ცხოვრება 40კვმ. – ში სულ არ მოგეჩვენებათ დისკომფორტად, თუკი სივრცე იქნება სწორად განაწილებული და კარგად დაგეგმარებული.

40კვმ. ფართობი (სვწლი წერტილების გარეშე), რომ წარმოიდგინოთ ჩვენთან გავრცელებული 1.5 ოთახიან ბინებია.

ერთი შეხედვით ურთულესი დავალებაა 40კვმ. – ში ჩაატიო საძინებელი, სამზარეულო, სასადილო, მისაღები და სამუშაო ზონა, თუმცა დიზაინ სტუდია Solo – სთვის, ეს დავალება არ აღმოჩნდა რთული და შედეგი დასტურია იმისა, რომ საუცხოოდ გაართვეს თავი.

პირველი რაზეც დიზაინერებმა იფიქრეს იყო სივრცე, თუკი ისინი სივრცეს კედლებით დაანაწევრებდნენ და სხვადასხვა დანიშნულების ფართს კედლებით ან ტიხრებით გამოყოფდნენ ერთმანეთისგან, შედეგედ მიიღებდნენ სახლს, რომელიც სივიწროვისგან ვიზუალურად ისე გამოიყურება, თითქოს სუნთქვაც შეუძლებელია. ეს პრობლემა, მათ ფარდებით გადაჭრეს.

ამ გადაწყვეტილების შედეგად, მართალია საძინებელი ისევ მისაღების ნაწილია, მაგრამ ფარდის დახურვისთანავე, სრულიად იზოლირებული და უხილავი ოთახი ხდება.

ძალიან საინტერესოდ გააკეთეს ზონირება ფერების მიხედვით, თუ სურათებს დააკვირდებით – სამზარეულო მუქ ფერებშია გადაწყვეტილი და როდესაც ეს ზონა გადადის სასადილოსკენ და იქედან მისაღებისკენ – ფერებიც ღიავდება. ამ გადაწყვეტილებით ვიზუალურად სამზარეულო და მისაღები ცალცალკეა და სივრცე გაცილებით მეტი ჩანს ვიდრე სინამდვილეშია. გრადაცია გრძელდება მისაღებიდან საძინებლისკენაც, რაც ასევე მეტი სივრცის წარმოჩენაზეა ორიენტირებული.

გადახედეთ სურათებს და დარწმუნდებით, რომ ეს ბინა ძალიან კარგი მაგალითია იმისა, რომ კარგ დიზაინერს საოცრებების მოხდენა შეუძლია!

Интерьер 40 кв.м. «комната в комнате» от Solo Design Studio

Интерьер 40 кв.м. «комната в комнате» от Solo Design Studio

image-289084

კომენტარი