სამზარეულო ერთ ერთი ყველაზე სპეციფიკური და გამორჩეული ოთახია ბინაში (სახლში), რომელსაც განსაკუთრებული მიდგომა სჭირდება. შესაბამისად სარემონტო და მოსაპირკეთებელი მასალები, რომლებსაც ვირჩევთ ამ ოთახისთვის გარკვეულ მოთხოვნებს და საჭიროებებს უნდა პასუხობდეს.

რა უნდა გავითვალისწინოთ სამზარეულოს იატაკის საფარის არჩევისას?

პირველ რიგში ის, რომ სამზარეულო არის “სველი ზონა” და ყველანაირი მოსაპირკეთებელი მასალა აქ არ გამოგვადგება, ის რასაც სამზარეულოსთვის ავირჩევთ აუცილებლად უნდა იყოს ნესტგამძლე, არ უნდა ზიანდებოდეს ხშირი წმენდით და აუცილებლად უნდა გაკეთდეს დამატებითი ჰიდროიზოლაცია.

სამზარეულოს იატაკი ყველაზე მარტივად და ხშირად ბინძურდება ამ ოთახის სფეციფიკიდან გამომდინარე, ამიტომ სასურველია იატაკის საფარი იყოს მარტივად საწმენდი და გამძლე სხვადასხვა ქიმიური საშუალებებისადმი.

სამზარეულოში მძიმე და ბასრი ნივთების დავარდნა არ არის იშვიათი შემთხვევა, ამიტომ გასათვალისწინებელია ისიც რომ სამზარეულოს იატაკი შედარებით მყარი და გამძლე უნდა იყოს მექანიკური დაზიანებების მიმართ.

სამზარეულოში ყველაზე დიდ დროს ატარებენ ადამიანები, როგორც ოჯახის წევრები ასევე ხშირად სტუმრებიც, ამიტომ იატაკის საფარი უნდა იყოს ცვეთამედეგიც.

ყველა ზემოთჩამოთვლილს თუ გავითვალისწინებთ მივალთ დასკვნამდე, რომ საუკეთესო საფარი სამზარეულოს იატაკისთვის არის ფილები, მეტლახი და კერამიკული ფილები!

თუმცა ფილებსაც აქვს თავისი მინუსები: 1. შედარებით ცივია 2. დავარდნილი ჭურჭელი მარტივად იმსხვრევა.

კერამიკული ფილები განსაკუთრებით პოპულარულია მისი ნატურალურობის, გამძლეობისა და ესთეტიკური თვისებების გამო.

სწორად არჩეული ფილები, არათუ მხოლოდ დიდხანს გაგიძლებენ, არამედ ინდივიდუალურობასაც შემატებენ თქვენს სამზარეულოს.

Плитка на кухне

samzareulos filebi - inndesign.ge

Плитка на кухне

Плитка на кухне

Плитка на кухне

Плитка на кухне

 

Плитка на кухне

Плитка на кухне

Плитка на кухне

Плитка на кухне

 

კომენტარი