტერესო, ეგზოტიკური და ორიგინალური გამოდის. ეთნო სტილის ინტერიერი ეხმარება ბავშვს დაინტერესდეს სხვადასხვა ქვეყნის კულტურით. ასეთი ოთახები განსაკუთრებით გამართლებულია ბავშვებისთვის, რომლებსაც უყვართ ბუნება, გეოგრაფია, ცხოველები. ამ ოთახის დაგეგმარებისას, აუცილებელია ბავშვთან ერთად ეძებოთ ნივთები, რომლებიც ამ სტილს შეესაბამება, ხოლო შემდეგ ნახატები და დეკორაციები გააკეთოთ ბავშვთან ერთად.

indian style kids room-ის სურათის შედეგი

  • თუკი სახლის ინტერიერი არის ქანთრი სტილის, რაც ჩვენთან ნაკლებად არის გავრცელებული, აუცილებელია ყურადღება გაამახვილოთ ეკოლოგიაზე. ოთახის დაგეგმარებისას უამბეთ ბავშვებს რა არის ეკოლოგია, რას ნიშნავს გარემოს მოფრთხილება, როგორ უნდა გაუფრთხილდეს გარემოს, შექმნას თავად ნახატები ამ თემაზე, მოიძიეთ ძველი სოფლის სახლებში არსებული ნივთები. გამოიყენეთ ბევრი ხე და სხვადასხვა ფერის ქსოვილებისგან შექმნილი გადასაფარებელი.

  • თუკი სახლის ინტერიერი არის ჰაიტეკი, რაც საბავშვო ოთახებში თითქმის არ გამოიყენება, იმისთვის რომ არ მოხდეს აცდენა სახლის ძირითად დიზაინთან, მიიღეთ მარტივი გადაწყვეტილებები – დაკიდეთ ჰაიტეკ სანათები საბავშვო ოთახში, გამოიყენეთ მეტალის დეტალები, თუმცა ყურადღება მიაქციეთ მათ უსაფრთხოებას, შეიტანეთ ჰაი ტექ სტილის ავეჯის აქსესუარები: სკამი, სათამაშოების შესანახი სათავსო და ა.შ. გახსოვდეთ რომ ჰაიტექ სტილისთვის დამახასიათებელია სწორი ხაზები და მარტივი ფორმები.

hi-tech childrens room-ის სურათის შედეგი

კომენტარი